GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
      • EnglishEnglish
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

ახალი კვლევა ჰაერის დაბინძურებას, სიცხეს, ნახშირორჟანგს, ხმაურსა და უძილობას ერთმანეთს უკავშირებს.

Homepage შემეცნებითი ახალი კვლევა ჰაერის დაბინძურებას, სიცხეს, ნახშირორჟანგს, ხმაურსა და უძილობას ერთმანეთს უკავშირებს.
შემეცნებითი

ახალი კვლევა ჰაერის დაბინძურებას, სიცხეს, ნახშირორჟანგს, ხმაურსა და უძილობას ერთმანეთს უკავშირებს.

ნოემბერი 12, 2023
By GREENPOLE
0 კომენტარი
1048 ნახვა
ნახვები : 326

ჰაერის დაბინძურება, თბილი საძინებელი, ნახშირორჟანგის მაღალი დონე და ხმაური, შესაძლოა, უარყოფითად მოქმედებს ძილზე, ვარაუდობენ პენსილვანიის უნივერსიტეტისა და პერელმანის სამედიცინო სკოლის მკვლევარების მიერ ჩატარებული კვლევით.

კვლევა, რომელიც  Sleep Health-ში გამოქვეყნდა, არის ერთ-ერთი პირველი, რომელმაც გაზომა გარემოს ცვლადები და გააანალიზა მათი ასოციაცია ძილის ეფექტურობასთან – ძილში გატარებული დრო, ძილისთვის ხელმისაწვდომ დროსთან შედარებით. ანალიზმა აჩვენა, რომ 62 მონაწილისგან შემდგარ ჯგუფში, რომლებიც ორი კვირის განმავლობაში აქტიურად აკონტროლებდნენ აქტივობის მონიტორებსა და ძილის ჟურნალებს,  საძინებლის ჰაერის დაბინძურების მაღალი დონე (ნაწილაკების <2,5 მიკრომეტრი ან PM2,5), ნახშირორჟანგი, ხმაური და ტემპერატურა დაკავშირებული იყო ძილის ეფექტურობის შემცირებასთან.

“ეს დასკვნები ხაზს უსვამს გარემოს მნიშვნელობას მაღალი ხარისხის ძილზე”, – თქვა კვლევის წამყვანმა ავტორმა მათიას ბასნერმა, (მედიცინის დოქტორი, პროფესორი და ფსიქიატრიის განყოფილების ძილისა და ქრონობიოლოგიის განყოფილების დირექტორი.)

სამუშაო და ოჯახური ვალდებულებების გარდა, რომლებიც დროში ძილს ეჯიბრება, მზარდი ურბანიზაციისა და კლიმატის ცვლილების გამო სწრაფად ცვალებადი გარემო, როგორც ჩანს, ართულებს ხარისხიან ღამის ძილს. არაადეკვატური ხანგრძლივობის ან არაადეკვატური ეფექტურობის ძილი, ხშირი შეფერხების გამო, გავლენას ახდენს სამუშაოს პროდუქტიულობასა და ცხოვრების ხარისხზე. ის ასევე დაკავშირებულია ქრონიკული დაავადებების უფრო მაღალ რისკთან, მათ შორის, გულის დაავადებებთან, მეორე ტიპის დიაბეტთან, დეპრესიასა და დემენციასთან. ეს კვლევა ერთ-ერთია იმ კვლევებს შორის, რომლებიც განიხილავდნენ კავშირებს ძილსა და გარემოში არსებულ ფაქტორებს შორის, როგორიცაა ხმაური და ტემპერატურა.

კვლევა ჩატარდა Penn Medicine-ისა და ლუისვილის უნივერსიტეტის კრისტინა ლი ბრაუნის გარემოს ინსტიტუტის თანამშრომლობით, რომელსაც ხელმძღვანელობს არუნი ბჰატნაგარი. მკვლევრებმა მონაწილეები ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მიერ დაფინანსებულ „Green Heart“ პროექტში შეიყვანეს, რომელიც იკვლევს 8000 ზრდასრული ხის დარგვის გავლენას, ლუისვილის მაცხოვრებლების გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობაზე.

