GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

მოდისა და გამოსასვლელი ტანსაცმლის ძირითადი კომპანიები, რომლებიც ეტაპობრივად შეწყვეტენ PFAS-ს გამოყენებას თავიანთ პროდუქტებში

Homepage მსოფლიო მოდისა და გამოსასვლელი ტანსაცმლის ძირითადი კომპანიები, რომლებიც ეტაპობრივად შეწყვეტენ PFAS-ს გამოყენებას თავიანთ პროდუქტებში
მსოფლიო

მოდისა და გამოსასვლელი ტანსაცმლის ძირითადი კომპანიები, რომლებიც ეტაპობრივად შეწყვეტენ PFAS-ს გამოყენებას თავიანთ პროდუქტებში

იანვარი 1, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
178 ნახვა
  • „Vanity Fair Mills“-ის კორპორაცია ეტაპობრივად შეწყვეტეს პერ– და პოლიფლუოროალკილის ნივთიერებების გამოყენებას მისი პროდუქტებში.
  • აშშ–ს გარემოს დაცვის სააგენტოს თანახმად PFAS ქიმიკატები ახლა იმდენადაა გავრცელებული, რომ ის შეიძლება მსოფლიოში ბევრი ადამიანისა და ცხოველის სისხლში აღმოვაჩინოთ.
  • PFAS-მა შესაძლოა ღვიძლის ფერმენტის ცვლილება გამოიწვიოს, გაზარდოს თირკმლისა და სათესლე ჯირკვლების კიბოს რისკი, ქოლესტერინის დონე, შეიძლება ბავშვებში ვაქცინაზე რეაგირება შეამციროს და ჯანმრათელობის პოტენციურმა რისკებმა მოიმატოს.

 

„Vanity Fair Mills“-ის კორპორაცია, რომელიც ფლობს მოდისა და ტანსაცმლის ბრენდებს, როგორიცაა „The North Face”-ი, „Vans”-ი, „Supreme“ და „Timberland”-ი, ახლახან გამოაცხადა გადაწყვეტილება კომპანიის შესახებ, რომ ეტაპობრივად შეწყვეტეს პერ- და პოლიფლუოროალკილის ნივთიერებების გამოყენებას, ასევე ცნობილი როგორც PFAS ან „სამუდამოდ ქიმიკატები“, თავის პროდუქტებში. უმეტესად ამ ქიმიკატებს კომპანიის პროდუქტებიდან ეტაპობრივად 2025 წლისთვის ამოიღებენ.

PFAS არის 9,000-ზე მეტი ქიმიკატის ჯგუფი, რომელიც დიდი ხანი ძლებს და მის დაშლას დიდი დრო სჭირდება. EPA-ს (აშშ-ს გარემოს დაცვის სააგენტო) თანახმად, ეს ქიმიკატები ახლა იმდენადაა გავრცელებული, რომ ის შეიძლება მსოფლიოში ბევრი ადამიანისა და ცხოველის სისხლში აღმოვაჩინოთ. ვინაიდან ეს ნივთიერებები ახლა ძალიან ბევრ სამომხმარებლო პროდუქტშიც გვხვდება, მათ თავი გარემოშიც დაიმკვიდრეს.

ზოგმა კვლევამ აჩვენა კავშირები PFAS-სა და ადამიანის ჯანმრთელობის რისკებს შორის, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ამ „სამუდამოდ ქიმიკატების“ ნამდვილი საფრთხე და რამდენად დაუცველები ვართ, ჯერჯერობით უცნობია. ტოქსიკური ნივთიერებებისა და დაავადებათა რეესტრის სააგენტო, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ხელმძღვანელობის ქვეშ, აცხადებს, რომ PFAS-მა შესაძლოა ღვიძლის ფერმენტის ცვლილება გამოიწვიოს, გაზარდოს თირკმლისა და სათესლე ჯირკვლების კიბოს რისკი, ქოლესტერინის დონე, შეიძლება ბავშვებში ვაქცინაზე რეაგირება შეამციროს და ჯანმრათელობის პოტენციურმა რისკებმა მოიმატოს. ბევრი ექსპერტი ამბობს, რომ ადამიანებზე პოლიფლუოროალკილის (PFAS) ზემოქმედების რისკები შეუფასებელია.

„VF Corporation“-მა თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ მიზნად ისახავს 2025 წლისთვის უფრო უსაფრთხო მოხმარებისთვის პროდუქტებიდან ამოიღოს ფორმალდეჰიდი, აალებადი საშუალებები, მძიმე მეტალები, აქროლადი ორგანული ნივთიერებები და შეზღუდული ფტალატები, სხვა დანარჩენ ქიმიკატებს შორის.

