GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ტეხასის სანაპიროზე ათასობით მკვდარი თევზი გამოირიყა

Homepage მსოფლიო ტეხასის სანაპიროზე ათასობით მკვდარი თევზი გამოირიყა
მსოფლიო

ტეხასის სანაპიროზე ათასობით მკვდარი თევზი გამოირიყა

დეკემბერი 27, 2023
By GREENPOLE
0 კომენტარი
301 ნახვა
ნახვები : 154
  • თევზების სიკვდილიანობას წყლებში ჟანგბადის ნაკლებობა იწვევს.

  • წყალს გარკვეული რაოდენობის ჟანგბადის შენარჩუნება შეუძლია კონკრეტულ ტემპერატურაზე.

  • მუდმივი შტილი ზღვაზე და მოღრუბლული ამინდი აქვეითებს ოკეანის მიკროორგანიზმების უნარს, გამოიმუშავონ ჟანგბადი ფოტოსინთეზით.

ტეხასის სანაპიროზე ათი ათასობით მკვდარი თევზი გამოირიყა. ოფიციალური განცხადებებით, ამის მიზეზი სეზონის ცვლილებისას თბილ წყლებში ჟანგბადის ნაკლებობაა.

კეტი კლერმა, ტეხასის უნივერსიტეტის საზღვაო სამსახურის მენეჯერმა, ნიუ-იორკ ტაიმსთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მკვდარი თევზის გამორიყვა ჰიუსტონიდან 65 მილის მოშორებით, ბრაზორიის ოლქში დაიწყო. ბრაზორიის ოლქის პარკის თანამშრომლებმა გამორიყული თევზი დამარხეს, რათა ის შუადღის სიცხისგან არ დამპალიყო.

ბრაიან ფრაზიერმა, ბრაზორიის ოლქის პარკის დეპარტამენტის დირექტორმა, განაცხადა, რომ მასობრივი სიკვდილიანობა თბილ წყალში ჟანგბადის ნაკლებობამ გამოიწვია.

კლერის აზრით, მომხდარის მთავარი მიზეზი კლიმატის ცვლილებაა. „მაღალ ტემპერატურაზე წყალში ჟანგბადის შემცველობა იკლებს, ამიტომაც დაიხოცა თევზი. ზუსტად ვიცით, რომ წყალი ნორმაზე მეტად დათბა.“

„სავარაუდოდ, მეტ ასეთ მოვლენას უნდა ველოდოთ, განსაკუთრებით ნაკლებად ღრმა, ნაპირთან ახლოს მდებარე წყლებში ან სანაპიროს ტერიტორიაზე,“ – ამბობს კლერი ნიუ-იორკ ტაიმსთან.

ბოლოდროინდელმა მოღრუბლულმა ამინდმა და შტილმა დაარღვია ოკეანის წყალში ჟანგბადის დიფუზია. ღრუბლებმა ოკეანის მიკროორგანიზმების ფოტოსინთეზის უნარი დააქვეითა და ტალღების მოძრაობის შედეგად ზღვაში ჟანგბადის რაოდენობა შეიცვალა.

„ფოტოსინთეზი ჩერდება ღამით და შეიძლება შენელდეს ღრუბლიან დღეებში, როდესაც მცენარეები და წყლის ცხოველები განაგრძობენ მის შესუნთქვას,“ – განაცხადა ლერინ ჯონსონმა, ტეხასის პარკის სპიკერმა CNN-თან საუბრისას.

გაწმენდითი სამუშაოები დაწყებულია, თუმცა ბრაზორიის პარკის რეინჯერები ფიქრობენ, რომ სანაპიროზე უფრო და უფრო მეტი თევზი გამოირიყება, მათ შორის ყველაზე მეტი გალფ მენჰედენი (თევზის სახეობა).

ფრაზიერმა დაამატა, რომ თევზების სიკვდილიანობა ტეხასში არ არის იშვიათი მოვლენა, ამას კი ძირითადად აბალანსებდა თევზის გაფანტვა ჟანგბადით მდიდარ წყლებში და ტალღების მოძრაობა. „ამიტომაც ეს ახლო მომავალში თავისით გამოსწორდება“ – თქვა მან.

მკვდარი თევზის საგანგაშოდ დიდი „საფარი“ ბრაზორიის ოლქში დიდი სიცხის (92 გრადუსი ფარენჰაიტი = 33.3 გრადუსი ცელსიუსი) გამო წარმოიქმნა.

გაეროს 2019 წლის განცხადებით, დამთბარ სანაპირო წყლებში ჟანგბადის დონე სულ უფრო ეცემა, რაც საფრთხეს უქმნის თევზებს.

თბილი სეზონისას, როგორც წესი, ხშირად ფორმირდება ხოლმე „მკვდარი თევზების ზონა“ მექსიკის სანაპიროსთან, თუმცა წელს, ეროვნული ოკეანური და ატმოსფერული ადმინისტრაციის პროგნოზით, „მკვდარი ზონის“ სიდიდე 4155 კვადრატულ მილი იქნება, რაც ჩვეულებრივზე ცოტაა.

კლერმა ხაზი გაუსვა, რომ გალფ მენჰადენს დიდი როლი აქვს ადგილობრივი ეკოსისტემისთვის და ამ სახეობის თევზის მასობრივი სიკვდილი „დომინოს ეფექტს“ გამოიწვევს.

ოლქის პარკის ქუინტანას სანაპიროს ფეისბუქ გვერდმა მნახველებისთვის გამოაქვეყნა პოსტი, რომ სანაპირო თევზისგან თითქმის ბოლომდე გაიწმინდა.

„სანაპირო თევზისგან გაიწმინდა, გარდა გახრწნილი ნარჩენებისა, რისი აღებაც სპეციალურმა მანქანამ ვერ მოახერხა. მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში მოსალოდნელი დიდი მოქცევები დარჩენილ ნაწილს მორეცხავს და ქვიშაში ჩამარხავს,“ – ეწერა პოსტში.

სტატიაზე მუშაობდა: მარიამ სიხარულიძე, ლილიან მეტრეველი

წყარო: Ecowatch.com

27 დეკემბერი 2023 წელი


წინა პოსტი
უპრეცედენტო სასამართლო აშშ-ში კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით
შემდეგი პოსტი
კანონი გარემოს აღდგენის შესახებ

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,