GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ანტარქტიდაზე, ახლად დადებულ თოვლში პლასტმასის მიკრონარჩენები იპოვეს

Homepage მსოფლიო ანტარქტიდაზე, ახლად დადებულ თოვლში პლასტმასის მიკრონარჩენები იპოვეს
მსოფლიო, შემეცნებითი

ანტარქტიდაზე, ახლად დადებულ თოვლში პლასტმასის მიკრონარჩენები იპოვეს

აგვისტო 24, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
408 ნახვა
ნახვები : 1, 157
  • ბოლო წლებში მეცნიერებმა პლასტმასის მიკრო–ნაწილაკები ევერესტზე და მარიანას ღარში – მსოფლიო ოკეანის ყველაზე ღრმა ადგილის ფსკერზე – აღმოაჩინეს.
  • მკვლევარებმა თოვლი შეაგროვეს როსის კუნძულის 19 სხვადასხვა ადგილას და ყველა სინჯში დაახლოებით 29 პოლიმერის ნაწილაკი აღმოაჩინეს.
  • პოლიეთელენ ტერეფტალატი Polyethylene terephthalate (PET) პლასტმასის ის სახეობაა, რომელსაც მეცნიერები ყველაზე ხშირად პოულობნენ სინჯებში. ეს პლასტიკატი ხშირად გამოიყენება წყლის ბოთლებისა და სინთეტიკური ტანსაცმლის საწარმოებლად სინჯების დაახლოებით 79% აღმოაჩინეს.

გაყინული კონტინენტი, დედამიწის უკიდურეს სამხრეთში, იმ კონტინენტებისა და რეგიონების სიას შეურთდა, სადაც მეცნიერებმა პოლიმერის მიკრონარჩენები აღმოაჩინეს.

პლასტმასის მიკრონარჩენები ანტარქტიდაზე, ახლად მოსულ თოვლში აღმოაჩინეს.

ბოლო წლებში მეცნიერებმა პლასტმასის მიკრო-ნაწილაკები ევერესტზე და მარიანას ღარში – მსოფლიო ოკეანის ყველაზე ღრმა ადგილის ფსკერზე – აღმოაჩინეს.

ახლა კი უკვე ყინულით დაფარული სამხრეთი კონტინენტიც, რომელსაც ძირითადად მხოლოდ მეცნიერები სტუმრობენ, იმ შორეული და ძნელად მისადგომი ადგილების სიას შეუერთდა, რომელზეც მეცნიერებმა პოლიმერის მიკრო-ნაწილაკებს მიაკვლიეს.

მკვლევრებმა თოვლი შეაგროვეს როსის კუნძულის 19 სხვადასხვა ადგილას და ყველა სინჯში დაახლოებით 29 პოლიმერის ნაწილაკი აღმოაჩინეს. ძირითადად ეს პლასტმასი წყლის ბოთლებისგან და ტანსაცმლისგან შედგება.

არასასიამოვნო აღმოჩენა, რომელიც ამ კვირაში ჟურნალ „კრიოსფეროში“ გამოქვეყნდა, იმაზე მეტყველებს, რომ ანტარქტიდას ყველაზე შორეული ეკოსისტემებიც კი ვერ ასცდნენ პლასტმასით დაბინძურებას.

„ეს ფრიად სევდიანია, მაგრამ პლასტმასის მიკრო-ნაწილაკების ახალმოსულ ანტარქტიკულ თოვლში იმაზე მეტყველებს, თუ რა უზარმაზარი მასშტაბები მიიღო ჩვენი პლანეტის პლასტმასით დაბინძურებამ,“ – განაცხადა თავის პრეს-რელიზში კვლევის წამყვანვა ავტორმა ალექს ეივსმა.

