სიცოცხლე ან სიკვდილი: ურბანულ რაიონებში ბალახის წვა ინსულტის შემთხვევების ზრდას უწყობს ხელს.
ყოველ დილით, სამსახურში მიმავალ კონსულტანტი გერიატრ კოლმ ბირნი ნათლად წარმოიდგენს, თუ რამდენად დატვირთული იქნება მისი დღე, დუბლინის ჩრდილოეთით მდებარე საავადმყოფოში, უბრალოდ ჰაერის ჩასუნთქვით.
ბირნი დიდი ხნის განმავლობაში ხედავდა კავშირს, დუბლინში ჰაერის განსაკუთრებულად ცუდბხარისხსა და ინსულტის შემთხვევებს შორის. ამიტომ, ორი წლის წინ, მან და ,,Royal College”-ს ქირურგთა ჯგუფმა დაიწყეს გამოძიება.
ამ ადამიანთა გუნდმა დაათვალიერა მონაცემები იმ პაციენტებისა, რომლებიც ჰოსპიტალიზებული იყვნენ 2013 წლის იანვრიდან 2017 წლის დეკემბრამდე, ინსულტის ან იშემიური შეტევების გამო – რასაც ზოგჯერ უწოდებენ მინი ინსულტს.
ირლანდიაში ყოველწლიურად 10000-ზე მეტი ადამიანი იღებს ინსულტს. მხოლოდ დუბლინში საავადმყოფოები ყოველდღიურად იღებენ ექვს პაციენტს ინსულტით და ოთხს იშემიური შეტევით. რიცხვები უფრო მაღალია ზამთრის ცივ თვეებში.
შემდეგ ,, Royal Collage”-ის ქირურგთა ჯგუფმა შეადგინა ჰაერის ხარისხის ჩანაწერები იმავე თარიღებით, ქალაქის გარშემო არსებული მონიტორინგის სადგურებიდან, რომლებიც ექვემდებარებიან გარემოს დაცვის სააგენტოს (EPA).
გათვალისწინებული იყო ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ტემპერატურა, ტენიანობა, თარიღი და დრო. რაც მათ აღმოაჩინეს, მარტივი და გასაგები იყო: დუბლინში ინსულტის ჰოსპიტალიზაციის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ზრდა განაპირობა ორი დღის განმავლობაში ჰაერის დაბინძურებამ.
,,ჩვენ მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, ინსულტის შემთხვევების დაახლოებით 9 პროცენტით ზრდა, რაც დაკავშირებულია ჰაერის ცუდ ხარისხთან ”- თქვა ბირნმა. „ ეს არის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი. ესაა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მთავარი პრობლემა, რომელიც იგნორირებულია. ”
მისი შენიშვნები ძირითადად ეხება მთავრობის გადაწყვეტილებას, რაც კრძალავდა ბალახის საცალო გაყიდვებს, მაგრამ არა ბალახის მოჭრას მათ მიერ, რომლებსაც აქვთ საკუთარ ტერიტორიაზე ჭრის უფლება.
დამთხვევაა ის, რომ დაახლოებით იმავე დროს, როდესაც RCSI-ის გუნდი (Royal College of Surgeons in Ireland)
ატარებდა კვლევას, NUI Galway-ის ფიზიკის სკოლის მეცნიერთა ჯგუფი იკვლევდა ჰაერის დამაბინძურებლების ქიმიურ შემადგენლობას ირლანდიაში.
შებოლილი ნახშირის 30-წლიანი აკრძალვის მიუხედავად, დუბლინსა და ბირში მყარი საწვავის მიერ ხანძრის საშიშროების მქონე სახლები იყო. Co Offaly – ის ორი ურბანული ცენტრი, ძირფესვიანად განსხვავებული მოსახლეობის მასშტაბით, აღმოჩნდა, რომ მთავარი დამნაშავეები იყვნენ.
ჰაერის დაბინძურებას დუბლინშიც და ბირშიც -სადაც დედაქალაქის მოსახლეობის დაახლოებით 1 პროცენტია – მსგავსი ქიმიური შემადგენლობა ჰქონდა. ბალახი, საშუალოდ, ნახშირბადით დაბინძურების 27-30 პროცენტს იწვევდა, რაც ზოგჯერ 63 პროცენტამდეც იზრდებოდა.
ომიდოქტორი, ბირნის თქმით, დუბლინში შინამეურნეობების მცირე ნაწილია, რაც დიდწილად იწვევს ჰაერის დაბინძურებას.
