ახალი კვლევები ჰაერის დაბინძურებას მკერდის კიბოსა და სუიციდს უკავშირებენ
-
ახალი კვლევის მიხედვით იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მეტად დაბინძურებულ ადგილებში ცხოვრობენ მკერდის კიბოს გაჩენის რისკიც მაღალია.
-
აშშ-ში წარსულში არსებული ჰაერის მაღალი დაბინძურების გამო უამრავ ასაკოვან ადამიანს აქვს მკერდის სიმსივნე.
-
სუიციდის მაჩვენებელი ბოლო ორ ათწლეულში 30%-ით გაიზარდა და იგი კვლავ განაგრძნობს ზრდას.
ახალი კვლევის მიხედვით ჰაერის მყარი ნაწილაკებით დაბინძურება კავშირშია მკერდის კიბოს გაზრდილ მაჩვენებელთან, ხოლო ტყის ხანძრები – სუიციდის რისკებთან.
პირველი კვლევა აშშ-ს გარემოსა და ჯანდაცვის მეცნიერებების ეროვნულმა ინსტიტუტმა ჩაატარა. ინსტიტუტი 250 000-მდე ქალს აკვირდებოდა, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს დიეტისა და ჯანმრთელობის შესწავლაში 1995-96 წლებში. ქალები დაახლეობით 62 წლის იყვნენ და მათზე დაკვირვება 20 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. მათგან 15 870-ს მკერდის კიბო დაუდგინდა.
ქალებში, რომლებიც სწავლამდე ცხოვრობდნენ მეტად დაბინძურებულ არეალებში, მკერდის კიბოს მეტი შემთხვევა გამოვლინდა.
კვლევის ავტორი, NIEHS-ის „გარემოსა და კიბოს ეპიდემიოლოგიური ჯგუფის“ თავჯდომარე ალექსანდრა ვაითი ამბობს: „გამოვლინდა, რომ იმ ადგილებში, სადაც ჰაერის PM2.5-ით დაბინძურება მაღალია მკერდის კიბოს გაჩენის სიხშირეც 8%-ით მაღალია. მიუხედავად იმისა, რომ ეს შედარებით მოკრძალებული ზრდაა, კვლევის შედეგები მაინც მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ ჰაერის დაბინძურება გავლენას ახდენს თითქმის ყველაზე. ეს კვლევა იმ ლიტერატურას ემატება, რომელიც ამტკიცებს, რომ ჰაერის დაბინძურება მკერდის კიბოსთანაა კავშირში.“
რენა ჯოუნსი, კვლევის უფროსი ავტორი, ამბობს: „კვლევის მნიშვნელოვანი ძლიერი მხარეა ის, რომ იგი ჰაერის დაბინძურების ისტორიულ დონეებს ეხება. მკერდის კიბოს განვითარებისთვის მრავალი წელია საჭირო; წარსულში ჰაერის დაბინძურების დონე მაღალი იყო, რაც კავშირშია მკერდის კიბოს განვითარების მაშინდელ მაღალ მაჩვენებელთან.“
ამ კვლევის პარალელურად, მასაჩუსეტსის უნივერსიტეტი, ავსტრალიის მონაშის უნივერსიტეტი და გერმანიის შრომითი ეკონომიკის ინსტიტუტი იკვლევდნენ მყარი ნაწილაკების გავლენას მენტალურ ჯანმრთელობაზე.
ისინი ეყრდნობოდნენ ისეთ მონაცემებს, როგორიცაა აშშ-ში 2007-2019 წლებში: სუიციდის შემთხვევის რაოდენობა, სატელიტით დადგენილ ხანძრებისგან გამოწვეული კვამლი და PM2.5 მყარი ნაწილაკების კონცენტრაცია.
მათ ასევე აღმოაჩინეს, რომ მართალია ცუდი ჰაერის ხარისხი სუიციდის რისკებს ზრდიდა, თუმცა ეს ფაქტი ძირითადად სოფლად ვლინდებოდა და ძირითადად მოიცავდა სამუშაო ასაკის მქონე თეთრ მამაკაცებსა და სოფლელ ზრდასრულებს, რომელთაც არ ჰქონდათ კოლეჯის განათლება მიღებული.
დევიდ მოლიტორი, კვლევის თანაავტორი, ამბობს: „ჩვენ ვერ ვასკვნით კავშირს ჰაერის ხარისხსა და სუიციდს შორის ურბანულ ზონებში. სოფლად სუიციდის მაჩვენებელი 36%-ით აღემატებოდა სუიციდის მაჩვენებელს ურბანულ სივრცეებში, ამიტომაც ჩვენი კვლევა ძირითადად სოფლის მოსახლეობას ეხება.
„სუიციდის მაჩვენებელი ბოლო ორ ათწლეულში 30%-ით გაიზარდა; 2020 წელს სუიციდი მეოთხე გამომწვევი მიზეზია სიცოცხლის დასრულების 65 წლამდე. იგი საგრძნობლად მომატებულია და ასევე საკმაოდ უთანასწოროც დემოგრაფიულ ჯგუფებში. იგი ინტენსიურად მაღალია სოფლად, ვიდრე ქალაქებში და ეს სხვაობა კიდევ უფრო იზრდება.“
„ჰაერის ხარისხის გავლენის გაცნობიერება მენტალურ ჯანმრთელობაზე აუცილებელია ეფექტური სტრატეგიების განსავითარებლად, რათა დავიცვათ დაუცველი ჯგუფები და გავზარდოთ მოსახლეობის გამძლეობა ცუდი ჰაერის ხარისხის მიმართ“.
*ეს პუბლიკაცია ან ვიდეო შექმნილია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ორგანიზაცია „მწვანე პოლუსი და ჩემი ქალაქი მკლავს“ და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.
პროექტს “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა” ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).
სტატიაზე მუშაობდნენ: მარიამ სიხარულიძე, იამზე მარკოიძე
წყარო: Airqualitynews.com
15 იანვარი 2024 წელი