პლასტმასის მიკრო-ნაწილაკების საყოველთაო გავრცელება მკვლევარების ინტერესს იწვევს, რადგან ის პოტენციურად შეუქცევად ნეგატიურ შედეგებამდე მიიყვანს ჩვენს ეკოსისტემას და ადამიანის ჯანმრთელობაზეც აისახება. პირველადი კვლევები ადასტურებს, რომ პლასტმასის მიკრო-ნაწილაკებმა შეიძლება გამოიწვიონ ანთებითი პროცესები და უჯრედების დაზიანება ადამიანის ორგანიზმში, თუმცა მეცნიერები ამბობენ, რომ დამატებითი კვლევებია საჭირო, რათა დადგინდეს ზუსტად რა რისკებს ქმნის პლასტმასის მიკრო-ნაწილაკები და საერთოდ არსებობს ეგეთი რისკები, თუ არა.

პლასტმასის მიკრო-ნაწილაკების აღმოსაჩენად მკვლევარებმა კენტერბერის უნივერსიტეტიდან ახალ ზელანდიაში აიღეს სინჯები 13 მიყრუებულ ადგილას, აქედან 6 როსის კუნძულთან ახლოს მდებარეობდა. ნიმუშების შეგროვების პროცესში მკვლევარი ეწვია ყველა ამ ადგილს დიდთოვლობის შემდეგ, რათა შეეგროვებინა თოვლის საკმარისი რაოდენობა ნახევარლიტრიანი უჟანგავი ფოლადის ბოთლების შესავსებად. საბოლოოდ ბოთლები ახალ ზელანდიაში გაიგზავნა.

ახალ ზელანდიაში თოვლი გაალღვეს, გაფილტრეს და დაამუშავეს სპეციალურად შექმნის ლაბორატორიაში, რათა გარემოზე პლასტმასის მიკრო-ნაწილაკების მავნე ზეგავლენა შეემცირებინათ.

დაბინძურების დამატებითი კონტროლისთვის მკვლევარებმა თოვლის გარდა გაანალიზეს მაქსიმალურად სუფთა წყლის რამდენიმე ნიმუშიც. რამდენიმე ეგეთი სინჯის აღება მოხდა ბოთლებიდან, რომლებიც თოვლში გახსნილი დატოვეს.

აღებული ანალიზიდან მკვლევარებმა გამორიცხეს ყველა ისეთი სინჯები, რომლებიც იმ სინჯების იდენტურები იყვნენ, რაც კვლევების პროცესში შეგროვდა.

19 ადგილას მეცნიერებმა 29 ცალკეული პლასტმასის მიკრო-ნაწილაკი აღმოაჩინეს მდნარ თოვლში. ყველა ეს ნაწილაკი ერთად აღებული 13 სხვადასხვა ტიპის პლასტმასს წარმოადგენდა. მდნარი ყინულის ნიმუშები შორეული ადგილებიდან, მაგალითად – კუნძულ როსის ტერიტორიებიდან, რომლებიც სამეცნიერო-კვლევითი ცემტრებისგან ყველაზე შორს მდებარეობენ, ძალიან ცოტა ოდენობით პლასტმასს შეიცავდნენ.

პოლიეთელენ ტერეფტალატი Polyethylene terephthalate (PET) პლასტმასის ის სახეობაა, რომელსაც მეცნიერები ყველაზე ხშირად პოულობნენ სინჯებში. ეს პლასტიკატი ხშირად გამოიყენება წყლის ბოთლებისა და სინთეტიკური ტანსაცმლის საწარმოებლად სინჯების დაახლოებით 79% აღმოაჩინეს.

ატმოსფერული მოდელები გვაფიქრებს, რომ პლასტმასმა დიდი გზა გაიარა, რათა ანტარქტიდის ამ შორეულ კუთხეებამდე მიეღწია. შესაძლოა მისი გზა ახალ ზელანდიაში პატაგონიის, ჩილესა და არგენტინას ყველაზე სამხრეთ ნაწილში დაიწყო.

