GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

ამიერიდან ემპაირ სტეიტ ბილდინგი ქარის ენერგიაზე იმუშავებს

Homepage მსოფლიო ამიერიდან ემპაირ სტეიტ ბილდინგი ქარის ენერგიაზე იმუშავებს
მსოფლიო

ამიერიდან ემპაირ სტეიტ ბილდინგი ქარის ენერგიაზე იმუშავებს

აპრილი 13, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
326 ნახვა

მსოფლიო კიდევ უფრო ეკო-მეგობრული გახდა ემპაირ სტეიტ ბილდინგის წლევანდელი ამუშავების შემდეგ – ყველასთვის საყვარელი ცათამბრჯენი და მისი მფლობელი კომპანიის საკუთრებაში არსებული 13 სხვა საოფისე შენობა მხოლოდ ქარის ენერგიით მარაგდებოდა.

ცათამბრჯენის მფლობელი Empire State Realty Trust აანონსებს თავის გეგმას შეიძინოს ქარის ენერგია კომპანიებისგან Green Mountain Energy და Direct Energy. ამით Empire State Realty Trust გახდება აშშ-ში განახლებად ენერგიაზე მომუშავე ყველაზე დიდი უძრავი ქონებით მსარგებელი კომპანია.

სამწლიანი კონტრაქტი, რომელიც 2021 წლის 1 იანვარს შევიდა ძალაში, გულისხმობს ESRT-ის მფლობელობაში არსებული 10 მილიონი კვადრატული ფუტის ტერიტორიის 300 მილიონი კილოვატ-საათი ენერგიით მომარაგებას.

უძრავი ქონების კომერციული კომპანია მდგრადი განვითარების პოლიტიკის გამტარებელია. ათი წლის განმავლობაში ,,ნახშირბადის ბიოქიმიური ციკლის“ რეფორმის შედეგად ემპაირ სტეიტ ბილდინგმა სათბურის აირების გამოყოფა 40 პროცენტით შეამცირა. ცათამბრჯენი განახლებად ენერგიაზე 2011 წლიდან მოყოლებული მუშაობს.

კომპანიის მფლობელობაში არსებული ყველა შენობის განახლებად ენერგიაზე გადასვლა ნახშირორჟანგის გამოყოფას 225 მილიონი კილოგრამით შეამცირებს. ეს იგივე შედეგია, რაც ნიუ-იურკში არსებული ყველა ტაქსის მუშაობის ერთი წლის შეჩერებით მიიღება.

შენობების ფუნქციონირებისთვის საჭირო ენერგიის გამომუშავება აშშ-ის მიერ სათბურის აირების გამოყოფის ერთ-ერთი მთავარი წყაროა, კერძოდ კი აირების 2/3 ნაწილის გამოყოფა სწორედ ამ მიზეზით არის განპირობებული.

,,უფრო და უფრო მეტი უძრავი ქონების მფლობელი აცნობიერებს მისი საქმიანობის როლს კლიმატური ცვლილებებით გამოწვეული პრობლემების გადაჭრაში“-განაცხადა დონა დე კოსტანცომ, ბუნებრივი რესურსების დაცვის საბჭოს კლიმატისა და სუფთა ენერგიის განხრის დირექტორმა.

ემპაირ სტეიტ ბილდინგის რეფორმის შემდეგ შენობის ექსპლუატაციისთვის საჭირო ყველა წყაროს განაწლებად ენერგიაზე გადაყვანა კომპანიისთვის მომდევნო მნივნელოვანი ნაბიჯია.

კონტრაქტებში კონფიდენციალური პუნქტების მითითებით ESRT უარს ამბობს განახლებადი ენერგიის დოლარის ღირებულებით შესყიდვაზე. ESRT აღნიშნავს, რომ განახლებადი ენერგიის შეძენა უფრო დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ვიდრე ელექტროენერგიის ყიდვა ადგილობრივი კომუნალური კომპანიებისგან.

ანტონი მალკინი, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ამბობს, რომ განახლებად ენერგიაზე გადასვლა არა მხოლოდ ეკო-მეგობრული, არამედ ბიზნეს ნაბიჯიც იყო. კომპანიის ბევრი მოიჯარე ითხოვდა ამ ცვლილებას. ESRT-ის შენობებით მოსარგებლე უამრავი კომპანია კი უკვე ატარებს კორპორაციული მდგრადობის რიგ რეფორმას, მათ შორის ერთ-ერთია ნახშირბადის გამოყოფის შემცირება.

,,ჩვენ გვინდა, რომ მაღალი რანგის კომპანიებთან ვითანამშრომლოთ და იჯარის საფასური გავზარდოთ, რითაც გაგვიმარტივდება საბაზრო კონკურენციასთან განმკლავება“-განაცხადა მალკინმა.

Green Mountain Energy-ის კომერციული გაყიდვების დირექტორი სინდი რეინოლდსი ამბობს, რომ ეს სიმბოლური გამარჯვებაა განახლებადი ენერგიის მომხრეთათვის.

,,როდესაც ESRT-ის რანგის კომპანიაზეა საუბარი, დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ საკითხი ყოველი ასპექტით განიხილება, მათ შორის ფინანსებისა და სანდოობის კუთხით. ეს არ არის უბრალო მარკეტინგული ნაბიჯი. მნიშვნელოვანია ESRT-ის მსგავსი მაგალითების ჩვენება ჩვენი ქვეყნისთვის, რათა თვალსაჩინო იყოს, რომ განახლებადი ენერგია ხელმისაწვდომი და კონკურენტუნარიანია“-განაცხადა რეინოლდსმა.

