GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

აქტივისტებს უნდათ მეტი ჰაერის დაბინძურების მონიტორინგი მასაჩუსეტსის მაგისტრალებთან

Homepage მსოფლიო აქტივისტებს უნდათ მეტი ჰაერის დაბინძურების მონიტორინგი მასაჩუსეტსის მაგისტრალებთან
მსოფლიო

აქტივისტებს უნდათ მეტი ჰაერის დაბინძურების მონიტორინგი მასაჩუსეტსის მაგისტრალებთან

დეკემბერი 29, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
248 ნახვა

მასაჩუსეტსის გარემოსდაცვითი მართლმსაჯულების დამცველებს სურთ დარწმუნდნენ, რომ მაგისტრალების მახლობლად ჰაერის დაბინძურება გაზომილია, რათა შტატმა უზრუნველყოს უფრო სუფთა ტრანსპორტირებაზე გადასვლით ახლომდებარე თემების სარგებლობა.

მასაჩუსეტსის გარემოსდაცვითი მართლმსაჯულების აქტივისტები ხელს უწყობენ კანონპროექტის რეალიზებას, რომელიც შტატისგან მოითხოვს მეტი ჰაერის ხარისხის გამზომი მონიტორის დაყენებას იმ ადგილებში,რომლებიც დაუცველია ტრანსპორტის დაბინძურებისაგან.

ეს კანონმდებლობა არის იმ ძალისხმევის ნაწილი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ის მოსახლეობა, რომლებსაც ხვდებათ დიზელის ორთქლისა და გამონაბოლქვის არაპროპორციულად დიდი ნაწილი და მათ მიიღონ სარგებელი სახელმწიფოს სუფთა ენერგიაზე გადასვლით.შეგროვებული ინფორმაცია გამოყენებული იქნება გეგმების შესადგენად,  რათა ამჟამინდელი დამაბინძურებლების რაოდენობა შემცირდეს მეოთხედამდე 2035 წლისათვის.

„ჩვენ გვსურს გადავხედოთ იმ შეცდომებს,რომლებიც ათწლეულების წინ დაუშვეს,თუმცა ჯერ კიდევ ახდენენ გავლენას ჩვენს საზოგადოებაზე“ _თქვა შტატის წარმომადგენელმა ქრისტინ ბარბერმა,კანონპროექტის ერთ-ერთმა სპონსორმა.

ტრანსპორტის სექტორის ელექტრიფიკაცია არის მნიშვნელოვანი კომპონენტი მასაჩუსეტსის ნანშირორჟანგ-ნეიტრალურად გახდომისთვის 2050 წლისათვის.

თუმცა,გარემოსდაცვითი მართლმსახულების აქტივისტები ამბობენ, რომ, შტატებში მხოლოდ ტრანსპორტის გამონაბოლქვის შემცირება საკმარისი არაა.მათ სურთ,რომ გარდაქმნა იყოს ორიენტირებული დაბალშემოსავლიან უბნებსა და ფერად თემებში წლების განმავლობაში დაბინძურების მაღალი დონის შედეგად მიყენებული ზიანის გამოსასწორებლად.

„ტრანსპორტის გამონაბოლქვის შემცირებისთვის გარკვეული კანონების შემოღების მიუხედავად,ჰაერის დაბინძურების ცხელი წერტილები მაინც გაარგძელებენ არსებობას,“-თქვა სოფია ოუენმა, გარემოსდაცვითი მართლმსაჯულების ჯგუფის „ალტერნატივები საზოგადოებისა და გარემოსთვის“ ადვოკატმა.”და ჩვენი აზრით, ეს მიუღებელია – ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ.”

კვლევებმა აჩვენა კავშირი მაგისტრალებთან ახლოს ცხოვრებასა და ასთმის, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების, გულის შეტევის და კოგნიტური სირთულეების შორის.ტუფსის უნივერსიტეტის მიერ 2008 წლიდან 2018 წლამდე ჩატარებულმა კვლევამ ბარბერის რაიონის ნაწილში,სომერვილში დაასკვნა, რომ მაგისტრალთან ახლოს ცხოვრება ზრდიდა კარდიოვასკულარული დაავადების ქონის რისკს.

