გერმანიაში გარემოს დაცვითმა ორგანიზაციებმა და მწვანე პოლიტიკოსებმა ხანგრძლივი ვადით მოითხოვეს ფოიერვერკისა და მაშხალების აკრძალვა ახალი წლის ღამეს.
გერმანიაში გარემოს დაცვითმა ორგანიზაციებმა და მწვანე პოლიტიკოსებმა ხანგრძლივი ვადით მოითხოვეს ფოიერვერკისა და მაშხალების აკრძალვა ახალი წლის ღამეს. კორონავირუსის გავრცელების გამო, მათ ახლა უფრო ძლიერი არგუმენტი აქვთ მოთხოვნის გასამყარებლად.
ბერლინი, 19 ნოემბერი, 2020 (The Berlin Spectator) – არასამთავრობო ორგანიზაცია Environmental Action Germany-ი (DUH) მოითხოვს აიკრძალოს კერძო მოხმარების ფოიერვერკებისა და ხმაურიანი მაშხალების გამოყენება ახალი წლის ღამეს. ორგანიზაციის წარმომადგენლები წლებია აცხადებენ, რომ თავიდან უნდა ავიცილოთ ნებისმიერი სახის ზედმეტი ჰაერის დაბინძურება და შესაბამისად სასუნთქი გზების დაავადებები. DUH-ის თანახმად, მავნე ნაწილაკებით ჰაერის დაბინძურებას კიდევ უფრო დიდი უარყოფითი შედეგები ექნება ამ წელს, რადგან კორონავირუსი სწორედ სასუნთქ ორგანოებს აყენებს ყველაზე მეტ ზიანს.
საკმარისზე მეტი
როგორც ირკვევა, მხოლოდ DUH-ის არ აქვს ეს მოთხოვნები. აკრძალვას ასევე ემხრობიან ბერლინის მწვანეები. ბერლინის პარლამენტში მათი პარტიის ლიდერი, ანთიე კაპეკი აცხადებს, რომ გერმანიის დედაქალაქში სავადმყოფოებს უკვე მოუწიათ კოვიდ-19-თან გამკლავება, რაც საკმარისზე მეტი იყო.
ბერლინის მწვანეები წლებია რაც საუბრობენ აკრძალვის გარემოსდაცვით მიზეზებზე. კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად, მათ სიას კიდევ ერთი მიზეზი დაემატა. ისინი აცხადებენ, რომ ბერლინმა უნდა მიბაძოს ჰოლანდიას. გასულ კვირას, ჰოლანდიის პრემიერ მინისტრმა, მარკ რუტემ განაცხადა ამ წელს ფოიერვერკებისა და მაშხალების სრული აკრძალვის შესახებ. მისი თქმით, ეს არის „მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი საავადმყოფოების შრომის შესამსუბუქებლად, სამედიცინო პერსონალის დასაცავად და კორონავირუსის ინფექციის გავრცელების შესაჩერებლად.“
გართობის შეზღუდვა
რუტე ასევე შეეხო იმ ფაქტს, რომ ფოიერვერკი იწვევს არა მხოლოდ დაზიანებებს, არამედ ის საახალწლო წვეულების მოწყობის ერთგვარი სტიმულატორია. კორონავირუსის ინფექციის გავრცელების შესამცირებლად კი საჭიროა თავიდან ავიცილოთ რაც შეიძლება მეტი წვეულება. გერმანიაში ბევრი ადამიანი ემხრობა ამ გადაწყვეტილებას, თუმცა ასევე არიან მოწინააღმდეგეებიც. სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა, ფრენკ ზიმერმანმა ‘Tagesspiegel’-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ეჭვობს, ხომ არ იქნება ეს აკრძალვა გადაჭარბებული რეაქცია, რადგან შეიზღუდება გართობა.
კორონავირუსის გავრცელების დაწყებამდე რამდენიმე გერმულ ქალაქში, გარკვეულ ადგილებში აიკრძალა ფოიერვერკისა და მაშხალების გამოყენება. ერთი წლის შემდეგ კი მათ რიცხვს კიდევ ორი ქალაქი დაემატა. მიუხედავად იმისა, რომ ფოიერვერკითა და მაშხალებით სადღესასწაულო განათება ათწლეულების განმავლობაში გერმანულ ტრადიციას წარმოადგენდა, გარკვეული ქალაქების ცენტრებში აიკრძალა პიროტექნიკის გამოყენება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ეს აკრძალვა ყოველთვის მოქმედებდა საავადმყოფოების, მოხუცებულთა და ბავშვთა თავშესაფრების, ეკლესიებისა და ჩალით გადახურული სახლების სიახლოვეს.
ფოიერვერკების დიდი ინდუსტრია
გერმანული პიროტექნიკის ინდუსტრია საკმაოდ დიდია. ფოერვერკები და მაშხალები მთელი წლის განმავლობაში იწარმოება კერძო მოხმარებისთვის, მაგრამ კანონის თანახმად, მათი გაყიდვა მხოლოდ 29-დან 31 დეკემბრამდეა ნებადართული. შეზღუდვების მიუხედავად, გერმანელები წელიწადში დაახლოებით 130 მილიონ ევროს (144 მილიონი აშშ დოლარი ან 116 მილიონი ფუნტი სტერლინგი) ხარჯავენ მაშხალებსა და მსგავს ნივთებზე. 2019 წელს დანახარჯი შედარებით ნაკლები იყო.
