GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
      • EnglishEnglish
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

ახალი კვლევების თანახმად, საავტომობილო საცობები დაბალწონიანი ბავშვების დაბადებას იწვევს

Homepage შემეცნებითი ახალი კვლევების თანახმად, საავტომობილო საცობები დაბალწონიანი ბავშვების დაბადებას იწვევს
შემეცნებითი

ახალი კვლევების თანახმად, საავტომობილო საცობები დაბალწონიანი ბავშვების დაბადებას იწვევს

ივნისი 18, 2023
By GREENPOLE
0 კომენტარი
926 ნახვა
ნახვები : 328
  • ბოსტონის უნივერსიტეტმა აშშ-ში ახალი კვლევა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, საცობებით გამოწვეული ჰაერის დაბინძურება ახალშობილთა წონის 9 გრამით კლებას იწვევს
  • მკვლევრების თანახმად, ეს მშობიარე ქალების 27%-ზე აისახა, განსაკუთრებულ საფრთხეშია დიდი ავტომაგისტრალების ახლოს მცხოვრები ხალხი
  • ამგვარი წონის კლება, მართალია, სამედიცინო თვალსაზრისით კრიტიკული არ ჩანს, თუმცა მომავალში შეიძლება ადამიანებში სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემებით დასრულდეს

 

უამრავი კვლევა ადასტურებს, თუ რა ნეგატიურ გავლენას ახდენს ადამიანების ჯანმთელობაზე ავტომობილების გამონაბოლქვით დაბინძურებული ჰაერი. თუმცა კონკრეტულად საავტომობილო საცობების უარყოფით გავლენებზე სამეცნიერო კვლევევის მონაცემები ძალზე მწირია.

ბოსტონის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის (Boston University School of Public Health (BUSPH) წარმომადგენლების ხელმძღვანელობით ჩატარებულ კვლევაში გამოვლინდა, რომ გადატვირთული საგზაო მოძრაობა შესაძლოა იწვევდეს დაბალწონიანი ბავშვების დაბადებას.

ჟურნალ „მეცნიერების პროგრესში“ (Science Advances) გამოქვეყნებულ კვლევაში ხაზგასმულია, რომ დატვირთულ გზებთან ახლოს მცხოვრებ შმობლებს 9 გრამით უფრო დაბალწონიანი შვილები შეეძინათ. 11 მლნ ადამიანზე მეტი ცხოვრობს მაგისტრალებიდან 150 მეტრში. აშშ-შო ყოველწლიურად 1.3 მლნ-მდე ორსული ქალი, ანუ ქვეყნის მასშტაბით ფერტილურ ასაკში მყოფი ქალების 27%, გადატვირთული საგზაო მოძრაობის ნეგატიურ შედეგებს იგრძნობს.

„წლების განმავლობაში ვადგენდით დეტალურ მოდელებს ჰაერის დაბინძურების დონის პროგნოზირებისათვის, მაგრამ საცობების ნეგატიურ გავლენას არ ვითვალისწინებდით, რადგან ამ უკანასკნელის ფართომასშტაბიანი გაზომვა შეუძლებელი იყო. თუ 10.000 მანქანა გზაზე  stop-and-go რეჟიმში მოძრაობს, ჰაერი უარესად დაბინძურდება, ვიდრე ამავე რაოდენობის ავტომობილს ნორმალური სიჩქარით რომ ემოძრავა. ჩვენი კვლევის შედეგები ცხადჰყოფს, რომ საცობები ჯანმრთელობაზე ნეგატიურად აისახება. თუმცა მსგავსი თემა აქამდე ეკოლოგიურ კვლევებში დისკუსიის საგანი არ ყოფილა, რაც უნდა შეიცვალოს,“ – ამბობს დოქტორი მერი უილისი, კვლევის ხელმძღვანელი და რესპოდენტი, ბოსტონის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგიის კათედრის დოცენტი.

1982 წლიდან მოყოლებული აშშ-ის მასშტაბით საავტომობილო საცობები და საგზაო მოძრაობის შეფერხებების ზრდა შეინიშნებოდა. მკვლევრების ყურადღება მიიქცია პოტენციური კავშირების არსებობა ახალშობილი ჩვილების დაბალწონიანობასა და საავტომობილო საცობებით გამოწვეულ დაბინძურებულ ჰაერს შორის. ჩვილის ნორმაზე დაბალი წონა დაბადებისას სერიოზულ ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს, როგორებიცაა სუნთქვის გაძნელება, გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, დაქვეითებული გონებრივი შესაძლებლობები და ნაადრევი სიკვდილიანობაც კი.

