GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

რა გავლენას მოახდენს კლიმატის ცვლილება ავიაციაში?

Homepage მსოფლიო რა გავლენას მოახდენს კლიმატის ცვლილება ავიაციაში?
მსოფლიო

რა გავლენას მოახდენს კლიმატის ცვლილება ავიაციაში?

აპრილი 13, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
342 ნახვა

კლიმატის სწრაფმა ცვლილებამ  გავლენა მოახდინა ამინდის გლობალურ პირობებსა და ასევე საჰაერო მიმოსვლაზე – მაგალითად, ძლიერი ქარიშხლების ან უკიდურესად ცხელი და ცივი პერიოდის განმავლობაში შეჩერებულია საჰაერო მიმოსვლაც. გლობალური დათბობისა და კლიმატის ცვლილების შეზღუდვის მიზნით გაერომ პარიზის შეთანხმებაში კლიმატის სპეციფიკური მიზნები დასახა: დედამიწის ზედაპირის ტემპერატურა საუკუნის ბოლოს ორ გრადუსზე მეტად არ უნდა გაიზარდოს, სასურველია ცვლილება ნახევარ გრადუსამდე მერყეობდეს. ეს ე. წ. ორგრადუსიანი თამასა მიზნად ისახავს თავიდან აცილოს პოლარული ყინულის საფარის მთლიანად გადნობა და კლიმატის გლობალური სისტემის ჩამონგრევა. ამის ფონზე გაეროს საავიაციო ორგანიზაციის ICAO-ის წევრმა სახელმწიფოებმა 2016 წლის ოქტომბერში მიიღეს საჰაერო მიმოსვლის შედეგად წარმოქმნილი ნახშირორჟანგის კომპენსაციის გლობალური სისტემა, რომელიც ძალაში შევა 2020 წელს. ეს საავიაციო ინდუსტრიას აქცევს მსოფლიოში პირველ და ჯერჯერობით ერთადერთ სამრეწველო სექტორად, რომელსაც გააჩნია კლიმატის დაცვის საკუთარი საბაზრო ინსტრუმენტი.

გლობალური დათბობის შედეგები საჰაერო მიმოსვლაზე დღეს უკვე აშკარად იგრძნობა. უდიდესი გავლენა აქვს ატმოსფერულ ცვლილებებს, როგორიცაა ქარიშხლები და ელჭექი. ეს არა მარტო იწვევს ქარიშხლების მაღალ სიხშირეს, არამედ მათ უფრო ძლიერ გამოვლინებასაც, მათ შორის ისეთ ტერიტორიებზე, რომლებისთვისაც ასეთი ამინდი დამახასიათებელი არ არის. მაგალითად, ხმელთაშუა ზღვის რეგიონში კუმულუსის ღრუბლები სულ უფრო და უფრო იზრდება და რთულია მათი ცვლილების შეფასება. ასევე იზრდება საჰაერო ხომალდების  დაზიანების რისკი, მაგალითად,  სეტყვის დროს შესაძლებელია ნალექის დიდი ნაწილი მოხვდეს თვითმფრინავების ტურბინებში და დააზიანოს ისინი. ამგვარი ლოკალური მოვლენების შედეგები მოკლევადიან პერიოდშიც კი პროგნოზირებადია, უფრო დიდი ფენომენებისგან განსხვავებით, რომლებიც დაფარულია გლობალურად ორგანიზებული სისტემებით, როგორიცაა „მსოფლიო არეალის პროგნოზის მოდელები”. ბევრ რეგიონში, მაღალმთიანი დინების (რეაქტიული ნაკადების) გაძლიერება და გადაადგილება ასევე იწვევს საჰაერო ხომალდით მგზავრობისას ტურბულენტობის გაზრდას. მაგალითად, ყველაზე ხშირად ეს ხდება ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში.

