GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

წყლის ტემპერატურაზე დაკვირვება თანამგზავრის მეშვეობით

Homepage შემეცნებითი წყლის ტემპერატურაზე დაკვირვება თანამგზავრის მეშვეობით
შემეცნებითი

წყლის ტემპერატურაზე დაკვირვება თანამგზავრის მეშვეობით

თებერვალი 19, 2024
By GREENPOLE
0 კომენტარი
1320 ნახვა
ნახვები : 299
  • აშშ-ის, საფრანგეთის, კანადისა და დიდი ბრიტანეთის ერთობლივი მუშაობის შედეგად კოსმოსში მაღალტექნოლოგიური თანამგზავრი გაიგზავნა;

  • ამჟამად ის დედამიწის გარშემო დაფრინავს და ზღვაში წყლის დონეს აკვირდება;

  • თანამგზავრი უახლესი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი და ზუსტ მონაცემებს აწვდის მეცნიერებსა და სინოპტიკოსებს.

საერთაშორისო თანამგზავრს ისეთ ფენომენებზე დაკვირვება შეუძლია, როგორებიცაა ელ-ნინიო და ამ ტიპის მოვლენები.

ოკეანის თბილი წყლები ელ-ნინოს გავლენით წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ სანაპიროს გაყოლებით ჩრდილოეთისკენ მიედინება. კალიფორნიის სანაპირო ზოლში ეს წყლები თბილს ტალღებს უერთდება, რამაც ქარიშხალი „ჰილარი“ გამოიწვია. თანამგზავრი (SWOT) ოკეანეში წყლის თბილი მასების მოძრაობას უპრეცედენტო სიზუსტით გადასცემს.

აღნიშნული თანამგზავრი საფრანგეთის კოსმოსური სააგენტოს და ნასას თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა. ეს თანამგზავრი მთელ დედამიწაზე წყლის დონეს ზომავს და მეცნიერებს ამომწურავ ინფორმაციას აწვდის მდინარეებისა და ტბების მდგომარეობაზე.

თბილი წყლის მასა იზრდება, ამიტომაც თბილ რეგიონებში ზღვის დონე უფრო მაღალია. ელ-ნინიო კლიმატური ფენომენია, რომელიც მოქმედებს ამინდზე მთელი დედამიწის მასშტაბით. მისი გავლენის შედეგად ზღვის წყალი თბება და მატულობს ზღვის დონეც ამერიკის აღმოსავლეთი სანაპიროს გაყოლებაზე.

თანამგზავრზე მომუშავე მეცნიერთა გუნდი ზღვის დონეს აკვირდება სპეციალური რადარის (Ka-band Radar Interferometer) საშუალებით. თანამგზავრზე 2 ანტენაა, როდესაც ის დედამიწას გარშემო უვლის, ანტენებით რადიოლოკაციურ იმპულსებს იღებს და წყლის დონე ასე იზომება. ვიზუალუზაცია კი აერთიანებს SWOT-ის ორ წრეზე შეგროვებული მონაცემების შედეგებს.

აშშ-ის ოკეანეებისა და ატმოსფერული კვლევების ეროვნულმა სამმართველომ სექტემბრის პროგნოზში ელ-ნინიოს გაძლიერებაზე გააფრთხილა საზოგადოება. მათივე გამოთვლებით ამ წლის ზამთარში ის 70%-ით უფრო მძლავრი იქნება. წყლის ტემპერატურის გაზრდის გარდა ელ-ნინიო ეკვატორულ ქაარებსაც ასუსტებს. ამის შედეგად აშშ-ის სამხრეთ-დასავლეთში უფრო ნოტიო და თბილი ზამთარი იქნება, ხოლო წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში მდებარე ქვეყნებში, ინდონეზიასა და ავსტრალიაში, გვალვაა მოსალოდნელი.

სტატიაზე მუშაობდა: ლილიან მეტრეველი, ნინო ალენიკოვი

წყარო: Climate.nasa.gov

19 თებერვალი 2024 წელი


წინა პოსტი
ლიბიის დატბორვა და კლიმატური ცვლილებები
შემდეგი პოსტი
ჰაერის გაუმჯობესება ტყის ხანძრების ფონზე

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,