GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ახალი მოდელირების თანახმად, ხეებს შეუძლიათ მეტი CO2-ის შთანთქმა კლიმატის კრიზისის შესამცირებლად

Homepage შემეცნებითი ახალი მოდელირების თანახმად, ხეებს შეუძლიათ მეტი CO2-ის შთანთქმა კლიმატის კრიზისის შესამცირებლად
შემეცნებითი

ახალი მოდელირების თანახმად, ხეებს შეუძლიათ მეტი CO2-ის შთანთქმა კლიმატის კრიზისის შესამცირებლად

აპრილი 30, 2024
By GREENPOLE
0 კომენტარი
816 ნახვა
ნახვები : 241
  • მკვლევრებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მათი დასკვნები არ ნიშნავს მთავრობების მხრიდან ძალისხმევის შენელებას ნახშირბადის ემისიების შესამცირებლად კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში.
  • მეცნიერებისთვის დღემდე არ არის ნათელი, თუ რა გავლენას იქონიებს მცენარეების მიერ ნახშირბადის შთანთქმაზე ტემპერატურის, ნალექისა და ნახშირორჟანგის დონეების ცვლილება კლიმატური კრიზისის გაუარესების ფონზე.
  • ამგვარი პროგნოზები მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილების პრობლემის იმ ბუნებრივი მეთოდებით გადასაწყვეტად, როგორებიცაა: ტყეების აღდგენა და გაშენება, ასევე იმის გასარკვევად, თუ რამდენი ნახშირბადის შთანთქმა შეუძლია ამგვარ ინიციატივებს.

ცნობილია, რომ ხეებსა და სხვა მცენარეებს აქვთ ჰაერის გაწმენდის უნარი, უზრუნველყოფენ რა ჟანგბადით ჩვენი პლანეტის მილიონობით სახეობას. ახალი ხეების დარგვა და უკვე არსებულთა შენარჩუნება ერთ–ერთი სტრატეგიაა, რომელიც გამოიყენება კლიმატის კრიზისის შედეგების შესამცირებლად.

უფრო რეალისტურ მოდელირებაზე დაყრდნობით, ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ მცენარეებს შეუძლიათ შთანთქან ადამიანის საქმიანობით წარმოქმნილი უფრო მეტი ნახშირორჟანგი, ვიდრე ადრე იყო დაანგარიშებული.

თუმცა მკვლევრებმა ხაზგასმით აღნიშნეს დუბლინის ტრინიტის კოლეჯის პრესგამოშვებაში, რომ მათი დასკვნები არ ნიშნავს მთავრობების მხრიდან ძალისხმევის შენელებას ნახშირბადის ემისიების შესამცირებლად კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში.

მცენარეები შთანთქავენ ნახშირბადს ატმოსფეროდან და გარდაქმნიან მას შაქრად, რომელიც გამოიყენება მეტაბოლიზმისა და ზრდისთვის ფოტოსინთეზის პროცესის მეშვეობით.

„ყოველწლიურად, მცენარეები შთანთქავენ ნახშირორჟანგის (CO2) მნიშვნელოვან რაოდენობას, რითიც ანელებენ კლიმატის ცვლილების მავნე ზემოქმედებას, თუმცა რა რაოდენობის CO2-ის შთანთქმას გააგრძელებენ ისინი მომავალში, გაურკვეველია“, – განაცხადა პრესგამოშვებაში კვლევის წამყვანმა ავტორმა, დოქტორ იურგენ კნაუერმა, დასავლეთ სიდნეის უნივერსიტეტის ჰოქსბერის გარემოს დაცვის ინსტიტუტიდან. „ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ კარგად დამკვიდრებული კლიმატის მოდელი, რომელიც გამოიყენება კლიმატის პროგნოზირებისათვის ისეთი ორგანიზაციების მიერ როგორიცაა „კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი პანელი“ (IPCC), პროგნოზირებს ნახშირბადის უფრო ძლიერ და მდგრად შთანთქმას 21-ე საუკუნის ბოლომდე. ეს პროგნოზი განპირობებულია იმ კრიტიკული ფიზიოლოგიური პროცესებით, რომლებიც არეგულირებენ მცენარეების ფოტოსინთეზს“.

მეცნიერებისთვის დღემდე არ არის ნათელი, თუ რა გავლენას იქონიებს მცენარეების მიერ ნახშირბადის შთანთქმაზე ტემპერატურის, ნალექისა და ნახშირორჟანგის დონეების ცვლილება კლიმატური კრიზისის გაუარესების ფონზე. მაგალითად, უფრო ექსტრემალურმა სიცხემ და გვალვამ შეიძლება მნიშვნელოვნად დააქვეითონ ხმელეთის ეკოსისტემების მიერ ნახშირბადის შთანთქმის უნარი.