კიდევ ერთი ფენომენი, რომელიც გავლენას ახდენს საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლაზე, არის ზღვის დონის მომატება პოლარული ყინულის დნობის გამო. საუკუნის ბოლოსთვის იგი სავარაუდოდ 40 სანტიმეტრით გაიზრდება. მყინვარების დნობა და ზღვის დონის მომატება გამოიწვევს ქარიშხლის ტალღების წარმოქმნასა და წყალდიდობებს, განსაკუთრებით ტბის მახლობლად მდებარე აეროპორტებსა და ტროპიკულ კუნძულებზე, რაც მოითხოვს დამცავ ზომებს, მაგალითად, კაშხლებსა ან სადრენაჟე ტუმბოებს.

ხშირია სეზონური ცვლილებები, როგორებიცაა ტროპიკული ნალექი და შედეგად გამოწვეული ტროპიკული შტორმები – ეს ყოველთვის ხდება იქ, სადაც მაღალი მთები თბილ ზღვებს ემიჯნება. აქ შესაძლებელია ავიაციაზე ზემოქმედების გათვალისწინება, მაგალითად, ფრენის ოპტიმიზირებული მარშრუტების ან თვითმფრინავის უფრო სტაბილური დიზაინის საშუალებით.

გადაწყვეტილებების ერთად შემუშავება

საერთო ჯამში, მზარდი კლიმატური მოვლენების ფონზე, გლობალურად ერთგვაროვან ეფექტებზე საუბარი შეუძლებელია, ვინაიდან კლიმატური პირობები და ამინდის მოვლენები მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვადასხვა რეგიონში და, შესაბამისად, სხვადასხვაგვარად იჩენს თავს მომავალში. ამიტომ ახალი პირობები მოითხოვს მრავალმხრივ მიდგომას, რომელიც ავიაციაში დანერგილ პრაქტიკას შეუსაბამებს კლიმატური ცვლილებებით გამოწვეულ რისკებს. მრეწველობამ და მეცნიერებამ აქ ერთად უნდა იმუშაოს, რათა შეიქმნას პროგნოზირების მოდელები და სტრატეგიები მომავლისთვის.

სტატიაზე მუშაობდა : მაია თავაძე და ნინი თოიძე

წყარო https://www.klimaschutz-portal.aero/faq/wie-wirkt-sich-der-klimawandel-auf-den-luftverkehr-aus/?gclid=Cj0KCQiA4L2BBhCvARIsAO0SBda4mWDH3773LyGSPCyiLuUVFC_RBl-c56vUETBYCwbTH4WcYtzRbDoaAjIzEALw_wcB

ნახვები : 34 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
ამიერიდან ემპაირ სტეიტ ბილდინგი ქარის ენერგიაზე იმუშავებს
შემდეგი პოსტი
ანალიზური კვლევა: 21-ე საუკუნეში ექსტრემალურმა კლიმატურმა პირობებმა 480 000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • “ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობა, ბოლნისის რაიონის სოფელ გეთაში ჩავიდა
  • ლონდონი და მილანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეკრებას უხელმძღვანელებენ
  • ლონდონში დაწყებულია კამპანია შეშის წვის საფრთხეებზე ცნობიერების ასამაღლებლად
  • ნიუკასლის სუფთა ჰაერის ზონა აქტიურდება
  • აშშ-ის მთავრობა ასთმის საშიშროების გამო გაზის ქურების აკრძალვას განიხილავს
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ოთხშაბათი, 22, მარ
“ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობა, ბოლნისის რაიონის სოფელ გეთაში ჩავიდა
ორშაბათი, 20, მარ
ლონდონი და მილანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეკრებას უხელმძღვანელებენ
შაბათი, 11, მარ
ლონდონში დაწყებულია კამპანია შეშის წვის საფრთხეებზე ცნობიერების ასამაღლებლად
კვირა, 26, თებ
ნიუკასლის სუფთა ჰაერის ზონა აქტიურდება
პარასკევი, 24, თებ
აშშ-ის მთავრობა ასთმის საშიშროების გამო გაზის ქურების აკრძალვას განიხილავს
პარასკევი, 24, თებ
გაერთიანებული სამეფოს საზოგადოება უარს ამბობს საზოგადოებაში მოწევაზე, ტრასნპორტის გამონაბოლქვი კი შედარებით მისაღები რჩება

Welcome back,