ადრე პლასტმასის მიკრო-ნაწილაკები სამხრეთის ოკეანეშიც აღმოაჩინეს. მეცნიერების ვარაუდით პლასტმასი იქ მტვრის სახით მოხვდა, ან სულაც წვიმასთან ერთად დაილექა. თუმცა უფრო დამაჯერებელია ჰიპოთეზა, რომ პლასტმასი იქ მოხვდა ტანსაცმლიდან, სამშენებლო მასალიდან, მარკერი დროშებიდან, ბაზა სკოტიდან და მაკ-მერდოდან. ეს კუნძულ როსზე მდებარე სამეცნიერო-კვლევითი ბაზებია.

მიკრო-პლასტმასი საყოველთაოდ გავრცელებული დამაბინძურებელია დედამიწის ყველა რეგიონში. კვლევები ადასტურებს, რომ ის ყველაგანაა: ჰაერში, რომლითაც ვსუნთქავთ, მტვერში, რომელიც ჩვენს იატაკზე გროვდება.

მეცნიერების განსაზღვრებით მიკო-პლსტიკატი არის პლასტმასის მიკროსკოპული ნაწილები, 5 მმ-ზე უფრო პატარა დიამეტრში. მიკრო-პლასტმასი ხშირად ქვიშის მარცვალზე პატარაა.

მიკრო-პლასტმასი შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს ანტარქტიდაზე არსებულ კვების ჯაჭვს. წინა კვლევებმა დაადასტურეს, რომ მიკრო-პლასტმასმა შეიძლება დაარღვიოს ზოოპლანქტონის ბიოლოგიური პროცესები, რომელიც მთელი კონტინენტის კვების რაციონის მთავარი შემადგენელი ნაწილია. მიკრო-პლასტმასი პინგვინების რაციონში ნეგატიურად აისახება, განსაკუთრებით მათ ჯანმრთელობაზე.

 

სტატიაზე მუშაობდა : ლილიან მეტრეველი და ნატა შველიძე

წყარო : www.nbcnews.com


წინა პოსტი
ბრიტანეთში ელექტრომობილების გაყიდვების 300%-იანი ზრდა იწინასწარმეტყველეს 2030 წლისთვის
შემდეგი პოსტი
მთავრობა „ჯერ კიდევ არ არის ჰაერის დაბინძურების შემცირების გზაზე“

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ლონდონის მერი პირობას დებს, რომ ჰაერის გაუმჯობესების მიზნით შესაბამის ზომებს მიიღებს
  • 2024 წელს გერმანია ელექტროენერგიის 62.7%-ს განახლებადი ენერგიის წყაროებიდან იღებდა
  • მავნე ნივთიერებების გამოყოფის მატების შედეგად მცენარეები კარგავენ ნახშირორჟანგის შთანთქმის უნარს
  • მსოფლიო ლიდერები პლასტმასის წარმოებაზე ვერ შეთანხმდნენ, მოლაპარაკებები გაგრძელდება
  • ჩამდინარე წყლებში ბაქტერიებს შეუძლიათ დაშალონ პლასტმასი საკვების მისაღებად
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ოთხშაბათი, 21, მაი
ლონდონის მერი პირობას დებს, რომ ჰაერის გაუმჯობესების მიზნით შესაბამის ზომებს მიიღებს
პარასკევი, 2, მაი
2024 წელს გერმანია ელექტროენერგიის 62.7%-ს განახლებადი ენერგიის წყაროებიდან იღებდა
შაბათი, 5, აპრ
მავნე ნივთიერებების გამოყოფის მატების შედეგად მცენარეები კარგავენ ნახშირორჟანგის შთანთქმის უნარს
ოთხშაბათი, 26, მარ
მსოფლიო ლიდერები პლასტმასის წარმოებაზე ვერ შეთანხმდნენ, მოლაპარაკებები გაგრძელდება
სამშაბათი, 14, იან
ჩამდინარე წყლებში ბაქტერიებს შეუძლიათ დაშალონ პლასტმასი საკვების მისაღებად
ხუთშაბათი, 9, იან
ახალი მიმოხილვა ხაზს უსვამს ჰაერის დაბინძურების გავლენას ბავშვების ტვინზე

Welcome back,