„ჭკვიანი, უსაფრთხო, სასურველი ქიმია VF-ის მთავარი დაპირებაა, რომ გამოუშვას პასუხისმგებლობით დამზადებული პროდუქტები და ეს უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ადამიანებისა და პლანეტის დაცვაში“, – განაცხადა კომპანიამ გეგმის შესახებ. „პასუხისმგებლობით რეგულირებული ქიმია შესაძლებლობას გვაძლევს, შევქმნათ მაღალი ხარისხის პროდუქტები, რომელსაც მომხმარებლები ენდობიან. ჩვენი მიზანია, “CHEM-IQSM” ინოვაციური პროგრამის გამოყენებით, 2025 წლისთვის “VF”-ის მიწოდების ჯაჭვიდან არასასურველი ქიმიკატები თუ ნივთიერებები 100%-ით აღმოვფხვრათ და/ან შევზღუდოთ“.

თავის პროდუქტებში PFAS-ს უმეტესობის აღმოფხვრა “VF Corporation”-ის მდგრადობის რამდენიმე ახალი მიზნის ნაწილია. „Made for Change”-ის ანგარიშში კომპანია გვიზიარებს მდგრადობის 12 მიზანს, რომელიც მოიცავს ადამიანებს, პლანეტასა და პროდუქტებს. მიზნები გულისხმობს თანამშრომლების კეთილდღეობას, საზოგადოების გავლენას, ნარჩენებისა და გამონაბოლქვის შემცირებას (განახლებადი ენერგიის გამოყენებაზე გადასვლით), მეტად მდგრად პროდუქტის მასალებსა და შეფუთვას.

როგორც „NRDC”-ის განცხადებაშია აღნიშნული, „VF Corporation”-ისთვის არ არსებობს ზუსტი ვადები PFAS-ის ერთ-ერთი ტიპის PTFE-ის გამოყენების შეწყვეტისთვის.

როგორც მისი მოხსენებიდან მტკიცდება, „VF”-ი PFAS ქიმიკატების მიერ გამოწვეულ ყველა ზიანს აღიარებს და იღებს ვადლებულებას, რომ 2025 წლისთვის ეტაპობრივად მათი უმეტესობის გამოყენებას შეწყვეტს. თუმცა, ის PTFE-ის გაუქმების ვადას არ ამტკიცებს – ცნობილი PFAS ქიმიკატი, რომელიც ფართოდ გამოიყენება გარე ინდუსტრიაში წყლისა და ლაქების საწინააღმდეგოდ. PFAS-ს მზარდ კრიზისთან საბრძოლველად “VF”-მა უნდა დაადგინოს კონკრეტული ვადა, რათა PTFE თავისი მიწოდების ჯაჭვიდან აღმოფხვრას.

სტატიაზე მუშაობდა : ანუკი კვეკვესკირი

წყარო : www.ecowatch.com

ნახვები : 8 2 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
აქტივისტებს უნდათ მეტი ჰაერის დაბინძურების მონიტორინგი მასაჩუსეტსის მაგისტრალებთან
შემდეგი პოსტი
საქართველოში პიროტექნიკის გამოყენების შედეგად 27 ადამიანი დაშავდა

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • BMW-ის დაუმტკიცეს პატენტი, რომელიც ელექტრომობილებს საშუალებას აძლევს, გამოიყენოს ენერგია ,,მწოლიარე პოლიციელებისგან’’
  • ჰაერი, რომლითაც ვსუნთქავთ – 6 ფაქტი, რომელიც შეიძლება არ იცოდეთ
  • ახალი კვლევის შედეგად, დიდი ბრიტანეთის ყველაზე მწვანე ქალაქების ცენტრები გამოვლინდა
  • ექსტრემალურ სიცხეში მუშაობა ნაყოფზე მძიმედ მოქმედებს
  • ნიუ ჯერსის შინაგან საქმეთა მინისტრი პირობას დებს, რომ ფოიერვერკების გაყიდვაზე უფრო მკაცრ შეზღუდვებს დააწესებს
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 2, თებ
BMW-ის დაუმტკიცეს პატენტი, რომელიც ელექტრომობილებს საშუალებას აძლევს, გამოიყენოს ენერგია ,,მწოლიარე პოლიციელებისგან’’
სამშაბათი, 31, იან
ჰაერი, რომლითაც ვსუნთქავთ – 6 ფაქტი, რომელიც შეიძლება არ იცოდეთ
პარასკევი, 27, იან
ახალი კვლევის შედეგად, დიდი ბრიტანეთის ყველაზე მწვანე ქალაქების ცენტრები გამოვლინდა
პარასკევი, 27, იან
ექსტრემალურ სიცხეში მუშაობა ნაყოფზე მძიმედ მოქმედებს
ორშაბათი, 23, იან
ნიუ ჯერსის შინაგან საქმეთა მინისტრი პირობას დებს, რომ ფოიერვერკების გაყიდვაზე უფრო მკაცრ შეზღუდვებს დააწესებს
ორშაბათი, 23, იან
„ULEZ“ – „ყველაზე დაბალი გამონაბოლქვის ზონა“ – მთელს ლონდონს დაფარავს

Welcome back,