GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

ავტომობილის გამონაბოლქვს ტვინის უჯრედების დაზიანება შეუძლია

Homepage მსოფლიო ავტომობილის გამონაბოლქვს ტვინის უჯრედების დაზიანება შეუძლია
შემეცნებითი, მსოფლიო

ავტომობილის გამონაბოლქვს ტვინის უჯრედების დაზიანება შეუძლია

იანვარი 16, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
273 ნახვა
  • ავტომობილის გამონაბოლქვში შემავალი ქიმიკატები აქვეითებს ტვინის ისეთ უნარებს, როგორებიცაა: ახალი ინფორმაციის ათვისება, გადაწყვეტილების მიღება, მახსოვრობა.
  • ავტომობილის გამონაბოლქვი არა მხოლოდ მძღოლებს ვნებს, არამედ ადამიანებს, რომლებიც გადატვირთული საავტომობილო გზის ახლოს ცხოვრობენ და მათ, ვინც დიდ დროს ატარებს ინდუსტრიულ ქალაქებში.
  • ავტომობილის გამონაბოლქვი აქვეითებს მცირეწლოვანი ბავშვების ინტელექტუალურ შესაძლებლობებს.

 

კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ უნდა ავარიდოთ თავი ავტომობილით მგზავრობას – არაერთი ჩატარებული კვლევა, რომლებიც გამომცემლობა Wall Street Journal-მა გამოაქვეყნა, ადასტურებს, რომ ავტომობილის გამონაბოლქვს ტვინის უჯრედების დაზიანება შეუძლია.

ის ქიმიკატები, რომლებიც მანქანებისა და სატვირთო ავტომობილების გამონაბოლქვის შემცველობაშია, ადამიანის თავის ტვინზე გაზომვად უარყოფით გავლენას ახდენს და აქვეითებს მის ისეთ უნარებს, როგორებიცაა:

ახალი ინფორმაციის ათვისება, გადაწყვეტილების მიღება, მახსოვრობა.

კვლევამ ისიც დაადგინა, რომ ავტომობილის გამონაბოლქვი მხოლოდ მძღოლებზე არ ახდენს უარყოფით გავლენას, იგი მნიშვნელოვნად ვნებს ადამიანებს, რომლებიც გადატვირთული საავტომობილო გზის ახლოს ცხოვრობენ და მათ, ვინც დიდ დროს ატარებს ინდუსტრიულ ქალაქებში.

სამწუხაროდ, ავტომობილის გამონაბოლქვი აქვეითებს მცირეწლოვანი ბავშვების ინტელექტუალურ შესაძლებლობებსაც (დასკვნა გაკეთდა სხვადასხვა ტიპის IQ ტესტების ჩატარების საფუძველზე). აგრეთვე, ბავშვებს, რომლებიც ავტომობილის გამონაბოლქვით დაბინძურებულ გარემოში ცხოვრობენ, უფრო მეტად აქვთ მიდრეკილება დეპრესიისა და შფოთვისკენ იმ ბავშებთან შედარებით, რომლებიც ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში არიან.

თუმცა არის კარგი ამბავიც – როდესაც ავტომობილები სწრაფად გადაადგილდებიან, ავტომობილის გამონაბოლქვი კლებულობს. ამიტომ საჭიროა ისეთი ურბანული ინფრასტრუქტურის შემუშავება, რომელიც მაქსიმალურად შეამცირებს საავტომობილო საცობების წარმოქმნის შანსს.

შედარებისთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ბუნებაში გატარებული დრო აუმჯობესებს ჩვენს განწყობას, ამცირებს სტრესს და აძლიერებს იმუნურ სისტემას.

 

აღნიშნული სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ორგანიზაცია „ჩემი ქალაქი მკლავს“ და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს

 

This article has been produced with the assistance of the European Union. Its contents are the sole responsibility of  the organization “My City Kills” and do not necessarily reflect the views of the European Union.

 

სტატიაზე მუშაობდა : ნინი თოიძე

წყარო : www.alive.com

ნახვები : 263 1 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
ლუტონის ცენტრში დამონტაჟებული ურბანული „ხე“ ჰაერის ხარისხს 53%-ით გააუმჯობესებს
შემდეგი პოსტი
პორტუგალია რიგით მეოთხე ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, რომელმაც დახურა ნახშირის ელექტროსადგურები

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • “ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობა, ბოლნისის რაიონის სოფელ გეთაში ჩავიდა
  • ლონდონი და მილანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეკრებას უხელმძღვანელებენ
  • ლონდონში დაწყებულია კამპანია შეშის წვის საფრთხეებზე ცნობიერების ასამაღლებლად
  • ნიუკასლის სუფთა ჰაერის ზონა აქტიურდება
  • აშშ-ის მთავრობა ასთმის საშიშროების გამო გაზის ქურების აკრძალვას განიხილავს
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ოთხშაბათი, 22, მარ
“ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობა, ბოლნისის რაიონის სოფელ გეთაში ჩავიდა
ორშაბათი, 20, მარ
ლონდონი და მილანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეკრებას უხელმძღვანელებენ
შაბათი, 11, მარ
ლონდონში დაწყებულია კამპანია შეშის წვის საფრთხეებზე ცნობიერების ასამაღლებლად
კვირა, 26, თებ
ნიუკასლის სუფთა ჰაერის ზონა აქტიურდება
პარასკევი, 24, თებ
აშშ-ის მთავრობა ასთმის საშიშროების გამო გაზის ქურების აკრძალვას განიხილავს
პარასკევი, 24, თებ
გაერთიანებული სამეფოს საზოგადოება უარს ამბობს საზოგადოებაში მოწევაზე, ტრასნპორტის გამონაბოლქვი კი შედარებით მისაღები რჩება

Welcome back,