კვლევის თანახმად, რომელიც გამოქვეყნდა ,,Atmospheric Chemistry”-სა და ,,Physics”-ის ჟურნალში, როგორც დიდ, ასევე პატარა ქალაქებში, ქვანახშირი ნაკლებად აბინძურებდა გარემოს (24 პროცენტი და 17 პროცენტი შესაბამისად), ვიდრე ბალახის წვა.
„ამიტომ, ზამთრის პერიოდში ჰაერის ნაწილაკებით დაბინძურების შესამცირებლად, მყარი საწვავის წვის შედეგად მიღებული პირველადი ნარჩენები, განსაკუთრებით ბალახის წვა, უნდა იყოს პოლიტიკის რეგულაციების მთავარი მიზანი.“ – განაცხადეს მკვლევრებმა.
დოქტორი ბირნის თქმით, დუბლინში შინამეურნეობების მცირე ნაწილია, რომელიც იწვევს ჰაერის მასშტაბურ დაბინძურებას, ცენტრალური სტატისტიკის სამსახური (CSO) ვარაუდობს, რომ ეს დაახლოებით 5 %-ია.
,,ეს შეიძლება ხალხის მცირე ნაწილია, მაგრამ ამას აქვს მნიშვნელოვანი გავლენა საზოგადოების ჯანმრთელობაზე.“ – თქვა დოქტორმა ბირნმა.
ჰაერის მაღალი ხარისხი
ირლანდიაში, ქვეყნის მასშტაბით, წელიწადში 1300 ადამიანი იღუპება ჰაერის დაბინძურების გამო. უნდა მივიღოთ მხედველობაში, რომ ირლანდიის ჰაერის ხარისხი ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში და მსოფლიოში.
მიუხედავად იმისა, რომ ტრანსპორტი დიდ როლს თამაშობს, “უმეტესობა გამოწვეულია მყარი საწვავის წვით.” ამბობს დოქტორი ბირნი.
მაგრამ ბალახის წვა – ისევე როგორც ქვანახშირი და ნედლი ხე – არ იწვევს მხოლოდ ინსულტის მეტ შემთხვევას. გულის დაავადება, რესპირატორული დაავადება, დიაბეტი, დემენცია, პარკინსონის დაავადება და Covid-19-ის მწვავე შედეგები დადასტურებულია, რომ დაკავშირებულია ჰაერის დაბინძურებასთან.
ის ასევე დაკავშირებულია ასთმის გამწვავებასთან. უახლესი ოფიციალური მონაცემები აჩვენებს, რომ 2018 წელს ირლანდიაში 88 ადამიანი გარდაიცვალა ასთმის შეტევით. ასევე ამ მდგომარეობას საშინელი გავლენა აქვს მრავალ დაზარალებულზე.
ირლანდიის ასთმის საზოგადოების მონაცემებით, ამჟამად 380 000 ადამიანია დაავადებული.
,,ეს არის მოსახლეობის უზარმაზარი ნაწილი.“ – ამბობს ეილის ნი ჩაინია, საზოგადოების კვლევის მენეჯერი. ”რამდენიმე წლის წინ ჩვენ ვიყავით მეოთხე ადგილზე ჰაერის დაბინძურების რეიტინგში. ჩვენ ძალიან მაღალი დონე გვაქვს საერთაშორისო მასშტაბით“.
შედეგი არის ყოველწლიურად 8000 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია, ყოველ ექვს დღეში ერთი ადამიანი იღუპება.
,,კორელაცია ჰაერის ცუდ ხარისხსა და ასთმის გაუარესებას შორის უდავოა.” ამბობს ნი ჩაითნია.
დაზარალებულები, რომლებიც აცხადებენ, რომ უწევთ ქალაქების დატოვება ჰაერის დაბინძურების გამო, რათა ივარჯიშონ.
ისინი აცხადებენ, რომ გაიზარდა ხველა, ხიხინი და სუნთქვის გაძნელება. ეს ძალიან საყურადღებოა.
შემაშფოთებელია ასევე ის, რომ მიუხედავად მემკვიდრეობითი კავშირის კლინიკურად დაუდგენლობისა, ის ოჯახებში ვლინდება. თუ რატომ ხდება ეს, ამაზე პასუხი არავის აქვს. მაგრამ ჩვენ გამუდმებით გვესმის ასთმის მქონე დედების პირადი ჩვენებები, რომლებსაც თავიანთი მცირეწლოვანი შვილები სასეირნოდ გამოჰყავდათ ეტლით, ისინი ნათლად აცნობიერებენ, რომ მათ ირგვლივ ჰაერი დაბინძურებულია და მტკივნეულად აცნობიერებენ პოტენციურ გავლენას შვილებზე. ზოგს უჭირს დაძინება. ეს მშობლებისთვის შემაშფოთებელია. არსებული მდგომარეობა ყველას უნდა გვაწუხებდეს.