პირადი მოხარებისთვის არსებობს სხვადასხვა სახეობის მაშხალები. პირველი კლასის პროდუქტების გამოყენება, როგორებიცაა მაგიდის მაშხალები და ბაძგის გვირგვინები, ნებადართულია 12 წლიდან, ხოლო მეორე კლასის სასროლი მაშხალების გამოყენება – მხოლოდ 18 წლიდან. მიუხედავად იმისა, რომ ეს წესები დიდი ხანია მოქმედებს, პრობლემები კვლავ იჩენს ხოლმე თავს.
ფოიერვერკებსა და სასროლ მაშხალებთან დაკავშირებული პრობლემები:
- ისინი აშინებენ ადამიანებსა და ცხოველებს, მათ შორის ძაღლებს.
- მაშხალების გამოყენება იწვევს ადამიანთა ჯანმრთელობის მწვავე დაზიანებებს და ხანძარს შენობებში.
- მსგავს პროდუქტებს ხშირად გამოიყენებენ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები, რომელთაც არაფერი ადარდებთ.
- ბოლო დროს უფრო და უფრო მეტი ფეხით მოსიარულე ადამიანი, პოლიციელი და მაშველები შავდებიან მაშხალებით.
- მაშხალების დიდი რაოდენობით ბინძურდება ქუჩები.
- მსგავსი პროდუქტები ასევე აბინძურებს ჰაერს. ჩვეულებისამებრ ახალი წლის ღამეს მავნე ნაწილაკებით დაბინძურების რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება.
ბერლინში ახლახანს დაწესდა სასროლი მაშხალების აკრძალვის არეალი Alexanderplatz-ის ჩრდილოეთ ნაწილში და Pallasstrasse-ის მიმდებარედ. ამ ახალი შეზღუდვების ამოქმედებამდე, მსგავსი მაშხალებისგან თავისუფალი ზონები არსებობდა Strasse des 17 Juni-სა და Pariser Platz-ის ტერიტორიებზე. წესების დარღვევას ბერლინი ჯარიმებით პასუხობს. კვირის დასაწყისში ბერლინის სენატის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ წლევანდელ წესებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ორ კვირაში მიიღებენ.
სასროლი მაშხალების აკრძალვის აღსრულება
გასული წლების პრაქტიკამ აჩვენა, რომ ფოიერვერკის აკრძალვის აღსრულება საკმაოდ რთულია, რადგან ბევრი პოლიციელის ჩართულობაა საჭირო. თუმცა, დიდი ქალაქებში სხვადასხვა მიზეზის გამო კვლავ მოქმედებს აკრძალვები. მაგალითად, ჰამბურგში გარემოსდაცვითი ხელისუფლება ეწინააღმდეგენა ფოიერვერკების გამოყენებას, თუმცა პასუხისმგებელი ორგანოები აცხადებენ, რომ მხოლოდ ჰაერის დაბინძურების ასპექტი არ ამართლებს აკრძალვებს. მეორე მხრივ კი, ასევე სახეზეა ქუჩების დაბინძურება.
ჰამბურგს უკვე აქვს სასროლი მაშხალების აკრძალული ზონა ‘Jungfernstieg’-ის მიმდებარედ, ‘Binnennalster’ ტბის გარშემო და Elbe-ს მდინარის გაყოლებაზე. ამ ტერიტორიებზე აკრძალვების საჭიროება არც ჰაერის დაბინძურებასა და არც ნარჩენებით დაგავიანებას უკავშირდება, არამედ ადამიანთა ჯანმრთელობის დაზიანებებს, რომლებიც მრავლად იყო წარსულში ახალი წლის ღამეს.
საფრთხეების უგულებელყოფა
ამ ყველაფერთან ერთად, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ფოიერვერკები საზიანოა ჯანმრთელობისთვის. მათ შეიძლება დააზიანონ ადამიანთა სასუნთქი გზები და სმენის ორგანოები. თუმცა, ხმაურიანი მაშხალების მოყვარულები ხშირად უგულებელყოფენ მსგავს საფრთხეებსა და ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებს, განსაკუთრებით კი ახალი წლის ღამეს, როდესაც არაფხიზელ მდგომარეობაში არიან. კორონავირუსის გავრცელების პარალელურად კი მეტ მნიშვნელობას იძენს მსგავსი აკრძალვები.
გერმანიის პოლიციის გაერთიანების ხელმძღვანელი, რეინერ ვენტი ‘Bild’-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ ფოიერვერკის გამოყენებას ჩვეულებისამებრ მოსდევს ადამიანთა ჯგუფებში ალკოჰოლის მოხმარება და წვეულებათა გამართვა. მისი თქმით ამ წელს საჭიროა აკრძალვები.
სტატიაზე იმუშავა : ანი ჩუბინიძე – სალომე აბუაშვილი
წყარო : https://berlinspectator.com