GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ბეტონის ჭრისა და დანაწევრების საფრთხეები

Homepage შემეცნებითი ბეტონის ჭრისა და დანაწევრების საფრთხეები
შემეცნებითი

ბეტონის ჭრისა და დანაწევრების საფრთხეები

დეკემბერი 13, 2020
By GREENPOLE
0 კომენტარი
1294 ნახვა
ნახვები : 325

ბეტონის ჭრა და დამუშავება სამშენებლო ინდუსტრიაში ძალიან მტვრიანი საქმეა, ორივე სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებს მშენებლების ჯანმრთელობას. სამშენებლო ბლოკები, აგურები და ბეტონის ფილები შეიცავენ კვარცის ქვიშის კონცენტრირებულ რაოდენობას. როდესაც ეს მასალა მშრალად იჭრება, მომუშავეთა სასუნთქ გზებში კვარციანი მტვერი ხვდება. ამ საშიშ მტვერთან ხშირმა კონტაქტმა შეიძლება სილიკოზი გამოიწვიოს, ფილტვის მომაკვდინებელი, უკურნებელი დაავადება. მშენებლობაზე მომუშავეთაგან, ყოველწლიურად, დაახლოებით, 250 ადამიანი კვარციანი მტვრის სუნთქვის გამო იღუპება.

მშენებლებსა და მუშებს, განსხვავებული საქმეების მიხედვით, სხვადასხვა სიხშირით უწევთ კვარციანი მტვრის სუნთქვა. მაგალითად, მშენებლებისთვის ნაკლებია საფრთხე, როდესაც ისინი სველ სამუშაოს ასრულებენ – ბლოკებითა და კირხსნარით კედლის ამოყვანას ან ბეტონის სველ ჭრას.

მეორე მხრივ, როდესაც მშენებელი მშრალად ჭრის ბეტონის ბლოკებსა და ფილებს, მის მიერ ჩასუნთქული საშიში მტვერი 10-ჯერ აღემატება OSHA-ს (აშშ-ს სამუშაო უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის ადმინისტრაცია) მიერ დადგენილ დასაშვებ ნორმას. საქმეები, რომლებიც მშრალ ჭრას მოითხოვს, ათ (ან მეტ) წელიწადში, დასაქმებულებში ფილტვის დაავადების განვითარების ალბათობას ზრდის.

მართალია, მშრალი ჭრა ფილტვების დაავადებების გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს, მშენებლების ჯანმრთელობისთვის ყველაზე საშიში საქმე მაინც აგურებიდან და ბეტონის კონსტრუქციებიდან კირის ჩამოფშვნაა. ამ ტიპის სამუშაოს შესრულებისას ჩასუნთქული საშიში მტვერი შეიძლება 50-ჯერაც აღემატებოდეს OSHA-ს დადგენილ დასაშვებ ნორმას და   ფილტვების დაავადებების განვითარება გამოიწვიოს რამდენიმე თვიდან 10 წლის განმავლობაში.

მუშაობის წესები კვარციანი მტვრის წარმოქმნის გასაკონტროლებლად

კვარციანი მტვრისგან მშენებელთა დაცვა შეიძლება, თუკი მუშაობა გარკვეული წესებით წარიმართება. ბეტონის ჭრისა და დაშლისას, მტვრის დაგროვების თავიდან ასაცილებლად, არსებობს შემდეგი მეთოდები:

