GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

დადგენილია პირი, რომელმაც მდინარეში ასობით პლასტმასის ბოთლი ჩაყარა

Homepage საქართველო დადგენილია პირი, რომელმაც მდინარეში ასობით პლასტმასის ბოთლი ჩაყარა
საქართველო

დადგენილია პირი, რომელმაც მდინარეში ასობით პლასტმასის ბოთლი ჩაყარა

ივლისი 1, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
844 ნახვა
ნახვები : 2, 707

გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტმა დაადგინა პირი, რომელმაც მდინარეში ასობით პლასტმასის ბოთლი ჩაყარა და გარემო დააბინძურა. ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს.

“სამართალდარღვევა მოხდა ქვემო ქართლში, კერძოდ ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ასევე დადგენილია სამართალდამრღვევის ვინაობა. დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები, სამართალდარღვევის ადგილის დათვალიერებას ახორციელებენ”, – ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.

გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტმა მოკვლევა სამი მიმართულებით დაიწყო. პირს 3300 ლარამდე ჯარიმის დაკისრება ემუქრება:

  • საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 58-ე მუხლის თანახმად, წყლის ობიექტების დაბინძურება, დანაგვიანება, წყლის ობიექტებში ნარჩენებისა და სხვაგვარი ნაყარის ჩაყრა გამოიწვევს დაჯარიმებას 200-დან 300 ლარამდე;
  • ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე მუხლის თანახმად, დიდი მოცულობის ნარჩენით (მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების, ელექტრო ან ელექტროტექნიკური დანადგარის, სამშენებლო დანადგარის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის ნარჩენით) გარემოს დანაგვიანება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით;
  • ნარჩენების მართვის კოდექსის მე-40 მუხლის თანახმად, ნარჩენების შეგროვება ან/და ტრანსპორტირება დადგენილი წესით რეგისტრაციის გარეშე, გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

გარდა ამისა, საქმის წარმოება წყლის დაბინძურების კვალიფიკაციით დაიწყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომაც. სისხლის სამართლის 292-ე მუხლით წყლის დაბინძურებისთვის პირი ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ანდა თავისუფლების აღვეთით ვადით ერთ წლამდე.

მდინარის პლასტმასის ბოთლებით დაბინძურების ამსახველი კადრები დღეს დილიდან სოციალურ ქსელებში გავრცელდა. ვიდეომასალაში შესაძლებელი იყო პირისა და ავტომობილის იდენტიფიცირება.

წყარო : www.radiotavisupleba.ge

 


წინა პოსტი
მარჯვენა სანაპიროზე ველობილიკის ნაწილი სამანქანე გზიდან ტროტუარზე გადაიტანეს
შემდეგი პოსტი
დააკავეს კაცი, რომელმაც მდინარეში ბოთლები გადაყარა

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,