ეს პირველი კვლევაა, რომელშიც საცობებით დაბინძურებული ჰაერისგან გამოწვეული შობადობის პრობლემებია შესწავლილი. მსგავსი მასშტაბური კვლევების ჩატარება დიდ მანძილზე საკმაოდ რთულია. უილისმა და მისმა კოლეგებმა გამოიყენეს თითქმის 580.000 დაბალწონიანი ჩვილის დაბადების მოწმობა ტეხასიდან და შედარებისთვის გაზომეს გზებზე საავტომობილო საცობების ინტენსიობა მანქანებში დამონტაჟებული მოწყობილობებიდან და მოძრაობის სიჩქარის გამზომი ხელსაწყოებიდან მონაცემთა ანალიზის მეშვეობით. ჰაერის დაბინძურების დონის, ტრანსპორტის ხმაურისა და სხვა გარემოებების ზემოქმედების ანალიზის შემდეგ დადგინდა, რომ ავტომაგისტრალებთან ახლოს მცხოვრები დედები, საცობების უფრო დიდ გავლენა განიცდიან, ვიდრე გზებისგან მოშორებით მცხოვრები ქალები. ამათგან 260.000 ორსული ქალი კი ყველაზე ინტენსიური საგზაო მოძრაობის არეალში ცხოვრობს.

მართალია, ახალშობილი ჩვილების წონა სულ რაღაც 9 გრამით შემცირდა, მკვლევრები შიშობენ, რომ ეს სიტუაცია საგანგაშოა მოსახლეობის ჯანმრთელობისთვისა და გარემოსთვის.

„წონის კლება 9 გრამით არ არის კლინიკურად მნიშვნელოვანი შედეგი, მაგრამ მიგვანიშნებს, რომ ზოგიერთ ბავშვს შეიძლება, მომავალში ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნას,“ – ამბობს უილისი. „თუ გავამრავლებთ ამ საერთო რიცხვს 27%-ზე, რადგან ვიცით, რომ სწორედ ესაა ყველაზე გადატვირთული საავტომობილო მოძრაობის ზონაში შობადობის მაჩვენებელი, მივხვდებით, რომ ახალშობილების წონის თუნდაც ასეთი ერთი შეხედვით უმნიშვნელო კლება პოტენციურად მოსახლეობისთვის ზიანის მომტანია.“

ამ კვლევის შედეგების გამოყენება შესაძლებელია შტატის დონეზე საცობების პრობლემის მოგვარებისთვის ზომების მისაღებად, რადგან, გამონაბოლქვის გავლენასთან ბრძოლისგან განსხვავებით, ეს ადგილობრივი თვითმმართველობის და არა ფედერალური სამსახურების იურისდიქციაშია. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ შეფერხებული მოძრაობა საცობებში უფრო მუხრუჭებისა და საბურავების დამატებით ცვეთის გამო ზრდის ჰაერის დაბინძურებას. ეს პრობლემა სრულად ვერ მოგვარდება გაზზე მომუშავე მანქანებისგან გამონაბოლქვის შემცირებით.

„არსებული კვლევები ცხადჰყოფენ, რომ მცირედმა ცვლილებებმაც კი ადგილობრივ დონეზე შესაძლოა, შეამციროს ჰაერის დაბინძურება ვრცელ არეალში,“ – ამბობს უილისი. „შეიძლება ხმისა და მცენარეების ბარიერების დაყენება, ან ზონირების პრინციპის გამოყენება და სკოლის ან საბავშო ბაღის მშენებლობის აკრძალვა მაგისტრალთან ახლოს. უფრო კომპლექსური ზომებია მოძრაობის კონტროლი ელექტრონული გადახდის აპარატებით, ან საცობების პირობებში დამატებითი გადასახადების დაწესება.“

მომავალში გუნდი გეგმავს, შეისწავლოს, თუ რა როლს თამაშობენ საცობები სოციალურ-ეკონომიკური და რასობრივი ფაქტორების გათვალისწინებით, განსაკუთრებით, როგორ იცვლებოდა სიტუაცია დროთა განმავლობაში ურბანიზაციისა და ჯენთრიფიკაციის[1] შედეგად დიდი ქალაქებში.

[1] ქალაქების დანგრეული და დეგრადირებული უბნების აღდგენა-რეკონსტრუქცია, მათში უფრო შეძლებული მოსახლეობის მოზიდვის მიზნით.

 

სტატიაზე მუშაობდა : თაკო ჩუმაშვილი

წყარო : www.news-medical.net

19 ივნისი 2023 წელი.


წინა პოსტი
აშშ-ს ნავთობისა და გაზის ინდუსტრიისგან გამოყოფილი ჰაერის დაბინძურება 7500 ადამიანს კლავს
შემდეგი პოსტი
ვიზიტი ჭიათურაში

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,