GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

პორტუგალია რიგით მეოთხე ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, რომელმაც დახურა ნახშირის ელექტროსადგურები

Homepage მსოფლიო პორტუგალია რიგით მეოთხე ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, რომელმაც დახურა ნახშირის ელექტროსადგურები
მსოფლიო

პორტუგალია რიგით მეოთხე ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, რომელმაც დახურა ნახშირის ელექტროსადგურები

იანვარი 16, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
215 ნახვა
  • უკვე მეოთხე ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ უარი თქვა ნახშირის გამოყენებაზე ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის და ქ. პეგოში მდებარე ნახშირის გადამამუშავებელი ქარხანა დახურა
  • ეკოლოგების შეფასებით პორტუგალიაში არსებული ნახშირზე მომუშავე დიდი ელექტროსადგური ატმოსფეროში სათბურის აირების გამოყოფის რიგით მეორე უდიდესი წყარო იყო მთელ ქვეყანაში, რაც ძლიერ აფუჭებდა იქაური ჰაერის ხარისხს
  • პორტუგალიამ უნახშირო ენერგეტიკაზე გადასვლა 2030 წლამდე ბევრად ადრე მოახდინა მასშემდეგ, რაც ევროკომისია სასამართლო სარჩელით დაემუქრა
  • ბელგია, ავსტრია და შვედეთი უკვე სრულიად გადასულია უნახშირო ელექტროენერგიის გამომუშავებაზე
  • არსებობს საფუძვლიანი ეჭვი რომ პეგოში არსებული ქარხანა განახლდება და საწვავად ხის გრანულებს ან გაზს გამოიყენებს, რაც ეკოლოგების თქმით არასწორი ნაბიჯია. საჭიროა ქვეყნის მთავრობამ გაზარდოს განახლებადი ენერგიის წყაროების სიმძლავრე
  • ევროკავშირში ამჟამად მუშაობენ კანონპროექტზე, რომელმაც უნდა გაამკაცროს შეშის, როგორც განახლებადი ენერგიის წყაროს, შესახებ კანონი

 

შაბათ-კვირას პორტუგალიაში დაიხურა უკანასკნელი ნახშირის გადამამუშავებელი ქარხანა. ამიერიდან ქვეყანაში შეწყდება ამ გარემოს დამაბინძურებელი მასალის გამოყენება ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის. პორტუგალია მეოთხე ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, რომელმაც ეს ნაბიჯი გადადგა.

ეკოლოგიურმა ჯგუფმა Zero-მ აღნიშნა რომ ელექტროსადგული Pego პორტუგალიის ცენტრში ნახშირორჟანგის გამოყოფის მეორე უდიდესი წყარო იყო მთელ ქვეყანაში. „სათბურის აირების ამ დიდი წყაროსგან გათავისუფლება დიდი დღეა პორტუგალიისთვის“.

მართალია ელექტროსადგურს მუშაობის ლიცენზია თვის ბოლომდე აქვს, მაგრამ ნახშირის მარაგი პარასკევს ამოიწურა. ამრიგად შაბათი პირველი დღე იყო პორტუგალიაში, როდესაც ელექტროენერგია ნახშირის გამოუყენებლად გამომუშავდებოდა.

ამ ნაბიჯით ქვეყანამ გეგმას გაუსწრო და წიაღისეულის გამოყენება ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის სრულიად შეწყვიტა 2030 წლამდე ბევრად ადრე. ეს პროცესი 2017 წელს დაიწყო, როდესაც პორტუგალიის წარმომადგენელმა COP23 კონფერენციაზე ნახშირის გამოყენებაზე უარის თქმის დეკლარაციას ხელი მოაწერა.

ბელგია, ავსტრია და შვედეთი – ის 3 ევროპული ქვეყანაა, რომლებმაც ასევე უარი თქვეს ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის ნახშირის გამოყენებაზე.