ირლანდიაში ყოველ მეხუთე ბავშვს ასთმა აქვს. გარკვეულ ეტაპზე, საზოგადოებამ დაადგინა, რომ სახელმწიფოს ეკონომიკური ხარჯები მდგომარეობის მაღალი მაჩვენებლების გამო – ყოველწლიურად 472 მილიონი ევროა.
,,ასთმით დაავადებულები დიდი ხანია ელოდნენ ბალახის, ხის და ნახშირის წვის შეჩერებას.” ამბობს ნი ჩაინია.
,,ყოველწლიურად უფრო მეტ ადამიანს უვითარდება ქრონიკული დაავადებები და იღუპება მყარი საწვავის დაწვის შედეგად. აღარ შეგვიძლია ლოდინი. საზოგადოებრივი ჯანდაცვა პრიორიტეტი უნდა იყოს.”
საზოგადოება აღიარებს, რომ მას არ აქვს არგუმენტები ნავთობისა და გაზის ხარჯების გაზრდის დროს საწვავის სიღარიბის გამწვავების აკრძალვის შესახებ. ეს მიუთითებს ასთმის უფრო მაღალ გავრცელებაზე დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებში.
,,ჩვენ არ შეგვიძლია გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა გამოსავლის საპოვნელად, ეს არის მთავრობის გადასაწყვეტი.“ – ამბობს ნი ჩაინია.
ირლანდიის სოფლად მცხოვრებმა ხალხმა განიცადა ბევრი ცვლილება და ისინი გულწრფელად შეშფოთებულნი არიან ირლანდიის სოფლების გაქრობით და ბალახის წვის აკრძალვა არის ერთ-ერთი რამ, რასაც ხალხი ამის მიზეზად მიიჩნევს.
,,ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ ადამიანები დარჩნენ რაც შეიძლება ჯანსაღ ადგილას, დავიცვათ ისინი დაბინძურებისგან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ასთმა, რომელიც შეიძლება იყოს ფატალური.
ნი ჩაინია სკეპტიკურად უყურებს მთავრობის გადაწყვეტილებას, გაათავისუფლოს 500-ზე ნაკლები ადამიანი აკრძალვის სასჯელისგან.
,,უკვე არსებობს ნახშირის წვის აკრძალვის მიდგომა. მაგრამ ძალიან რთულია მისი აღსრულება. ნებისმიერს შეუძლია ჩაჯდეს მანქანაში და წავიდეს სხვა ქალაქში, სადაც ნებადართულია დამწვარი ნახშირის გაყიდვა და სახლში მიტანა. ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ იგივე პრობლემა ბალახის წვასთან დაკავშირებით. ”
,,ნებისმიერი აკრძალვა მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა ვრცელდებოდე.” ამბობს ნი ჩაინია
გარემოს დაცვის მინისტრად ყოფნის დროს, რიჩარდ ბრუტონმა წამოაყენა კომერციული აქტორების მიმართ ,,სამართლებრივი ქმედების მუქარა“ იმის გამო, რომ არ დაემორჩილა 1990 წელს ნახშირის წვის აკრძალვას.
Irish Times-მა ნახა სამი ნახშირის იმპორტიორის იურიდიული მიმოწერა – Enerco, Hayes Fuels და LCC (ეს უკანასკნელი ორი დაფუძნებულია ჩრდილოეთში) – აპროტესტებდა “ყველაზე მტკიცე ტერმინებით” დამწვარ ნახშირზე არსებულ აკრძალვას.
მთავრობამ ადრე აღიარა, რომ ნაწილობრივი აკრძალვა არის „არაკანონიერი იმდენად, რამდენადაც იგი არ ვრცელდება საწვავის პროდუქტებზე, რომლებიც ხელს უწყობენ ჰაერის დაბინძურებას ანალოგიური (და ზოგიერთ შემთხვევაში უფრო დიდი) რაოდენობით”.
მყარი საწვავის აკრძალვა „და არა სხვა საწვავის პროდუქტის, რომელიც უფრო მეტ დამაბინძურებელს წარმოადგენს (ანუ ნედლი ბალახი და ხე) სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ირლანდიისა და ევროკავშირის კანონმდებლობით და შეიძლება გაუქმდეს სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში.“ ამტკიცებენ იმპორტიორები.
