GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

დაბინძურების საწინააღმდეგო ღონისძიებები მეხიკოში

Homepage მსოფლიო დაბინძურების საწინააღმდეგო ღონისძიებები მეხიკოში
მსოფლიო

დაბინძურების საწინააღმდეგო ღონისძიებები მეხიკოში

აპრილი 11, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
395 ნახვა

მეხიკოს მთავრობას სურს, სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებით გააუმჯობესოს ჰაერის ხარისხი და ხელი შეუწყოს კლიმატის დაცვას. სხვა მნიშვნელოვან  საკითხებთან ერთად, ნაკლებად დამაბინძურებელი მანქანების შეძენა აუცილებლად უნდა წახალისდეს და მაქსიმალურად  შეიზღუდოს საგზაო მოძრაობა.

“ჩვენი მიზანია, ხუთი წლის განმავლობაში გამონაბოლქვით მიღებული ემისიების შემცირება 30 პროცენტით“ – განაცხადა მეხიკოს მერმა, კლაუდია შეინბაუმმა. ზომები ეტაპობრივად შევა ძალაში. ისინი გავლენას ახდენენ მეტროპოლიტის ზონაზე – დაახლოებით 22 მილიონი მცხოვრებით, ეს არის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქი ჩრდილოეთ ამერიკაში.

სხვა საკითხებთან ერთად, მომავალში სატვირთო მანქანებს პიკის საათში აღარ ექნებათ გადაადგილების უფლება, პარასკევსა და შაბათ-კვირას კი – ქალაქის მთავრობის მანქანებს შეეზღუდებათ ქალაქში მოძრაობა. გარდა ამისა, იცვლება კერძო მანქანების დამაბინძურებლების ტესტირების წესები. ეს არ ეხება ელექტრო და ჰიბრიდულ მანქანებს. სხვა ტიპის მანქანების შემოწმება მოხდება ყოველ ექვს თვეში, ოთხი წლის განმავლობაში. ბოლოდროინდელ სტატისტიკის მიხედვით, მეხიკოს გზებზე, დაახლოებით 5 მილიონი მანქანა მოძრაობს.

მეხიკოში, ჰაერში მავნე ნაწილაკების რაოდენობა აჭარბებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ზღვრულ ნორმებს. მაისში, ტყის ხანძრების შემდეგ, მიმდებარე რაიონებში, გარემოსდაცვის მხრივ, საგანგებო ვითარება გამოცხადდა. “ქალაქი აუზშია მოქცეული, ძალიან რთული და თითქმის შეუძლებელია გამონაბოლქვის და კვამლის მთლიანი გაწოვა“ –  განაცხადა  ქალაქის მერმა შეინბაუმმა,  რომელიც ერთ წელზე მეტი  მართავდა  ქალაქს, ის ასევე გარემოს მკვლევარია. შეინბაუმი იყო კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი კოლეგიის (IPCC) წევრი, რომელმაც 2007 წელს მიიღო ნობელისა პრემია კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლისთვის.

 

სტატიაზე მუშაობდა : მაია თავაძე და ანა კუხაშვილი

წყარო : https://www.bluewin.ch/de/news/international/massnahmen-gegen-verschmutzung-in-mexiko-338925.html

ნახვები : 28 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
დღეს თბილისის 7 რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
შემდეგი პოსტი
ევროპის ქალაქებს შორის ყველაზე ცუდი ჰაერი მადრიდში და ბრეშაშია

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ევროკავშირი შეთანხმდა დასამუხტი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნებზე
  • ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ახალი საზომი შექმნას ქარიშხლის მიმართ მდგრადი შენობების დიზაინისთვის
  • NASA და იტალიის კოსმოსური სააგენტო ერთობლივად შეებრძოლებიან ჰაერის დაბინძურებას
  • სატრანსპორტო საცობები გავლენას ახდენენ თქვენს ორგანიზმზე
  • საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადატვირთულობის საკითხი კატასტროფის წინაპირობაა, – აცხადებს ინდოეთის სასამართლო
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ორშაბათი, 25, სექ
ევროკავშირი შეთანხმდა დასამუხტი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნებზე
ორშაბათი, 25, სექ
ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ახალი საზომი შექმნას ქარიშხლის მიმართ მდგრადი შენობების დიზაინისთვის
ორშაბათი, 18, სექ
NASA და იტალიის კოსმოსური სააგენტო ერთობლივად შეებრძოლებიან ჰაერის დაბინძურებას
ორშაბათი, 18, სექ
სატრანსპორტო საცობები გავლენას ახდენენ თქვენს ორგანიზმზე
სამშაბათი, 12, სექ
საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადატვირთულობის საკითხი კატასტროფის წინაპირობაა, – აცხადებს ინდოეთის სასამართლო
სამშაბათი, 12, სექ
ათეულობით კომპანია, რომლებიც ამაყობს მწვანე სერტიფიკატით, ვერ აგვარებს ბიზნეს ფრენებისას არსებული გამონაბოლქვის პრობლემას

Welcome back,