მიუხედავად იმისა რომ პორტუგალია ელექტროენერგიის 60%-70% განახლებადი წყაროებიდან იღებს, ქვეყანა ჯერკიდევ ძლიერ იყო დამოკიდებულია ნახშირის იმპორტზე თავისი ენერგო-მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვის.

ნახშირზე უარის თქმა მასშემდეგ მოხდა, რაც ევროკომისია პორტუგალიას სასამართლო სარჩელით დაემუქრა, თუ ქვეყნის მთავრობა აქტიურ ზომებს არ მიიღებდა ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად.

საეჭვო დისკუსიები

უნახშირო ენერგეტიკაზე ადრეული გადასვლის მიუხედავად ეჭვი არსებობს რომ პეგოში არსებული ყოფილი ნახშირის გადამამუშავებელი ქარხანა, რომელსაც კერძო კომპანია  Tejo Energia ფლობს, განახლდება და იმუშავებს ხის გრანულების დაწვაზე.

„ჩვენი ამჟამინდელი ამოცანაა არ დავუშვათ რომ კომუნალურმა კომპანიებმა ნახშირი გაზით ან არამდგრადი ბიომასით ჩაანაცვლონ“ – განაცხადა კამპანია Europe Beyond Coal-ის ხელმძღვანელმა – კატრინ გუტმანმა.

„ნახშირზე უარის თქმა სხვა უარეს საწვავზე გადასვლის მიზნით ნამდვილად არ არის გამოსავალი“, – თქვა Zero-ს პრეზიდენტმა, ფრანცისკო ფერეირამ. „ამის ნაცვლად სრული კონცენტრაცია უნდა მოვახდინოთ განახლებადი ენერგიის ისეთი წყაროების სიმძლავრის გაზრდაზე, როგორებიცაა მზე და ქარი“.

კანონპროექტის შავ ვარიანტში, რომელსაც ივნისში საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი გაეცნო, ნათქვამია რომ ევროკავშირი მზადაა გაამკაცროს კანონები შეშის, როგორც განახლებადი ენერგიის წყაროს, შესახებ.

 

სტატიაზე მუშაობდა : ლილიან მეტრეველი

წყარო : www.euronews.com

ნახვები : 72 2 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
ავტომობილის გამონაბოლქვს ტვინის უჯრედების დაზიანება შეუძლია
შემდეგი პოსტი
უკრაინა და ევროკავშირი კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად 3 მილიარდი ხის დარგვას აპირებენ, მაგრამ რამდენად საკმარისია ეს?

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • “ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობა, ბოლნისის რაიონის სოფელ გეთაში ჩავიდა
  • ლონდონი და მილანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეკრებას უხელმძღვანელებენ
  • ლონდონში დაწყებულია კამპანია შეშის წვის საფრთხეებზე ცნობიერების ასამაღლებლად
  • ნიუკასლის სუფთა ჰაერის ზონა აქტიურდება
  • აშშ-ის მთავრობა ასთმის საშიშროების გამო გაზის ქურების აკრძალვას განიხილავს
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ოთხშაბათი, 22, მარ
“ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობა, ბოლნისის რაიონის სოფელ გეთაში ჩავიდა
ორშაბათი, 20, მარ
ლონდონი და მილანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეკრებას უხელმძღვანელებენ
შაბათი, 11, მარ
ლონდონში დაწყებულია კამპანია შეშის წვის საფრთხეებზე ცნობიერების ასამაღლებლად
კვირა, 26, თებ
ნიუკასლის სუფთა ჰაერის ზონა აქტიურდება
პარასკევი, 24, თებ
აშშ-ის მთავრობა ასთმის საშიშროების გამო გაზის ქურების აკრძალვას განიხილავს
პარასკევი, 24, თებ
გაერთიანებული სამეფოს საზოგადოება უარს ამბობს საზოგადოებაში მოწევაზე, ტრასნპორტის გამონაბოლქვი კი შედარებით მისაღები რჩება

Welcome back,