GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ბრიტანეთში ელექტრომობილებმა დიზელისძრავიან ავტომობილებს გაასწრეს

Homepage მსოფლიო ბრიტანეთში ელექტრომობილებმა დიზელისძრავიან ავტომობილებს გაასწრეს
მსოფლიო

ბრიტანეთში ელექტრომობილებმა დიზელისძრავიან ავტომობილებს გაასწრეს

თებერვალი 13, 2023
By GREENPOLE
0 კომენტარი
334 ნახვა
ნახვები : 67
  • ბრიტანეთში ელექტრომობილი პოპულარობით მეორე ავტომანქანად იქცა
  • ამაში დიდი როლი შეასრულეს საწარმოებმა, რომლებმაც 2022 წელს ელექტრომობილების ძირითადი ნაწილი შეიძინა
  • კერძო პირები ჯერჯერობით ერიდებიან ელექტრომობილებზე გადასვლას, რისი მიზეზიც სატენი სადგურების სიმცირეა
  • ბრიტანეთის მთავრობამ უნდა განაგრძოს ინვესტირება სატენი სადგურების ინფრასტუქტურის გამართვაში, რადგან ქვეყანას, ელექტრომობილებზე სრულად გადასვლის შემთხვევაში, 720.000 ასეთი სადგური დასჭირდება

 

ბოლო წლებში ძალიან გაიზარდა ელექტრომობილების გაყიდვები და არ ჩანს მისი შემცირების ნიშნები, რადგანაც ამ ტიპის ავტომობილები ბრიტანეთში პოპულარობით მეორე ადგილზეა.

ელექტრომანქანები პოპულარობით მხოლოდ ბენზინისძრავიან ავტომობილებს ჩამოუვარდება, ხოლო დიზელისძრავიან ავტომანქანებს გაასწრო და წინა თვეში საავტომობილო ბაზრის 32.9% დაიკავა. ავტომწარმოებლებისა და მოვაჭრეთა ასოციაციის (SMMT) ცნობით, წინა წელთან შედარებით, ელექტრომობილების გაყიდვები 40.1% გაიზარდა, ხოლო დიზელისძრავიანი ავტომანქანების გაყიდვები 38.9% შემცირდა. გარდა ამისა, ასოციაცია გვატყობინებს, რომ ახალი ავტომობილების CO2 გამონაბოლქვი შემცირდა 11.4 გ/კმ-მდე, რაც ბრიტანეთის უახლეს ისტორიაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

თუმცა ელექტრომანქანების გაყიდვების ზრდა დაკავშირებულია არა იმდენად კერძო პირებთან, არამედ საწარმოებსა და ავტოპარკებთან, რადგან გაყიდული ელექტრომობილების ძირითადი ნაწილი სწორედ მათზეა დარეგისტრირებული. SMMT-ის ცნობით, კერძო პირებს სჭირდებათ დამატებითი სტიმული ელექტრომობილებზე გადასვლისთვის, რადგან დამტენი ინფრასტრუქტურის ნაკლებობა აფრთხობთ.

ამჟამად მთავრობა 2030 წლისთვის გეგმავს 300 000 საზოგადოებრივი სატენი სადგურის გახსნას, საიდანაც ნაწილი – 34 637 ასეთი სადგური – გასული წლის ოქტომბრამდე უკვე გაიხსნა.

SMMT-ის განცხადებით, გეგმის შესასრულებლად ყოველდღიურად 100-მდე ახალი სადგურის გახსნაა საჭირო. ამჟამინდელი დღიური მაჩვენებელი 23-ია. ეს მაჩვენებელი კი ძალიან მცირეა, რადგან ბრიტანეთის ახლანდელი ელექტრომობილების ინფრასტურუქტურის მიხედვით, შეიძლება საჭირო იყოს 720 000-მდე სატენი სადგური. კანცლერ ჯერემი ჰანტის ბოლო გადაწყვეტილებამ, ელექტრომობილებზე გადასახადის დაწესების შესახებ და ელექტროენერგიაზე გაზრდილმა ფასებმა შეიძლება დამატებითი წინაღობები შექმნას ელექტრომობილების მასიური დანერგვისთვის. SMMT-ის ვარაუდით, ელექტრომანქანების ინფრასტუქტურაში დამატებითმა ინვესტიციებმა შეიძლება მოახერხოს რიგითი მომხმარებლების ელექტრომობილებზე გადასვლაში დაარწმუნება და ხელი შეუწყოს ინდუსტრიის ზრდას.

