GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

პარიზის სატრანსპორტო ორგანო მეტროში ჰაერის ხარისხის გამო სისხლის სამართლის გამოძიებას ექვემდებარება

Homepage მსოფლიო პარიზის სატრანსპორტო ორგანო მეტროში ჰაერის ხარისხის გამო სისხლის სამართლის გამოძიებას ექვემდებარება
მსოფლიო

პარიზის სატრანსპორტო ორგანო მეტროში ჰაერის ხარისხის გამო სისხლის სამართლის გამოძიებას ექვემდებარება

ნოემბერი 12, 2023
By GREENPOLE
0 კომენტარი
21 ნახვა
  • მიუხედავად იმისა, რომ RATP თავად ამოწმებდა ჰაერის ხარისხს, მათ მიერ შემოწმებული ექსტრემალურად საშიში მაჩვენებელი არასდროს ყოფილა PM 2.5-ზე ნაკლები.
  • 2021 წელს „სუნთქვამ“ შეუკვეთა კვლევა, რომელმაც RATP-ის მონიტორინგის მონაცემები ეჭვქვეშ დააყენა.
  • ოფიციალური მონაცემები შეგროვებული იყო მხოლოდ სამი სადგურიდან – „ობერი“, „შატელეტი“ და „ფრანკლინ რუზველტი“.
  • აღმოჩნდა, რომ ობერის შედეგების შესახებ სამი წლის განმავლობაში მოხსენება არ გაკეთებულა.
  • შატელეტის სადგურზე მონაცემები 2018 წელს არ შეგროვებულა.
  • დარჩენილ სადგურებზე კი კარგი ვენტილაციაა და, შესაბამისად, მოხსენებაში წარმოდგენილია დაბინძურების დაბალი მაჩვენებელი.

 

პარიზის დამოუკიდებული სატრანსპორტო ადმინისტრაცია ექვემდებარება პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის გამოძიებას, სხვებისთვის საფრთხის შექმნისა და  მომსახურების მიწოდებისას სიცრუის გამო, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს.

ეს ხდება „სუნთქვა“-ს (საერთაშორისო ჯანმრთელობის კვლევითი გაერთიანება რესპირატორული ჯანმრთელობის შესახებ)  განხორციელებიდან ორი წლის შემდეგ, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების ეროვნულმა ასოციაციამ შეიტანა საჩივარი, RATP-ის წინააღმდეგ ხანგრძლივი კამპანიის შემდეგ, გამწვავებული მოტყუებისა და გაუთვალისწინებელი დაზიანების გამო,  რომელიც ხაზს უსვამდა მეტროს სისტემაში ჰაერის ცუდ ხარისხს.

„სუნთქვა“-მ თვითონ შეუკვეთა კვლევა მეტროში ჰაერის დაბინძურების შესახებ. 2019 წელს  მათ მოიყვანეს გუნდი სამეცნიერო კვლევების ეროვნული  ცენტრიდან, რომ შეემოწმებინათ ჰაერის ხარისხი რიგ ადგილებსა და მატარებლებში, ქსელის მასშტაბით. მიუხედავად იმისა, რომ RATP თავად ამოწმებდა ჰაერის ხარისხს, მათ მიერ შემოწმებული ექსტრემალურად საშიში მაჩვენებელი არასდროს ყოფილა PM 2.5-ზე ნაკლები.

„სუნთქვა“-ის კვლევის გაზომვის შედეგად, თითქმის ყველა ნაწილაკი(99.5%) აღმოჩნდა 1 მიკრომეტრზე პატარა.

გარე ლიონის სადგურის ერთ-ერთ ბაქანზე მათ გაზომეს 800 მლნ.-ზე მეტი ნაწილაკი მ³ – ში.

გაზომვებმა აჩვენა სხვაობები ქსელის სხვადასხვა ნაწილებს შორის, ისევე როგორც ბაქანის წინა, უკანა და შუა ნაწილში; ასევე, მეტი ან ნაკლები სიღრმის სადგურებს, გვირაბებსა და ბაქნებს შორის;  ერთსა და იმავე ბაქანზე განსხვავებულ მატარებლებს შორისაც კი.  „სუნთქვა“-მ  განახორციელა ეს დაკვირვება, რათა თვალსაჩინო გაეხადა  თითოეულ სადგურზე RATP-ს მიერ გამოყენებული  ცალკეული მონიტორინგის  მოწყობილობის არაეფექტურობა. როგორც „სუნთქვა“ აღნიშნავს, უფრო ეფექტურ მონიტორინგს შესაძლოა საშუალება მიეცა RATP-სთვის, ისეთი რჩევის გასაცემად, როგორიცაა – „არ დაელოდოთ მატარებელს გვირაბის შესასვლელის მიმდებარედ“.

ორი წლის შემდეგ, 2021წელს, „სუნთქვა“-მ შეუკვეთა კვლევა, რომელმაც RATP-ის მონიტორინგის მონაცემები ეჭვქვეშ დააყენა. ოფიციალური მონაცემი შეგროვებული იყო მხოლოდ სამი სადგურიდან – „ობერი“, „შატელეტი“ და „ფრანკლინ რუზველტი“, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ობერის შედეგების შესახებ სამი წლის მანძილზე მოხსენება არ გაკეთებულა, ხოლო შატელეტის სადგურზე მონაცემები 2018 წელს არ შეგროვებულა. დარჩენილ სადგურებზე კი კარგი ვენტილაციაა და, შესაბამისად, მოხსენებაში წარმოდგენილია დაბინძურების დაბალი მაჩვენებელი.