გარემოს თითოეული გაზომილი ცვლადისთვის მკვლევრებმა შეადარეს ძილის ეფექტურობა ექსპოზიციის დროს ყველაზე მაღალი დონის 20 პროცენტთან შედარებით, დაბალი 20 პროცენტით. ამ ანალიზის საშუალებით მათ აღმოაჩინეს, რომ მაღალი ხმაური დაკავშირებულია ძილის ეფექტურობის დაქვეითებასთან. ძილის გარემოს ორ სხვა ცვლადს, ფარდობით ტენიანობას და ბარომეტრულ წნევას, არ ჰქონდა მნიშვნელოვანი კავშირი მონაწილეთა შორის ძილის ეფექტურობასთან.

საინტერესოა, რომ მხოლოდ საძინებლის ტენიანობა ასოცირდება კითხვარებით შეფასებულ ძილის შედეგებთან, ასე რომ, რაც უფრო მაღალია ტენიანობა უფრო დაბალია ძილის  ხარისხი. აქედან ვარაუდობენ, რომ კითხვარებზე დაფუძნებულმა კვლევებმა, შეიძლება გამოტოვოს მნიშვნელოვანი ასოციაციები, რომლებიც ადვილად გამოვლენილია ძილის ობიექტური ზომებით. ეს გასაკვირი არ არის, რადგან ძილის პერიოდის განმავლობაში ადამიანები უგონო მდგომარეობაში არიან და საკუთარი და გარემოს მახასიათებლების შესახებ არ იციან.

ასევე, კვლევის მონაწილეთა უმეტესობამ შეაფასა ტენიანობა, ტემპერატურა და ხმაურის დონე საძინებელში.

„როგორც ჩანს, ჩვენ სუბიექტურად ვეჩვევით ჩვენს საძინებელ გარემოს და ვგრძნობთ, რომ არ არის საჭირო მისი გაუმჯობესება, როდესაც სინამდვილეში ჩვენი ძილი შეიძლება დარღვეული იყოს ღამღამობით, რაც დასტურდება ძილის ობიექტური საზომით, რომელიც ჩვენ  კვლევაში გამოვიყენეთ“, – თქვა ბასნერმა.

მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ახლა საჭიროა მეტი კვლევა იმ ინტერვენციებზე, რომლებსაც შეუძლიათ გააუმჯობესონ ძილის ეფექტურობა,  ძილის დამრღვევი ფაქტორების ზემოქმედების შემცირებით.

”ეს შეიძლება იყოს ისეთივე მარტივი, როგორც საძინებლის კარის ღია დატოვება ნახშირორჟანგის დონის შესამცირებლად და სამმაგი მინის ფანჯრების გამოყენება ხმაურის შესამცირებლად”, – თქვა ბჰატნაგარმა. „ჩვენ ასევე დაფინანსებას მივმართეთ, რომელიც საშუალებას მოგვცემს გამოვიკვლიოთ, შეუძლია თუ არა ხეების დარგვას ძილისა და გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობის გაუმჯობესება ჯანმრთელობის ქცევისა და საძინებლის გარემოს გაუმჯობესების გზით.

 

სტატიაზე მუშაობდა : ალექსანდრე ფიფია და მარიამ ტატუაშვილი

წყარო : www.pennmedicine.org

13 ნოემბერი 2023 წელი.


წინა პოსტი
პარიზის სატრანსპორტო ორგანო მეტროში ჰაერის ხარისხის გამო სისხლის სამართლის გამოძიებას ექვემდებარება
შემდეგი პოსტი
ფორტ ლოდერდეილში ძლიერმა წვიმებმა ბოლო 1000 წელიწადში ყველაზე ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,