GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ეკოლოგიური კანონდარღვევისთვის 3400 თანამდებობის პირი პასუხისგებაში მიეცა

Homepage მსოფლიო ეკოლოგიური კანონდარღვევისთვის 3400 თანამდებობის პირი პასუხისგებაში მიეცა
მსოფლიო

ეკოლოგიური კანონდარღვევისთვის 3400 თანამდებობის პირი პასუხისგებაში მიეცა

იანვარი 10, 2024
By GREENPOLE
0 კომენტარი
443 ნახვა
ნახვები : 11
  • პეკინი – მთლიანობაში 3,400 თანამდებობის პირია პასუხისგებაში იმ ეკოლოგიური კანონდარღვევებისთვის, რომელიც გამოვლინდა ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული გარემოსდაცვითი ინსპექციის მეორე რაუნდის დროს.

  • სამთავრობო დისციპლინური სასჯელი ითვალისწინებს თანამდებობის პირების გაფრთხილებას, მათთვის საყვედურის გამოცხადებას, მათ თანამდებობრივ ჩამოქვეითებასა და გათავისუფლებას ან დათხოვნას.

პეკინი – მთლიანობაში 3,400 თანამდებობის პირია პასუხისგებაში იმ ეკოლოგიური კანონდარღვევებისთვის, რომელიც გამოვლინდა ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული გარემოსდაცვითი ინსპექციის მეორე რაუნდის დროს, – ნათქვამია ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ მედიაში გავრცელებულ განცხადებაში.

მათგან 3035 პირი პროვინციის იმ 31 რეგიონიდანაა, სადაც ინსპექტირება 2020 წლის მაისიდან 2022 წლის ივნისამდე პერიოდში მიმდინარეობდა. კანონდამრღვევთა შორისაა პრეფექტურის დონის 371 კადრი და 1244 პირი, რომლებიც ოლქის ხელმძღვანლების ან ოლქის უფროსის მოადგილეების ეკვივალენტურ თანამდებობებს იკავებდნენ.

ქვეყნის თანამდებობის პირთა რანჟირების სისტემაში პრეფექტურის პოზიცია ერთ-ერთ მაღალ ადგილს იკავებს მინისტრისა და ოლქის მეთაურის პოზიციებს შორის.

გარემოს დაცვის ცენტრალური ინსპექციის ჯგუფები, რომლებიც ექვემდებარებიან სამინისტროს დონის ჩინოვნიკებს, ანგარიშვალდებულნი არიან ცენტრალური ჯგუფის მიმართ, რომლებსაც ხელმძღვანელობს ვიცე-პრემიერი და მისი ოფისი. ოფისი კი სამინისტროშია განთავსებული.

ადგილობრივი ხელისუფლების 3035 თანამდებობის პირიდან, დაახლოებით ნახევარს მიესაჯა პარტიული და სამთავრობო დისციპლინური სასჯელი, ხოლო 782 თანამდებობის პირი გამოიძახეს სასამართლოში, – ნათქვამია განცხადებაში, თუმცა სხვა დეტალები უცნობია.

პარტიის წევრებისთვის არსებობს დისციპლინური პასუხისმგებლობის ხუთი ფორმა: გაფრთხილება, მკაცრი გაფრთხილება, პარტიაში თანამდებობიდან გადაყენება, პარტიაში გამოსაცდელი ვადით ყოფნა და პარტიიდან გარიცხვა.

რაც შეეხება სამთავრობო დისციპლინურ სასჯელს, იგი ითვალისწინებს თანამდებობის პირების გაფრთხილებას, მათთვის საყვედურის გამოცხადებას, მათ თანამდებობიდან ჩამოქვეითებასა და გათავისუფლებას ან დათხოვნას.

ჩინეთში, თანამდებობის პირებს, რომლებსაც აქვთ გაფრთხილება ან საყვედური, გარკვეული ვადით ეზღუდებათ დაწინაურების შესაძლებლობა. პარტიული და სამთავრობო დისციპლინური სასჯელი არ ათავისუფლებს მათ სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან. გარემოებებიდან გამომდინარე, მათი საქმეები შესაძლოა ჯერ კიდევ გადაეცეს სასამართლოს განსახილველად.

ცენტრალური გარემოსდაცვითი ინსპექციის მეორე რაუნდმა ასევე მოიცვა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ცენტრალურად ადმინისტრირებული ექვსი საწარმო. მათ შორისაა: China Minmetals Corporation და China National Building Materials Group Corporation.

სამინისტროს განცხადებით, აღნიშნული ცენტრალური საჯარო საწარმოების 336 თანამდებობის პირი ასევე დასჯილია. მათგან 183-მა მიიღო პარტიული და სამთავრობო დისციპლინური სასჯელი.

სტატიაზე მუშაობდა: თაკო ოზბეტელაშვილი, მარიამ ტვილდიანი

წყარო: Asianews.network

10 იანვარი 2024 წელი


წინა პოსტი
პორტების მიმდებარე ტერიტორიაზე უარესდება საკრუიზო გემებისგან გამოწვეული ჰაერის დაბინძურება
შემდეგი პოსტი
ჰაერის დაბინძურებამ COVID-19-ით დაავადებულთა საავადმყოფოში ყოფნის დღეების რაოდენობა გაზარდა

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
  • სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
  • მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
  • ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
  • ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 19, აპრ
ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
სამშაბათი, 31, მარ
სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
სამშაბათი, 24, მარ
მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
ხუთშაბათი, 26, თებ
ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
კვირა, 8, თებ
ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
ორშაბათი, 19, იან
ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.

Welcome back,