„ეს სინამდვილეა და ხალხის ჯანმრთელობაზე მართლა მოქმედებს“, თქვა ბარებრმა,რომლის რაიონი მოიცავს ასობით ხელმისაწვდომ საცხოვრებელს 93-ე გზატკეცილთან,რომელიც მთავარი სამგზავრო გზაა ბოსტონში.“ „ეს ის კომუნებია,რომლებსაც ასევე ჰქონდათ კოვიდით დაავადებულებს შორის უფრო მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი.“

თუმცა,დაბინძურების დონეზე არსებობს მონაცემების ნაკლებობა,რაც უფრო რთულს ხდის ეფექტურად შეფასდეს მიმდინარე ზიანი,გაუმჯობესებები და ასევე პროგრესის ჩანიშვნა.ამ პრობლემის გადასაჭრელად,ჰაერის ხარისხის კანონპროექტს დასჭირდებოდა სახელმწიფოსთვის მეტი მონიტორების განთავსებისა და იმ ტექნოლოგიის გამოყენების მოთხოვნა,რომელიც ამჟამინდელ ქსელზე უფრო მეტ დამაბინძურებელს აღმოაჩენს.

ამჟამად, შტატში ფუნქციონირებს ჰაერის ხარისხის 23 მონიტორი დასავლეთ მასაჩუსეტიდან კეიპ კოდის წვერამდე. ეს მონიტორები ზომავს სხვადასხვა დამაბინძურებლებს, ყველაზე ხშირად ოზონს, აზოტის დიოქსიდს და დამაბინძურებლების წვრილ ნაწილაკებს, რომლებიც ცნობილია „particulate matter“ზ-ის სახელით. თუმცა, მხოლოდ რამდენიმე მათგანს შეუძლია შავი ნახშირბადის და იმ დამაბინძურებლების აღმოჩენა რომლებიც,ასოცირდება ასთმასთან, ფილტვის კიბოსთან და გულის შეტევებთან.

ვერცერთი მონიტორი ვერ ზომავს ულტრაწვრილი ნაწილაკების არსებობას, რომელიც განისაზღვრება, როგორც მიკრონის მეათედზე მცირე ზომის ნაწილი, ადამიანის თმის სიგანის დაახლოებით 1/700. ზოგადად მიჩნეულია, რომ ულტრაფინირებული ნაწილაკები იწვევს ან აუარესებს რიგ დაავადებებს, მათ შორის ასთმას, დიაბეტს, ჰიპერტენზიასა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს. მათი გამოწვევის წყაროებია მანქანების და ელექტროსადგურების გამონაბოლქვი და თამბაქოს კვამლი.

„არსებული ქსელი მიზნად ისახავს რეგიონული დაბინძურების მონიტორინგს“, – თქვა სტაცი რუბინმა, გარემოსდაცვითი სამართლის ფონდის ვიცე-პრეზიდენტმა. ”და არ არის კარგი იმის დადგენაში, თუ რა რეალურ გავლენას ახდენს ის ადგილობრივებზე, რომლებიც ცხოვრობენ გადატვირთული გზების მიმდებარედ.”

კანონმდებლობა მოითხოვდა,რომ მონიტორები დაინსტალირებული ყოფილიყო დაბინძურების ყველაზე ცხელ რვა წერტილზე მაინც.ზუსტი ადგილი განსაზღვრული იქნებოდა კომიტეტის მიერ,რომელიც იქნებოდა შემდგარი მაგისტრალების მახლობლად გარემოსდაცვითი მართლმსაჯულების თემების მცხოვრებლებისაგან,შრომის წარმომადგენლებისგან და აკადემიკოსებისგან,რომლებიც ჰაერის დაბინძურებისა და მონიტორინგის სფეროში იქნებოდნენ პროფესიონალები.

”ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვინდა შემოვიფარგლოთ მხოლოდ გარემოსდაცვითი მართლმსაჯულების თემებით” – თქვა რუბინმა.

მონიტორები შეაგროვებდნენ მონაცემებს ექვსი თვის განმავლობაში, რათა დაედგინათ ბაზა. კანონპროექტი მოითხოვდა, რომ შეგროვებული ინფორმაცია ყოფილიყო საჯაროდ ხელმისაწვდომი და ხშირად განახლებული. შემდეგ ეს მონაცემები გამოყენებული იქნებოდა დაბინძურების დონის შესამცირებლად 2030 წლისთვის მინიმუმ 50%-ით და 2035 წლისთვის 75%-ით.