კიდევ ერთი ახალი ამბავი: 2022 წელს ახალი ავტომობილების გაყიდვები 2%-ით შემცირდა, 1.61 მილიონი ავტომომხმარებლით ნაკლები დარეგისტრირდა. SMMT-ის აღმასრულებელი დირექტორი, მაიკ ჰოუსი, ამბობს: „ავტომობილების გაყიდვები პანდემიამდელ მაჩვენებლებს ჯერ კიდევ ჩამოუვარდება, თუმცა ფართო ეკონომიკურ პერსპექტივაში, შესაძლოა, 2023 წელს ეკონომიკის ამ დარგში არსებითი ზრდა გვქონდეს. რაკი ეს კავშირშია ნულოვანი გამონაბოლქვის გაზრდასთანაც, მისი ხელშეწყობისთვის მთავრობა უნდა დაეხმაროს მძღოლებს ელექტრომობილებზე გადასვლაში და აიძულოს სხვები, უფრო სწრაფი ინვესტიციები ჩადონ სახელმწიფოს მასშტაბით სატენი სადგურების ინფრასტრუქტურაში.

მწარმოებელთა ინოვაციებმა და ვალდებულებამ წვლილი შეიტანა, ელექტრომობილები, ტრანსპორტის ეს სახეობა, პოპულარობით მეორე გამხდარიყო. თუმცა რაკი ჩვენი ქვეყანა ელექტრომობილების ინდუსტრიაში ლიდერობისკენ მიისწრაფის, ეს მორგებული უნდა იყოს კანონებზე  და ინვესტიციებზე, რომელიც გააქარწყლებს მომხმარებლების ეჭვებს ელექტრომანქანებზე გადასვლასთან მიმართებაში. სატენი სადგურების გამართული ინფრასტრუქტურის არსებობა აქ საკმაოდ დიდ როლს თამაშობს“.

 

სტატიაზე მუშაობდა : ლილიან მეტრეველი და მარიამ სიხარულიძე

წყარო : airqualitynews.com

13 თებერვალი 2023 წელი.


წინა პოსტი
სიცოცხლე ან სიკვდილი: ურბანულ რაიონებში ბალახის წვა ინსულტის შემთხვევების ზრდას უწყობს ხელს.
შემდეგი პოსტი
როგორი გავლენა შეიძლება მოახდინოს ჰაერის ცუდმა ხარისხმა ბავშვის განათლებაზე

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ლონდონის მერი პირობას დებს, რომ ჰაერის გაუმჯობესების მიზნით შესაბამის ზომებს მიიღებს
  • 2024 წელს გერმანია ელექტროენერგიის 62.7%-ს განახლებადი ენერგიის წყაროებიდან იღებდა
  • მავნე ნივთიერებების გამოყოფის მატების შედეგად მცენარეები კარგავენ ნახშირორჟანგის შთანთქმის უნარს
  • მსოფლიო ლიდერები პლასტმასის წარმოებაზე ვერ შეთანხმდნენ, მოლაპარაკებები გაგრძელდება
  • ჩამდინარე წყლებში ბაქტერიებს შეუძლიათ დაშალონ პლასტმასი საკვების მისაღებად
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ოთხშაბათი, 21, მაი
ლონდონის მერი პირობას დებს, რომ ჰაერის გაუმჯობესების მიზნით შესაბამის ზომებს მიიღებს
პარასკევი, 2, მაი
2024 წელს გერმანია ელექტროენერგიის 62.7%-ს განახლებადი ენერგიის წყაროებიდან იღებდა
შაბათი, 5, აპრ
მავნე ნივთიერებების გამოყოფის მატების შედეგად მცენარეები კარგავენ ნახშირორჟანგის შთანთქმის უნარს
ოთხშაბათი, 26, მარ
მსოფლიო ლიდერები პლასტმასის წარმოებაზე ვერ შეთანხმდნენ, მოლაპარაკებები გაგრძელდება
სამშაბათი, 14, იან
ჩამდინარე წყლებში ბაქტერიებს შეუძლიათ დაშალონ პლასტმასი საკვების მისაღებად
ხუთშაბათი, 9, იან
ახალი მიმოხილვა ხაზს უსვამს ჰაერის დაბინძურების გავლენას ბავშვების ტვინზე

Welcome back,