  • სველი ჭრა (წყლის შეფრქვევა) – ეს ტექნიკა შესაძლებელს ხდის, თავიდან ავიცილოთ კვარცის მტვრის ჰაერში გაფრქვევა, რაც ბეტონის ჭრა-დაშლისას მტვრის კონტროლის ყველაზე ეფექტური გზა არის. საჭრელი იარაღები უნდა უერთდებოდეს სველი ჭრის აპარატს; ალტერნატიული მეთოდია წყლის ავზის გამოყენება. მშენებლებს, ადგილზე მისვლამდე უნდა ჰქონდეთ შედგენილი გეგმა, რითაც გათვალისწინებული იქნება სველი ჭრისთვის აუცილებელი რესურსები.
  • HEPA – მტვერსასრუტი და გამწოვი სისტემები – როდესაც მტვრის წყაროს კონტროლი ვერ ხერხდება, ინდუსტრიული მტვერსასრუტები და სავენტილაციო სისტემები ძალიან პრაქტიკულია. ამ სისტემებს შეუძლიათ, შეიწოვონ მტვერი და სამუშაო ადგილის გასაწმენდ გამოიყენონ. მოწყობილობები მაღალეფექტური ნაწილაკოვანი ფილტრით (High-efficiency particular air – HEPA) უნდა იყოს აღჭურვილი, რაც დაგროვილ მტვერს, აპარატიდან გაფანტვის საშუალებას არ მისცემს.
  • ტრენინგები/სწავლება – დასაქმებულებმა კვარციანი მტვრის საფრთხე ძირეულად უნდა შეისწავლონ. ტრენინგი უნდა მოიცავდეს პრევენციისა და კონტროლის მეთოდებს, სასუნთქი გზების დამცავი აღჭურვილობის გამოყენებასა და სამუშაოს დასრულების შემდგომ დასუფთავების მეთოდების შესწავლას.

ღია, დახურული და შემოზღუდული სივრცეები: ნახევარი სახისა და სრული ნიღბები

სამუშაო ადგილის მიხედვით, მშენებლობაზე დასაქმებულებს მოეთხოვებათ, დამცავი რესპირატორული აღჭურვილობის (დრა) ტარება, თუკი მტვრის პრევენციისა და კონტროლის მექანიზმები საკმარისად ეფექტური არაა. ნიღბები გამოყენებამდე უნდა გამოიცადოს, რათა გარანტირებულ იქნეს მათი უსაფრთხო და მართებული გამოყენება. ქვემოთ ჩამოთვლილია ნიღბის სამი ძირითადი ტიპი, რომელთა გამოყენებაც შეიძლება სხვადასხვა სამუშაო ადგილზე:

  • მტვრის ერთჯერადი ნიღბები – შეიძლება გამოვიყენოთ ისეთ ადგილას, სადაც მტვერი OSHA-ს დადგენილ დასაშვებ ნორმას, მაქსიმუმ, 5-ჯერ აღემატება. ამ ნიღბებს იყენებენ მშენებლები, რომლებიც ეზიდებიან ტვირთს, აგებენ ხარაჩოს ან აკეთებენ კირხსნარს. ეს ნიღბები უნდა იყოს NIOSH -ის (სამუშაო უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტი აშშ-ში) მიერ ნებადართული, რომ უსაფრთხოდ და ეფექტურად ჩაითვალოს. უმეტესად გამოიყენებენ ღია სივრცეებში, სადაც მტვრით დაბინძურება შედარებით მცირეა.
  • მტვრის ნახევარი სახის ნიღბები – ნახევარი სახის ნიღბის გამოყენება შეიძლება იქ, სადაც საშიში მტვერი OSHA-ს დადგენილ დასაშვებ ნორმას, მაქსიმუმ, 10-ჯერ აღემატება. მას უნდა ჰქონდეს მტვრის ფილტრი, რომელიც რეგულარულად გაიწმინდება. როგორც წესი, ასეთ ნიღბებს იყენებენ ღია სივრცეებში, ასევე, დახურულ სივრცეშიც, შესასრულებელი ზოგიერთი სამუშაოსათვის.
  • მტვრის მთლიანი სახის ნიღაბი – სახის მთლიანი ნიღბები მუშას იცავს OSHA-ს დადგენილ ნორმაზე 50-ჯერ მაღალი დაბინძურების შემთხვევაში. ასეთი ნიღბები მოითხოვება იმ შემთხვევაში, თუკი მშენებელმა კირი უნდა დაფშვნას. როგორც წესი, ისინი გამოიყენება დახურულ და შემოზღუდულ სივრცეებში, სადაც მტვერი სწრაფად გროვდება.

სტატიაზე იმუშავა : ნიკა ცქიტიშვილი – ანა კუხაშვილი

 


წინა პოსტი
გერმანიაში გარემოს დაცვითმა ორგანიზაციებმა და მწვანე პოლიტიკოსებმა ხანგრძლივი ვადით მოითხოვეს ფოიერვერკისა და მაშხალების აკრძალვა ახალი წლის ღამეს.
შემდეგი პოსტი
საქართველოში ქურციკების რაოდენობა 150-მდე გაიზარდა

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,