GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

აშშ-ის მთავრობა ასთმის საშიშროების გამო გაზის ქურების აკრძალვას განიხილავს

Homepage მსოფლიო აშშ-ის მთავრობა ასთმის საშიშროების გამო გაზის ქურების აკრძალვას განიხილავს
მსოფლიო

აშშ-ის მთავრობა ასთმის საშიშროების გამო გაზის ქურების აკრძალვას განიხილავს

თებერვალი 24, 2023
By GREENPOLE
0 კომენტარი
416 ნახვა
ნახვები : 40
  • გაზქურების მუშაობის შედეგად ბინებში საშიში დამაბინძურებლები ვრცელდება, როგორებიცაა აზოტის დიოქსიდი, ბუნებრივი აირის ნამწვი და უმცირესი მყარი ნაწილაკები
  • გამოქვეყნებული კვლევების შესაბამისად დადგინდა, რომ ამერიკელი ბავშვების 12%-ს ასთმა ემართება ბინებში გაზქურების გამოყენების გამო
  • რეგულაციები ახალ ხელსაწყოებზე გავრცელდება, ხოლო მოქალაქეებს, რომლებიც გაზქურებიდან ალტერნატიულ გამათბობლებზე გადასვლას გადაწყვეტენ, მთავრობა დაეხმარება

 

      აშშ-ის მომხმარებელთა უფლებების დაცვის კომისიამ (US Consumer Product Safety Commission – CPSC) განაცხადა ახალი გაზქურების გაყიდვების შესაძლო შეწყვეტის შესახებ. თუ მათ „უსაფრთხოდ არ აღიარებენ“ და მხარდაჭერას დაჰპირდა მათ, ვინც ალტერნატიულ ქურებზე გადასვლას გადაწყვეტს

 

სააგენტო Bloomberg-თან ინტერვიში კომისარმა რიჩარდ ტრამკა უმცროსმა ისაუბრა გაზქურების „ფარული საფრთხის“ შესახებ და განაცხადა, რომ მისი ორგანიზაცია მზადაა შენობებში ჰაერის დაბინძურების და მისი გამომწვევი ხელსაწყოების წინააღმდეგ „ზომების მისაღებად“.

ანგარიშების თანახმად, გაზქურები აშშ-ის 40 მილიონზე მეტ სახლშია დაყენებული. ბოლო დროის განმავლობაში არაერთხელ გამოითქვა შეშფოთება მათი დამაბინძურებელი ეფექტის შესახებ, რადგან გაზქურები გამოყოფენ აზოტის დიოქსიდს (NO2), ბუნებრივი აირის ნამწვს (CO2) და უმცირეს მყარ ნაწილაკებს (PM2.5), რომელთა დონეც ხშირად აჭარბებს აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოსა და ჯანმო-ის მიერ დაწესებულ ნორმებს. ეკოლოგიური კვლევებისა და გარემოს დაცვის საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ ამერიკელი ბავშვების 12%-ის ასთმა გაზქურების გამოყენებითაა გამოწვეული.

„ყველა შესაძლო ვარიანტს განვიხილავთ. ხელსაწყოები, რომლებიც განახლების შედეგად უსაფრთხო ვერ გახდებიან, შეიძლება ავკრძალოთ,“ – განაცხადა ინტერვიუში კომისარმა ტრამკა უმცროსმა. „დავაზუსტებ: CPSC არავის მოაკითხავს სახლებში გაზქურების წასაღებად,“ – დაპოსტა მან ტვიტერში ამ ამბის ონლაინ სივრცეში გავრცელების შემდეგ. „რეგულაციები ახალ ხელსაწყოებს შეეხება. დავეხმარებით ამერიკელებს, რომლებიც გაზქურებიდან ელექტროქურებზე გადასვლას გადაწყვეტენ.“

სოციალურ ქსელებში ამ განცხადებას ასევე გამოეხმაურა მაიკლ ტომასი. ის ეკო-ჟურნალისტი და მწერალია, რომელმაც, სხვებთან ერთად, პლატფორმა Distilled-ზე კვირის დასაწყისში ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც საკუთარი დაკვირვებების შეჯამება წარმოადგინა გაზქურის გავლენის შესახებ.

ტომასმა აღმოაჩინა, რომ ყოველ საღამოს, როდესაც მის ოჯახში გაზქურას რთავდნენ, ბინაში ერთ-ერთი ყველაზე საშიში დამაბინძურებლის – აზოტის დიოქსიდის (NO2) – დონე საგრძნობლად მატულობდა. ეს ტენდენცია ირღვეოდა მხოლოდ სამშაბათობით, როდესაც მისი ოჯახის წევრები საჭმელს უკვეთდნენ. კიდევ უფრო შემაშფოთებელია, რომ დამაბინძურებელი ნივთიერებების დონე ღამ-ღამობპით მატულობს, როცა გაზქურებს გათბობისთვის იყენებენ.

მაიკლ ტომასის დაკვირვებების შემაჯამებელი სტატიის სრულად ნახვა შეგიძლიათ აქ და ასევე შეგიძლიათ გაეცნოთ ჩუნლი ცაოს ინტერვიუს შენობებში დაბინძურებული ჰაერის საშიშროების შესახებ.

 

სტატიაზე მუშაობდა : ლილიან მეტრეველი და ანა ახალაძე

წყარო : airqualitynews.com

24 თებერვალი 2023 წელი.


წინა პოსტი
გაერთიანებული სამეფოს საზოგადოება უარს ამბობს საზოგადოებაში მოწევაზე, ტრასნპორტის გამონაბოლქვი კი შედარებით მისაღები რჩება
შემდეგი პოსტი
ნიუკასლის სუფთა ჰაერის ზონა აქტიურდება

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია სიმსუქნესა და დიაბეტთან
  • დიდი ბრიტანეთის ჰაერის დაბინძურება
  • „We Care 4 Air“ გაერთიანებულ სამეფოში ნახშირწყალბადის ქსელს დააყენებს
  • როგორ შთანთქავს ჩვენი სახლი VOC-ს — და რატომ აქვს ამას მნიშვნელოვანი გავლენა
  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 21, დეკ
ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია სიმსუქნესა და დიაბეტთან
კვირა, 14, დეკ
დიდი ბრიტანეთის ჰაერის დაბინძურება
სამშაბათი, 9, დეკ
„We Care 4 Air“ გაერთიანებულ სამეფოში ნახშირწყალბადის ქსელს დააყენებს
ოთხშაბათი, 12, ნოე
როგორ შთანთქავს ჩვენი სახლი VOC-ს — და რატომ აქვს ამას მნიშვნელოვანი გავლენა
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ

Welcome back,