Covid-19 ვაქცინა: პირველი ადამიანი Pfizer კოვიდ-19 ვაქცინით ბრიტანეთში აიცრება
90 წლის ქალი იქნება ის პირველი ადამიანი, რომელსაც, ბრიტანეთში მიმდინარე, მასობრივი ვაქცინაციის ფარგლებში კოვიდ-19 ვაქცინაცია ჩაუტარდება
მარგარეტ ქეინანი, რომელიც მომდევო კვირას 91 წლის გახდება, განაცხადა, რომ ეს იქნება „მისი დაბადების დღის საუკეთესო წინასწარი საჩუქარი“.
მას ინექცია ჩაუტარდა 06:31 საათზე – პირველი იმ 800,000 ვაქცინის დოზიდან, რომლის მწარმოებლებიც არიან Pfizer / BioNTech-ი.
პირველ ეტაპზე ვაქცინაცია ჩაუტარდებათ 80 წელს გადაცილებულ ხანდაზმულებს, მედიკოსებს და ხანდაზმულთა სახლებში დასაქმებულებს.
ქალბატონმა ქეინანმა, რომელიც წარმოშობით ენისკისლენიდან არის, თქვა: „ძალიან დიდი პრივილეგია ჩემთვის რომ პირველი ადამიანი ვარ, ვინც ინექცია ჩაიტარა კოვიდ-19-ის წინააღმდეგ, ეს არის ყველაზე კარგი დაბადების დღის საჩუქარი, რასაც კი ვისურვებდი, რადგან ეს ნიშნავს, რომ ახალ წელს ჩემს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად გავატარებ ერთწლიანი მარტოდ ყოფნის შემდეგ.“
უდიდეს მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მივლიდა და მოვუწოდებ ყველას ვაქცინა აუცილებლად გაიკეთოს. თუ მე 90 წლის ასაკში შემიძლია ამის გაკეთება, მაშინ თქვენც შეძლებთ.“
ბრიტანეთი პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც დაიწყო Pfizer-ის ვაქცინის გამოყენება. ბრიტანეთის მთავრობას 800,000 Pfizer / BioNTech-იი ვაქცინის დოზაა აქვს უკვე შეძენილი და 40 მილიონი დოზა შეკვეთილი, რაც საკმარისია 20 მილიონი ადამიანის ასაცრელად, რადგან თითოეულ ადამიანს უტარდება ორი ვაქცინაცია.
Pfizer-ის ვაქცინის ორი დოზაა საჭირო სრული იმუნიტეტისთის.
სტატიაზე იმუშავა : მაია ბურდულმა
წყარო : BBC.NEWS