კვლევამ დაადგინა, რომ ობერში, სადაც მონაცემები არ იყო შეგროვებული, იყო ჰაერის დაბინძურების ძალიან მაღალი დონე, ხოლო შატელეტის სენსორი იყო ჭუჭყიანი და არათანმიმდევრულ მაჩვენებლებს იძლეოდა. ასევე აღინიშნა, რომ ოფიციალური მაჩვენებლები არ ითვალისწინებს მყარი ნაწილაკების ძალიან მაღალი დონის გამონაბოლქვს, რომელიც, როგორც მათ აღმოაჩინეს, შეიძლება ათჯერ აღემატებოდეს გარემოს დაბინძურების პიკს.

„სუნთქვა“ ამ მოხსენების დასკვნაში ამბობს: „ამასთანავე ჩვენ ვთხოვთ (RATP) სწრაფად დაყენდეს ჰაერის დაბინძურების გასაზომის სერიოზული სისტემა – მზად ვართ  რომ ვიმსჯელოთ, თუ როგორ უნდა მივაღწიოთ მიზანს. ჩვენ ასევე ვთხოვთ კომპანიას, რომ  დანერგოს სათანადო ინფორმაციისა და გამჭვირვალობის სისტემა.

„სუნთქვა“-მ  2 თვის შემდეგ შეიტანა  საჩივარი  და აღნიშნა: „პარიზის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველა მომხმარებელი არის ვალდებული RATP-სთან სატრანსპორტო მომსახურების კონტრაქტის თანახმად. როგორც ასეთი,  ამ უკანასკნელს, თავის მხრივ,  ზოგადი ინფორმაციისა და შედეგის უსაფრთხოების ვალდებულება ეკისრება, რომელიც ეხება ნებისმიერ სამგზავრო გადამყვანს.

ახლა, როდესაც სისხლის სამართლის გამოძიება გაიხსნა, „სუნთქვა“, ბუნებრივია, აღფრთოვანებულია. აღმასრულებელმა დირექტორმა ტონი რენუჩიმ განაცხადა: „დროა დაირღვეს დუმილი და RATP-მა მომხმარებლებს სიმართლე უთხრას“.

ჯგუფის ადვოკატმა დაამატა: „ჩვენ მივესალმებით გამოძიების დასრულებას, რომელიც ადასტურებს შეტანილი საჩივრის სერიოზულობას, ასევე იმ ფაქტების სერიოზულობასაც, რომელსაც ეს საჩივარი გმობს. როდესაც ნდობას უცხადებ სპეციალური ცოდნის მომსახურებას, გამოძიება ცხადყოფს მდგომარეობას, როდესაც ყოველდღიურად   საზოგადოებრივ ტრანსპორტში მილიონობით მგზავრი დაბინძურებულ ჰაერს მოიხმარს.“

 

სტატიაზე მუშაობდა : თაკო ჩუმაშვილი და მარიამ ტატუაშვილი

წყარო : airqualitynews.com

13 ნოემბერი 2023 წელი.

ნახვები : 32 2 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
საქართველოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სამთავრობო მონიტორინგის სისტემის შეფასება
შემდეგი პოსტი
ახალი კვლევა ჰაერის დაბინძურებას, სიცხეს, ნახშირორჟანგს, ხმაურსა და უძილობას ერთმანეთს უკავშირებს.

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ნახშირბადის მიმოქცევა ატმოსფეროში და ვირუსების გავლენა
  • კომპიუტერული სიმულაცია ლონდონში მოსახლეობაზე დაბინძურებული ჰაერის ზემოქმედებას ზომავს
  • რას ნიშნავს სამმაგი გლობალური კრიზისი? როგორ უნდა გადავჭრათ?
  • გადასახლება სუფთა ჰაერისთვის – ბრიტანეთის მრავალი ქალაქი გაუკაცრიელების რისკის ქვეშაა
  • საკლასო ოთახებში CO2-ზე ჩატარებული კვლევა
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ოთხშაბათი, 29, ნოე
ნახშირბადის მიმოქცევა ატმოსფეროში და ვირუსების გავლენა
ორშაბათი, 27, ნოე
კომპიუტერული სიმულაცია ლონდონში მოსახლეობაზე დაბინძურებული ჰაერის ზემოქმედებას ზომავს
კვირა, 26, ნოე
რას ნიშნავს სამმაგი გლობალური კრიზისი? როგორ უნდა გადავჭრათ?
შაბათი, 25, ნოე
გადასახლება სუფთა ჰაერისთვის – ბრიტანეთის მრავალი ქალაქი გაუკაცრიელების რისკის ქვეშაა
პარასკევი, 24, ნოე
საკლასო ოთახებში CO2-ზე ჩატარებული კვლევა
ხუთშაბათი, 23, ნოე
აშშ 4 მილიარდ დოლარს გამოყოფს პორტების გარშემო ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების ინიციატივებისთვის

Welcome back,