რეალურად აშშ-ის ელექტროსისტემების ენერგია, რომელიც ამარაგებს ESRT-ის შენობების განათებებსა და ლიფტებს, ძირითად შემთხვევაში არ გამომუშავდება განახლებადი წყაროდან. Green Mountain Energy სახელმწიფოში არსებული სერტიფიცირებული ქარის ტურბინებიდან მოპოვებულ ენერგიას ყიდის, ხოლო Direct Energy-სგან განახლებადი ენერგიის შესყიდვა ტეხასში არსებული მზის პანელებისა და ქარის ტურბინების მუშაობის შედეგად არის შესაძლებელი.

ასეა აგებული განახლებადი ენერგიის შეძენის სისტემა. განსხვავებული ვითარებაა, როდესაც მყიდველი პირდაპირ ქარის ტურბინებიდან ან მზის პანელებიდან ამარაგებს თავის უძრავ ქონებას. განახლებადი ენერგიის ყიდვა ნიშნავს, რომ თქვენ იხდით საფასურს ამ ენერგიის წარმოებისთვის. კომპანიის ახალი კონტრაქტის მიხედვით, კილოვატ-საათი სუფთა ენერგია დაემატება უკვე არსებულ ელექტროენერგიის წყაროებს ESRT-ის მფლობელობაში არსებული შენობების მოსამარაგებლად.

მალკინის მოსაზრებით, თუ გაიზრდება მოთხოვნილება განახლებად ენერგიაზე, შემცირდება გარემოს დამაბინძურებელი ენერგიის გამოყენება.

ქარი ყველაზე ფართოდ გავრცელებული განახლებადი ენერგიის წყაროა აშშ-ში. ენერგოინფორმაციის ადმინისტრაციის მონაცემების მიხედვით, წინა წელს ქვეყნის ელექტროენერგიის 9% ქარის ტურბინების მეშვეობით გამომუშავდა.

საფინანსო საკონსულტაციო კომპანია Lazard გვაწვდის ინფორმაციას, რომ ქარის ტურბინების დაყენება და ამუშავება გაცილებით იაფია თითქმის ყველა სახის წიაღისეულის მომპოვებელი ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ხარჯებთან შედარებით სახელმწიფო სუბსიდირების გარეშეც კი. თუ ხარჯები გამოითვლება გადასახადების გათვალისწინებით, 1000 კილოვატ-საათ ქარის ენერგიის წარმოქმნა დაახლოებით 9$ დაჯდება, ბუნებრივი აირის გამოყენების შემთხვევაში კი-23$.

ნიუ-იორკის ელექტროენერგიის უმეტესი ნაწილი ბუნებრივი აირითა და ატომური ენერგიით წარმოიქმნება, თუმცა 2019 წელს გამოცემული საკანონმდებლო აქტის მიხედვით, დეკადის ბოლოს სახელმწიფოში ელექტროენერგიის 70% განახლებადი ენერგიის წყაროებით უნდა გამომუშავდებოდეს. ნიუ-იორკის მიზანია 2040 წლისთვის აღმოფხვრას ენერგოსისტემების მიერ სათბურის აირების გამოყოფა.

მალკინის მოსაზრებით, ბიზნეს სექტორს დიდი როლი აკისრია მსგავსი ნაბიჯების პოპულარიზაციაში. განახლებად ენერგიაზე გადასვლით ESRT მკაფიო მინიშნებას აძლევს სხვა კომპანიებს, რომ შესაძლებელია ფინანსური მოგებისა და ეკო-მეგობრული გადაწყვეტილებების ერთმანეთთან შეთავსება.

,,ჩვენ ვცდილობთ, რომ მოტივაცია კაპიტალური ინტერესებით გავზარდოთ და არა გატარებული ეკო-პოლიტიკით. თავის მხრივ, ეკო-პოლიტიკით სტიმულირება არ არის ცუდი, თუმცა თუ არის შესაძლებელი მიზნის მიღწევა ბიზნეს ნაბიჯების წინ წამოწევით, ესეც მნიშვნელოვან ბერკეტად მიგვაჩნია“.

 

სტატიაზე მუშაობდა : ნინი თოიძე

 

ნახვები : 16 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
ახალი სწრაფი ველო გზა ტიუბინგენისთვის
შემდეგი პოსტი
რა გავლენას მოახდენს კლიმატის ცვლილება ავიაციაში?

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • “ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობა, ბოლნისის რაიონის სოფელ გეთაში ჩავიდა
  • ლონდონი და მილანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეკრებას უხელმძღვანელებენ
  • ლონდონში დაწყებულია კამპანია შეშის წვის საფრთხეებზე ცნობიერების ასამაღლებლად
  • ნიუკასლის სუფთა ჰაერის ზონა აქტიურდება
  • აშშ-ის მთავრობა ასთმის საშიშროების გამო გაზის ქურების აკრძალვას განიხილავს
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ოთხშაბათი, 22, მარ
“ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობა, ბოლნისის რაიონის სოფელ გეთაში ჩავიდა
ორშაბათი, 20, მარ
ლონდონი და მილანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეკრებას უხელმძღვანელებენ
შაბათი, 11, მარ
ლონდონში დაწყებულია კამპანია შეშის წვის საფრთხეებზე ცნობიერების ასამაღლებლად
კვირა, 26, თებ
ნიუკასლის სუფთა ჰაერის ზონა აქტიურდება
პარასკევი, 24, თებ
აშშ-ის მთავრობა ასთმის საშიშროების გამო გაზის ქურების აკრძალვას განიხილავს
პარასკევი, 24, თებ
გაერთიანებული სამეფოს საზოგადოება უარს ამბობს საზოგადოებაში მოწევაზე, ტრასნპორტის გამონაბოლქვი კი შედარებით მისაღები რჩება

Welcome back,