GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება ტროპიკულ ტყეებში

Homepage შემეცნებითი ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება ტროპიკულ ტყეებში
შემეცნებითი

ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება ტროპიკულ ტყეებში

მარტი 4, 2024
By GREENPOLE
0 კომენტარი
900 ნახვა
ნახვები : 94
  • ტროპიკული ტყეების ეკოსისტემები ერთ ბილიონზე მეტ ადამიანს არსებობისთვის საჭირო რესურსებს აწვდის.
  • გარემოს დაცვის ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულმა ანგარიშმა აჩვენა, რომ ტყეების გაჩეხვის მაჩვენებელი გასულ წელს 4%-ით გაიზარდა.
  • კონგოს რესპუბლიკამ, ევროკავშირთან ერთად, ხელი მოაწერა თანამშრომლობის გეგმას, რომლის მიხედვითაც 2030 წლისთვის აღდგენილი და დაცული ტყეების რიცხვი გაიზრდება და გაძლიერდება მდგრადი მენეჯმენტი.

ხმელეთზე არსებული ბიომრავალფეროვნების 1/3 ნაწილი და ტროპიკული ტყეების 80% სამი მთავარი ტროპიკული ტყის აუზში მდებარეობს. ესენია: კონგო, ამაზონი და წყნარ ოკეანესთან არსებული აზიის ტერიტორია. როგორც ბუნების მსოფლიო ფონდის პრესრილიზში ითქვა, ამ ტროპიკული ტყეების ეკოსისტემები ერთ ბილიონზე მეტ ადამიანს არსებობისთვის საჭირო რესურსებს აწვდის. გასულ კვირას ხელისუფლების წარმომადგენლები კონგოს რესპუბლიკის ქალაქ ბრაზავილში სამი აუზის სამიტზე შეხვდნენ ერთმანეთს, რათა განეხილათ, როგორ უნდა წარიმართოს თანამშრომლობა ტყეების გაჩეხვის შესაწყვეტად. მიუხედავად იმისა, რომ სამი აუზის ქვეყნები შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე, როგორც ბუნების დაცვის ფონდი იუწყება, მათ შორის ოფიციალური ალიანსი არ შემდგარა.

„ტროპიკული ტყეები გამოირჩევა ბიომრავალფეროვნობის სიუხვით, ასევე მდიდარია ეკონომიკური და კულტურული თვალსაზრისით მსოფლიოს მოსახლეობისთვის. თუმცა, ისინი გაჩეხვის და განადგურების საფრთხის წინაშე დგანან“ — ამბობს ფრან პრაისი, ბუნების მსოფლიო ფონდის გლობალური ტყეების ლიდერი, — „სამი აუზის სამიტი ეფექტური აღმოჩნდა ტყეების მომავლისა და გამოსავლების შესახებ დისკუსიის დასაწყებად, თუმცა იმედგაცრუებულები ვართ, რომ შეთანხმება სამი აუზის ალიანსის ფორმირებით არ დასრულდა“.

სამიტს, რომელიც შაბათს დასრულდა, კონგოს რესპუბლიკამ უმასპინძლა. მას დაესწრო სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია, ფინანსური სექტორის წარმომადგენლები, ტექნიკური ექსპერტები, პრეზიდენტები და სხვა ხელისუფლების წარმომადგენლები —იუწყება როიტერსი.

„ჩვენ გავაანალიზეთ, რომ ძალების მობილიზაცია უდავოდ აუცილებელია და სამი აუზის გაერთიანება დინამიკის გარდაუვალი ნაწილია“ — თქვა არლეტ სუდან-ნონომ, კონგოს რესპუბლიკის გარემოს დაცვის მინისტრმა.

გარემოსდაცვის ორგანიზაციების ჯგუფების მიერ გამოქვეყნებულმა ანგარიშმა აჩვენა, რომ ტყეების გაჩეხვის მაჩვენებელი გასულ წელს ოთხი პროცენტით გაიზარდა, რაც შორს არის გამოხატული ენთუზიასმისაგან, რომ 2030 წელს შეწყდება ტყეების განადგურება, აღდგება განადგურებული ტყეების მილიონი ჰექტარი ნაწილი და ხმელეთის ეკოსისტემა. სამიტზე პოლიტიკოსებმა და ექსპერტებმა ისაუბრეს პრიორიტეტებსა და დაფინანსების შესაძლებლობებზე განვითარებადი ქვეყნების ეკოსისტემის შესანარჩუნებლად გაეროს COP28-ის კლიმატის მოლაპარაკებებამდე, რომელიც შემდეგ თვეში დუბაიში შედგება.

სამიტზე გამოხატული ენთუზიაზმი სტიმულს გვაძლევს. სამი აუზის მთავრობებმა განახლებული ძალებით უნდა იმოქმედონ ტყეების აღსადგენად, სამეცნიერო და ტექნიკური თანამშრომლობის გასაძლიერებლად, შეაჩერონ ბიომრავალფეროვნების განადგურების პროცესი და მიიღონ ზომები კლიმატის კრიზისთან გასამკლავებლად. ეს ტყეები არსებობისთვის მნიშვნელოვანია. ამასთან, ისინი ათობით მილიონი ძირძველი მოსახლეობსთვისა და ადგილობრივი საზოგადოებისთვის კულტურული იდენტობის ნაწილია. სამი აუზის ქვეყნების ლიდერებს აკისრიათ მთავარი როლი, რომ ჩვენი პლანეტა სიცოცხლისუნარიანი იყოს მომავალი თაობებისთვის.

კონგოს რესპუბლიკამ, ევროკავშირთან ერთად, ხელი მოაწერა თანამშრომლობის გეგმას, რომლის მიხედვითაც 2030 წლისთვის აღდგენილი და დაცული ტყეების რიცხვი გაიზრდება და გაძლიერდება მდგრადი მენეჯმენტი. ინდონეზიის პაპუას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორმა იუსტინა ლინა დინა ვამბრაუმ თქვა, რომ მნიშვნელოვანია ძირძველ მოსახლეობასთან კოლაბორაცია და მათი ჩართულობა რეგიონის ტროპიკული ტყეების შესანარჩუნებლად. „სამი აუზის ტროპიკული ტყეების ეკოსისტემების დაცვა წარმატებული იქნება, თუ ძირძველ მოსახლეობას და ადგილობრივ საზოგადოებას ჩავრთავთ პროცესში მთავარ აქტორებად. ტყეს ბევრი ძირძველი ადამიანისთვის წმინდა სახლის სიმბოლური დატვირთვა აქვს. ისინი ახერხებენ ცხოვრებას თაობიდან თაობამდე, ისე, რომ ტყეების მდგრად შენარჩუნებას ხელს არ უშლიან. მათთვის ტყე და თემი გადაჯაჭვულია ერთმანეთთან, ამიტომაც, ამ ხალხების გადარჩენა პირდაპირ დამოკიდებულია ტყეების სიცოცხლისუნარიანობაზე, ტროპიკული ტყეების მთლიან საფარზე და იმ საკვების და მედიკამენტების ხელმისაწვდომობაზე, რისი მიღებაც ამ ტყეებიდან არის შესაძლებელი“ — თქვა ვამბრაუმ პრესრილიზში.

სტატიაზე მუშაობდა: ნაზი ირემაშვილი, მარიამ ტვილდიანი

წყარო: Ecowatch.com

4 მარტი 2024 წელი


წინა პოსტი
რუსთავში ავტომობილი გასართობ ცენტში შევარდა [video]
შემდეგი პოსტი
ბალახისმჭამელები მრავალფეროვნების განვითარებას უწყობენ ხელს

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,