GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

ფორტ ლოდერდეილში ძლიერმა წვიმებმა ბოლო 1000 წელიწადში ყველაზე ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია

Homepage მსოფლიო ფორტ ლოდერდეილში ძლიერმა წვიმებმა ბოლო 1000 წელიწადში ყველაზე ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია
მსოფლიო

ფორტ ლოდერდეილში ძლიერმა წვიმებმა ბოლო 1000 წელიწადში ყველაზე ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია

ნოემბერი 12, 2023
By GREENPOLE
0 კომენტარი
26 ნახვა
  • აშშ-ის შტატ ფლორიდაში გასულ კვირას „ათასწლეულის წყალდიდობა“ მოხდა.
  • რეკორდულად მაღალი ნალექის გამო ქალაქებში ქუჩები დაიტბორა, დაიხურა აეროპორტები და სკოლები, შეფერხებული იყო საავტომობილო მოძრაობა;
  • ფლორიდის გუბერნატორმა, რონ დესანტისმა, ბროვარდის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

 

გასული კვირის განმავლობაში სამხრეთ ფლორიდაში ძლიერი წვიმები იყო, რამაც ბოლო 1000 წლის განმავლობაში უძლიერესი წყალდიდობა გამოიწვია. სტიქიის შედეგად რეგიონს შტორმების სერია დაატყდა თავს, რასაც წყალდიდობები და საავტომობილო მოძრაობის შეფერხება მოჰყვა, ასევე დაიხურა სკოლები და აეროპორტები.

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის წინასწარი ანგარიშსწორების თანახმად, 24 საათის განმავლობაში, ხუთშაბათის დილამდე, ფორტ ლოდერდეილ ჰოლივუდის აეროპორტის ტერიტორიაზე რეკორდულად მაღალი – 65.81 მეტრი – ნალექის მაჩვენებელი დაფიქსირდა.

CNN-თან საუბრისას, მაიამიში მდებარე ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის თანამშრომელმა, ანა ტორეს-ვასკესმა, განაცხადა, რომ ტიპური ძლიერი ქარიშხლის დროს ნალექის ოდენობა ძირითადად 0.50-0.63 მეტრს აღწევს ხოლმე: „ნალექის ასეთი ოდენობა 24 საათის განმავლობაში სრულიად ატიპიურია სამხრეთ ფლორიდისთვის“ – აღნიშნავს  ტორეს-ვასკესი და სტიქიას „ათასწლეულის მოვლენას“ უწოდებს.

ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მსგავსი სტიქიური უბედურების ალბათობა 0.1% იყო.

ფორტ ლოდერდეილში ნალექის საშუალო რაოდენობა აპრილის თვეში 0.07 მეტრი იყო, ხოლო 0.50 მეტრი ნალექი სულ რაღაც ერთი კვირის განმავლობაში ქალაქში 25 წელიწადზე მეტია არ დაფიქსირებულა.

ჟურნალ The Guardian-ის ცნობით, სამხრეთ ფლორიდაში ეს ისტორიული მოვლენა გამოიწვია დაბალმა ატმოსფერულმა წნევამ მექსიკის ყურეში,  რის შედეგადაც თბილი ატმოსფერული ფრონტი უკვე სამხრეთ ფლორიდისკენ დაიძრა. ამას ნელად მოძრავი ზე-ქარიშხლების სერია მოჰყვა.

„ნალექის რაოდენობა უპრეცედენტოა,“ – განაცხადა ქალაქის მერმა, დინ ტრანტალისმა, ხუთშაბათს NBC News-თან საუბრისას.

ექსპერტების თქმით, კლიმატური კრიზისის შემდეგ კიდევ უფრო ექსტრემალური ამინდებია მოსალოდნელი.

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ხუთშაბათს ფორტ ლოდერდეილში კიდევ 0.05-0.07 მეტრი ნალექი დაფიქსირდა. ქალაქის აეროპორტი ორი დღის განმავლობაში არ ფუნქციონირებდა, თუმცა ხუთშაბათს  დილის 9 საათზე – ამუშავდა.