კანონპროექტი ასევე დაიწყებდა ტრანსპორტის დაბინძურებით უკვე მიყენებული ზიანის შემცირების პროცესს. არსებული საჯარო და კერძო სკოლები, კოლეჯის საკლასო შენობები, საჯარო საცხოვრებლები, კერძო მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსები, კორექტირების ობიექტები და კომერციული შენობები, სატრანსპორტო დაბინძურების წყაროდან 200 მეტრში ვალდებულები იქნებოდნენ დაეყენებინათ ჰაერის ფილტრები შიდა ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად. სახელმწიფო დააფინანსებდა სკოლებსა და საცხოვრებლებში ინსტალაციებს.

ახალ სკოლებს, საბავშვო ბაღებს, ჯგუფური მოვლის დაწესებულებებსა და საავადმყოფოებს მოეთხოვებოდათ ჰაერის ფილტრების ქონა, რომლებსაც შეეძლებოდათ ულტრა წვრილი ნაწილაკების შეჩერება.

„აქ ჩვენი მიზანი არის იმის უზრუნველყოფა, რომ სიტუაცია რეალურად შემსუბუქდეს”, – თქვა ოუენმა.

კანონპროექტი განიხილება ზაფხულში და მხარდამჭერები ახლა ელიან, მისცემს თუ არა მას საზოგადოებრივი ჯანდაცვის კომიტეტი ხელსაყრელ რეკომენდაციას. ასევე შტატის პალატის 39-მა წევრმა და 12 შტატის სენატორმა მას უკვე ხელი მოაწერა.

”იმედი მაქვს, რომ ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ ცვლილების შეტანა,” – თქვა ბარბერმა. ”ეს ნამდვილად აუცილებელია, რათა გარემოსდაცვითი მართლმსაჯულების საზოგადოებებმა არ განაგრძონ ამ შეცდომების სიმძიმის ატანა.”

 

სტატიაზე მუშაობდა : ლიზი ფირცხალაიშვილი და ნატა შველიძე

წყარო : energynews.us

ნახვები : 62 3 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
წელს მსოფლიოს სტიქიური უბედურებები 170 მლრდ დოლარი დაუჯდა
შემდეგი პოსტი
მოდისა და გამოსასვლელი ტანსაცმლის ძირითადი კომპანიები, რომლებიც ეტაპობრივად შეწყვეტენ PFAS-ს გამოყენებას თავიანთ პროდუქტებში

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • BMW-ის დაუმტკიცეს პატენტი, რომელიც ელექტრომობილებს საშუალებას აძლევს, გამოიყენოს ენერგია ,,მწოლიარე პოლიციელებისგან’’
  • ჰაერი, რომლითაც ვსუნთქავთ – 6 ფაქტი, რომელიც შეიძლება არ იცოდეთ
  • ახალი კვლევის შედეგად, დიდი ბრიტანეთის ყველაზე მწვანე ქალაქების ცენტრები გამოვლინდა
  • ექსტრემალურ სიცხეში მუშაობა ნაყოფზე მძიმედ მოქმედებს
  • ნიუ ჯერსის შინაგან საქმეთა მინისტრი პირობას დებს, რომ ფოიერვერკების გაყიდვაზე უფრო მკაცრ შეზღუდვებს დააწესებს
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 2, თებ
BMW-ის დაუმტკიცეს პატენტი, რომელიც ელექტრომობილებს საშუალებას აძლევს, გამოიყენოს ენერგია ,,მწოლიარე პოლიციელებისგან’’
სამშაბათი, 31, იან
ჰაერი, რომლითაც ვსუნთქავთ – 6 ფაქტი, რომელიც შეიძლება არ იცოდეთ
პარასკევი, 27, იან
ახალი კვლევის შედეგად, დიდი ბრიტანეთის ყველაზე მწვანე ქალაქების ცენტრები გამოვლინდა
პარასკევი, 27, იან
ექსტრემალურ სიცხეში მუშაობა ნაყოფზე მძიმედ მოქმედებს
ორშაბათი, 23, იან
ნიუ ჯერსის შინაგან საქმეთა მინისტრი პირობას დებს, რომ ფოიერვერკების გაყიდვაზე უფრო მკაცრ შეზღუდვებს დააწესებს
ორშაბათი, 23, იან
„ULEZ“ – „ყველაზე დაბალი გამონაბოლქვის ზონა“ – მთელს ლონდონს დაფარავს

Welcome back,