„ჩვენ გავითვალისწინეთ ისეთი ასპექტები, როგორებიცაა: რამდენად ეფექტურად შეუძლია ნახშირორჟანგს გადაადგილება ფოთლის შიგნით, როგორ ერგებიან მცენარეები ტემპერატურის ცვლილებას და ყველაზე ეკონომიურად როგორ ანაწილებენ საკვებ ნივთიერებებს თავიანთ საფარში. ეს არის სამი, მართლაც მნიშვნელოვანი მექანიზმი, რომელიც გავლენას ახდენს მცენარის უნარზე, „გამოაკეთოს“ ნახშირბადი. მიუხედავად ამისა, გლობალური მოდელების უმეტესობაში ისინი იგნორირებულია“, – განაცხადა კნაუერმა.

კვლევა, „მომავალი კლიმატის პირობებში უფრო მაღალი გლობალური მთლიანი პირველადი პროდუქტიულობა (მპპ), ფოტოსინთეზის განახლებული მონაცემებით“, გამოქვეყნდა ჟურნალში Science Advances.

ახალ მოდელირებაში განხილულია კლიმატის სცენარი მაღალი ემისიებით, რათა შეემოწმებინათ, თუ როგორ ირეაგირებს მცენარე და მისი ნახშირბადის შთანთქმის უნარი მსოფლიო კლიმატის ცვლილებაზე 2100 წლამდე, ნათქვამია პრესგამოშვებაში.

მკვლევართა ჯგუფმა შეისწავლა მოდელის სხვადასხვა სირთულის ვერსიები, სადაც მცენარეების ფიზიოლოგიური პროცესები რეალისტურად იყო ასახული. ყველაზე მარტივ ვერსიაში არ იყო გათვალისწინებული ფოტოსინთეზის სამი არსებითი ფიზიოლოგიური მექანიზმი, ხოლო ყველაზე რთულ ვერსიაში სამივეს გათვალისწინება მოხდა.

მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ უფრო რთული მოდელები თანმიმდევრულად პროგროზირებდნენ ნახშირბადის შთანთქმის ზრდას მთელი პლანეტის მასშტაბით ანუ პროცესები ერთმანეთს აძლიერებდნენ როგორც რეალურ სამყაროში, როცა ძალები ერთიანდება.

იმის გამო, რომ ხმელეთის ბიოსფეროს მოდელების უმეტესობა, რომლებიც გამოიყენება გლობალური ნახშირბადის შთანთქმის შესაფასებლად, განლაგებულია ამ სირთულის დიაპაზონის ქვედა ნაწილში, მოხდა მისი მხოლოდ ნაწილობრივ გათვალისწინება ან საერთოდ უგულებელყოფა. ამჟამად ჩვენ სათანადოდ არ ვაფასებთ კლიმატის ცვლილების გავლენას მცენარეულ საფარზე, ასევე მის მდგრადობას კლიმატის ცვლილებების მიმართ. ჩვენ ხშირად განვიხილავთ კლიმატურ მოდელებს მხოლოდ ფიზიკასთან მიმართებაში, თუმცა ბიოლოგია თამაშობს უზარმაზარ როლს და ეს არის ის, რაც ჩვენ ნამდვილად უნდა გავითვალისწინოთ“, – განაცხადა პრესგამოშვებაში კვლევის ერთ-ერთმა მონაწილემ სილვია კალდარუმ, ტრინიტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სკოლის ასისტენტ-პროფესორმა.

კალდარაუმ ასევე აღნიშნა, რომ კვლევის შედეგები დაეხმარება მეცნიერებს, უკეთ შეაფასონ პოტენციური გადაწყვეტილებები ბუნებრივ სამყაროში არსებულ კლიმატის კრიზისთან მიმართებით.

„ამგვარი პროგნოზები მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილების პრობლემის იმ ბუნებრივი მეთოდებით გადასაწყვეტად, როგორებიცაა: ტყეების აღდგენა და გაშენება, ასევე იმის გასარკვევად, თუ რამდენი ნახშირბადის შთანთქმა შეუძლია ამგვარ ინიციატივებს. ჩვენი კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ამ მიდგომებს შეიძლება ჰქონდეს უფრო დიდი გავლენა კლიმატის ცვლილების შემცირებაზე და უფრო ხანგრძლივი პერიოდით, ვიდრე ჩვენ ვვარაუდობდით,” – თქვა კალდარუმ. „თუმცა, მხოლოდ ხეების დარგვა ყველა პრობლემას ვერ გადაჭრის. ჩვენ აუცილებლად უნდა შევამციროთ ემისიები ყველა სექტორში. მარტო ხეები ვერ უზრუნველყოფენ კაცობრიობას ნახშირორჟანგის ციხიდან გათავისუფლების უფასო ბარათით. ”

სტატიაზე მუშაობდა: თაკო ოზბეტელაშვილი, ტედ დევისი

წყარო: Ecowatch.com

30 აპრილი 2024 წელი


წინა პოსტი
მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის შენობის შიდა ჰაერის დაბინძურება ატმოსფერულ დაბინძურებაზე უარესია- დაისონის ანგარიში
შემდეგი პოსტი
მოდის კომპანიების „კლიმატური“ პროგრესი

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,