ტრანტალისის თქმით არავინ დაღუპულა, მაგრამ სამაშველო სამსახურში 900-ზე მეტი ზარი შემოვიდა და ამ უწყების თანამშრომლები ამბობენ, რომ 600-ზე მეტი ფორტ ლოდერდეილის მაცხოვრებელი თავშესაფრებშია ევაკუირებული.

NBC-მა გამოაქვეყნა დრონით გადაღებული ფოტოები, რომლებზეც ჩანს მიტოვებული მანქანები მაიამის ცენტრალურ ქუჩებში. ამჟამად  წყლის დონემ  დაიწია.

ფლორიდის შტატის ქალაქ ჰოლივუდს შტორმების სერია დაატყდა თავს, რომელმაც 0.45 მეტრის ნალექი გამოიწვია. ხოლო ქალაქ დანია ბიჩში, რომელიც ფორტ ლოდერდეილიდან 80 კმ-ში მდებარეობს, 0.43 მეტრი ნალექი დაფიქსირდა.

NBC News-ის ცნობით, ფლორიდის გუბერნატორმა, რონ დესანტისმა, ბროვარდის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ხოლო ადგილობრივმა თვითმმართველობამ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადა ქალაქ ფორტ ლოდერდეილშიც.

ბროვარდის ოლქის სახელმწიფო სკოლები პარასკევს უკვე დახურული იყო.

„წინასწარი შეფასებით, ჩვენი სკოლებისთვის მიყენებული ზარალი 2 მილიონ დოლარს შეადგენს,“ – განაცხადა სკოლების ხელმძღვანელობის მოვალეობის შემსრულებელმა, ვალერი ვანზამ NBC News-თან საუბრისას. „ზარალის ძირითადი ნაწილი წყალდიდობამ მოგვაყენა.“

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ანომალიურად ძლიერი წვიმები ფლორიდაში ხუთშაბათს საღამოს შეწყდა. თუმცაღა, ფორტ ლოდერდეილში წყალდიდობის საშიშროება პარასკევს დილის 8 საათამდე იყო, რადგან გზების უმრავლესობა დატბორილი იყო.

 

სტატიაზე მუშაობდა : ლილიან მეტრეველი

წყარო : www.ecowatch.com

13 ნოემბერი 2023 წელი.

ნახვები : 92 1 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
ახალი კვლევა ჰაერის დაბინძურებას, სიცხეს, ნახშირორჟანგს, ხმაურსა და უძილობას ერთმანეთს უკავშირებს.
შემდეგი პოსტი
ნორვეგიაში მსოფლიოში პირველი თხევად წყალბადზე მომუშავე ბორანი ამოქმედდება

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ნახშირბადის მიმოქცევა ატმოსფეროში და ვირუსების გავლენა
  • კომპიუტერული სიმულაცია ლონდონში მოსახლეობაზე დაბინძურებული ჰაერის ზემოქმედებას ზომავს
  • რას ნიშნავს სამმაგი გლობალური კრიზისი? როგორ უნდა გადავჭრათ?
  • გადასახლება სუფთა ჰაერისთვის – ბრიტანეთის მრავალი ქალაქი გაუკაცრიელების რისკის ქვეშაა
  • საკლასო ოთახებში CO2-ზე ჩატარებული კვლევა
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ოთხშაბათი, 29, ნოე
ნახშირბადის მიმოქცევა ატმოსფეროში და ვირუსების გავლენა
ორშაბათი, 27, ნოე
კომპიუტერული სიმულაცია ლონდონში მოსახლეობაზე დაბინძურებული ჰაერის ზემოქმედებას ზომავს
კვირა, 26, ნოე
რას ნიშნავს სამმაგი გლობალური კრიზისი? როგორ უნდა გადავჭრათ?
შაბათი, 25, ნოე
გადასახლება სუფთა ჰაერისთვის – ბრიტანეთის მრავალი ქალაქი გაუკაცრიელების რისკის ქვეშაა
პარასკევი, 24, ნოე
საკლასო ოთახებში CO2-ზე ჩატარებული კვლევა
ხუთშაბათი, 23, ნოე
აშშ 4 მილიარდ დოლარს გამოყოფს პორტების გარშემო ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების ინიციატივებისთვის

Welcome back,