„არსებული აკრძალვის ნებისმიერი გაფართოება, რომელიც არ არის პროდუქტის მიმართ ნეიტრალური, დაექვემდებარება იმავე სერიოზულ შეშფოთებას და გამოწვევის რისკს“.
გაფართოებული აკრძალვა “გამართლებულია”
იმპორტიორებს მოჰყავთ EPA კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა 2020 წლის ივნისში და ცნობილია როგორც Sapphire ანგარიში (Source Apportionment of Particulate Matter in Urban and Rural Residential Areas of Ireland), რომელმაც ამხილა „სახლის გასათბობად ბალახის დაწვის შემთხვევები, ქალაქ კილარნიში, ენისკორტიში და სხვა ქალაქებში. ბირში იყო ჰაერის დაბინძურების ყველაზე დიდი მაჩვენებელი.“.
კვლევის თანახმად, ქვანახშირი, სამივე მყარ საწვავთან შედარებით, ყველაზე ნაკლებად აბინძურებდა.
მთავრობის რჩევით, იმპორტიორებმა მას სთხოვეს „რეფორმირება“ არსებული აკრძალვისა, რათა მოეცვა ყველა მყარი საწვავი, რომ გავრცელდეს ის, ამ ეტაპზე, ქვეყნის 12 ქალაქში.
საპასუხოდ, გარემოს დაცვის დეპარტამენტმა თქვა, რომ გაფართოებული აკრძალვა “სრულიად გამართლებულია და პროპორციულია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და სიცოცხლის გადარჩენის მიზნით”.
მტკიცებულებები აჩვენებს, რომ ,,შემოთავაზებული გაფართოებული აკრძალვა გადაარჩენს სიცოცხლეს შესაბამის ქალაქებში.“ – აცხადებს ოფიციალური პირი, სანამ უარყოფს წინადადებას, რომ მთავრობამ აღიარა არსებული აკრძალვა „არაკანონიერად“.
მართლაც, ეს აკრძალვა იყო „უდაოდ ძალიან ეფექტური“ და მხოლოდ დუბლინში მოჰყვა წელიწადში დაახლოებით 350-ით ნაკლები სიკვდილიანობის შემთხვევა, ასევე „გულ-სისხლძარღვთა. ცერებროვასკულარული და რესპირატორული სიკვდილიანობის შემცირება ზოგად პოპულაციაში“.
მთავრობამ განაცხადა, რომ Sapphire-ის კვლევა „აფართოვებს ჩვენს ცოდნას“ სხვა მყარი საწვავის შესახებ და გვაცნობებს მომავალ გადაწყვეტილებებს.
„არავის უყვარს ცვლილებები. მაგრამ ეს არის ცვლილება, რაც უნდა განხორციელდეს, რადგან ჰაერის დაბინძურება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემაა“
დოქტორი ბირნი თვლის, რომ „პოპულიზმისა და კულტურული ასოციაციის ელემენტი“ იწვევს ხმამაღალი ოპონენტების თავშეკავებას გაფართოებულ აკრძალვაზე.
,,არავის უყვარს ცვლილებები.“ – ამბობს ის. „მაგრამ ეს არის ცვლილება, რაც უნდა მოხდეს. ჰაერის დაბინძურება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემაა. ბიომრავალფეროვნების კრიზისის, ჭაობების თხრის, კლიმატის ცვლილების ეფექტის გამოტოვება, ეს არის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საკითხი.”
ბალახის დაწვის დაშვების გაგრძელება, არ გამოიწვევს ხალხის სახლების გაუმჯობესებას ან საწვავის ხარისხის გაუმჯობესებას. ჩვენ უნდა მივიღოთ ზომები, რომლებიც გააუმჯობესებს ჰაერისა და საწვავის ხარისხს, ასევე მოსპობს დაბალხარიახიანი საწვავის პრობლემას.
„ერთ დროს ასევე იყო კულტურული მიჯაჭვულობა დახურულ ოთახში მოწევაზე. ეს აკრძალვა შემოიღეს და მას მნიშვნელოვანი სარგებელი მოჰყვა საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე. ჩვენ უნდა ვაიძულოთ ჩვენი თავი, ვიყოთ გაბედულები და გავუმკლავდეთ პრობლემებს”
სტატიაზე მუშაობდა : ელენე ტაბუცაძე
წყარო : www.irishtimes.com
12 თებერვალი 2023 წელი