GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ანტისანიტარიის გამო, მყინვარწვერი ევროპის ზოგმა ტურისტულმა კომპანიამ ტურებიდან ამოიღო – სამთო-გამყოლთა ასოციაცია

Homepage საქართველო ანტისანიტარიის გამო, მყინვარწვერი ევროპის ზოგმა ტურისტულმა კომპანიამ ტურებიდან ამოიღო - სამთო-გამყოლთა ასოციაცია
საქართველო

ანტისანიტარიის გამო, მყინვარწვერი ევროპის ზოგმა ტურისტულმა კომპანიამ ტურებიდან ამოიღო – სამთო-გამყოლთა ასოციაცია

მაისი 15, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
970 ნახვა
ნახვები : 2, 658

“მყინვარწვერზე დანაგვიანების პრობლემის მთავარი მიზეზი ტურისტები არიან ანუ ძირითადად ჩრდილოელი მეზობლები, ნაკლებ-გადამხდელუნარიანები, რომლებიც ღამეს ათევენ კარავში და არ ზრუნავენ გარემოზე,” – ამის შესახებ გადაცემა “საქმიან დილაში” ნიკა ერქომაიშვილმა, სამთო-გამყოლთა ასოციაციის დირექტორმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ სტუმრები, რომლებიც საქართველოში ჩამოდიან მყინვარწვერის დალაშქვრის მიზნით, ხელმეორედ ჩამოსვლაზე უარს ამბობენ სწორედ იმ ნარჩენების გამო, რომლებიც ადგილზე ხვდებათ.

“მდგომარეობა მართლა სავალალოა, აქ ტურისტებთან ერთად პრობლემაა ადგილობრივების თვითშეგნებაც და პარალელურად არც სახელმწიფო ერევა ნარჩენების მართვის პროცესში, ამიტომაც კონტროლის მექანიზმი არ არსებობს. ცხადია ტურისტებში არ ვგულისხმობ შეგნებულ სტუმრებს ევროპიდან, ამერიკიდან, რომლებიც პირიქით ზრუნავენ და გვეხმარებიან დასუფთავებაში, აქ იგულისხმება ჩრდილოელი მეზობლები რომლებიც გარდა იმისა, რომ ნაგავს ყრიან, ბიზნესს აწარმოებენ მყივნარწვერზე და დაყავთ კლიენტები ტურზე, ისე რომ გიდობის გამოცდილებაც არ აქვთ,” – აღნიშნა ერქომაიშვილმა.

მისი თქმით, სწორედ ამ ნარჩენებისა და ანტისანიტარიის გამო, ზოგიერთმა ტურისტულმა კომპანიამ ევროპაში მყინვარწვერი ტურებიდან და პროგრამიდან საერთოდ ამოიღო.

“პრობლემის გადასაჭრელად არ გვჭირდება ველოსიპედის გამოგონება, ბევრი საერთაშორისო პრაქტიკა არსებობს, იგივე ალპებში, ასევე ევერესტზე, სადაც ექსპედიციაზე მიმავალი გუნდი, მთაზე ასვლამდე ტოვებს დაახლოებით 4 ათასი დოლარის დეპოზიტს. მას ნარჩენების დეპოზიტი ჰქვია და ყველა ადამიანს ევალება უკანა გზაზე 8-დან 10 კილომდე ნაგვის ჩამოტანა, წინააღმდეგ შემთხვევაში, თანხა უკან არ უბრუნდებათ და ხმარდება ადგილის დასუფთავებას, იგივე მექანიზმი შეგვიძლია შევიმუშაოთ და გარკვეული ქმედითი ნაბიჯების გადადგმა დავიწყოთ ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და ნახვად ტურისტულ მიმართულებაზე,” – განაცხადა ნიკო ერქომაიშვილმა.

ინფორმაციისთვის, პანდემიამდე, ყოველწლიურად, მყინვარწვერზე არსებულ ერთადერთ დასარჩენ ადგილს, “ბეთლემის ქოხს” ათასობით ვიზიტორისგან საკმაოდ დიდი შემოსავალი ჰქონდა. ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით, თავშესაფრის 80 ადგილი მუდმივად დაკავებულია. ამას ემატება საკემპინგეც.

იყო დასუფთავების შემთხვევებიც, პირველად, 2004 წელს, გერმანელ და შვეიცარიელ მთამსვლელებთან ერთად მოხევეებმა 2 ტონა ნაგავი გადაზიდეს. მეორედ, 2014 წელს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხარჯით, ტერიტორია 9 ტონა ნაგვისგან გაასუფთავეს. მესამედ, გასული წლის ოქტომბერში, დაცული ტერიტორიების სააგენტომ 20 ტონა ნარჩენი ვერტმფრენებით გაიტანა.

“ბეთლემის ქოხის“ ადმინისტრაციაში ნაგვის სისტემატურად გატანას შეუძლებლად მიიჩნევენ. მიზეზად ვერტმფრენის ქირის დიდ თანხას ასახელებენ – წუთი 45 ევრო. ამიტომ, ნარჩენების მართვის საქმეში ადმინისტრაცია სახელმწიფოსგან ითხოვს დახმარებას.

წყარო : https://bm.ge/ka/article/antisanitariis-gamo-myinvarwveri-evropis-zogma-turistulma-kompaniam-turebidan-amoigo—samto-gamyolta-asociacia/82613


წინა პოსტი
თბილისში ფოტოხაფანგები მოიპარეს
შემდეგი პოსტი
ეს ცხრა ქვეყანა მალე დიზელზე მომუშავე მანქანების აკრძალვას აპირებს

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,