GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ავტომობილის ხილული გამონაბოლქვის შემოწმება ახალ ზელანდიაში ჯერ კიდევ 2006 წელს დაიწყო

Homepage მსოფლიო ავტომობილის ხილული გამონაბოლქვის შემოწმება ახალ ზელანდიაში ჯერ კიდევ 2006 წელს დაიწყო
შემეცნებითი, მსოფლიო

ავტომობილის ხილული გამონაბოლქვის შემოწმება ახალ ზელანდიაში ჯერ კიდევ 2006 წელს დაიწყო

მარტი 23, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
945 ნახვა
ნახვები : 638
  • 2006 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული ახალ ზელანდიაში ავტომობილები ტექდათვალიერების გავლის დროს ხილულ გამონაბოლქვზე მოწმდებიან.
  • ახალი ზელანდიის ნახშირორჟანგის ემისიების 40 პროცენტს ავტომობილები წარმოქმნის. ავტოპარკის უდიდეს ნაწილს კი კერძო ავტომობილები შეადგენს.
  • გაუმართავი ავტომობილები 10-ჯერ უფრო მეტად აბინძურებს გარემოს, ვიდრე გამართული ავტომობილები.

 

2006 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული ახალ ზელანდიაში ავტომობილები ტექდათვალიერების გავლის დროს ხილულ გამონაბოლქვზე მოწმდებიან. იმისთვის, რომ დადგინდეს, გამოყოფს თუ არა ავტომობილი ხილულ გამონაბოლქვს, შემდეგ წესს იყენებდნენ – თუ მანქანას 5 ან მეტი წამის განმავლობაში ხილული გამონაბოლქვი აქვს მაღალ დატვირთვაზე მუშაობის დროს (2500 ბრუნი წამში), იგი დახარვეზდება.

ეს ცვლილება სამთავრობო პოლიტიკის ნაწილია, რომელიც ავტომობილების გამართულობის ხელშეწყობასა და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება.

ახალი ზელანდიის ნახშირორჟანგის ემისიების 40 პროცენტს ავტომობილები წარმოქმნის. ავტოპარკის უდიდეს ნაწილს კი კერძო ავტომობილები შეადგენს.

ნახშირორჟანგი არის სათბურის აირი, რომელიც კლიმატურ ცვლილებებს უწყობს ხელს და იგი ერთ-ერთი ყველაზე საზიანო აირია გარემოსთვის.

ავტომობილის გამონაბოლქვი ჯანმრთელობის არაერთი პრობლემის გამომწვევიცაა, მათ შორის ასთმა, გულის დაავადებები და ბრონქიტი. 2000 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ახალი ზელანდიის 400-ზე მეტი მოქალაქის ნაადრევ სიკვდილს ავტომობილების გამონაბოლქვი იწვევდა, ამასთან ერთად, ეს პრობლემა სახელმწიფოს 442 მილიონი დოლარი უჯდებოდა ყოველწლიურად.

ავტომობილის მავნე გამონაბოლქვის დაახლოებით 40 პროცენტს მთლიანი ავტოპარკის მხოლოდ 10 პროცენტი წარმოქმნის. გაუმართავი ავტომობილები 10-ჯერ უფრო მეტად აბინძურებს გარემოს, ვიდრე გამართული ავტომობილები.

ახალი ზელანდიის ტრანსპორტის სამინისტროს ჰაერის გაუმჯობესების პროგრამა, გარდა ამ რეგულაციებისა, მოიცავდა კამპანიას ,,Choke the Smoke”, რომელიც მოუწოდებდა მძღოლებს ავტომობილის ძრავა მაქსიმალურად ნაკლებად დაეტვირთათ და შესაძლებლობის შემთხვევაში გადაადგილებულიყვნენ ფეხით ან ველოსიპედით.

 

სტატიაზე მუშაობდა : ნინი თოიძე

წყარო : www.beehive.govt.nz

 

აღნიშნული სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ორგანიზაცია „ჩემი ქალაქი მკლავს“ და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს

 

This article has been produced with the assistance of the European Union. Its contents are the sole responsibility of  the organization “My City Kills” and do not necessarily reflect the views of the European Union.


წინა პოსტი
ყოველწლიურად 2 მილიონი ბავშვის ასთმის დიაგნოზი შესაძლოა ავტომობილების გამონაბოლქვს უკავშირდებოდეს
შემდეგი პოსტი
მიწის მასის ჩამოშლის გამო ზუგდიდი-თბილისის სამგზავრო ავტობუსი ავარიაში მოჰყვა

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,