GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

მეცნიერები მოუწოდებენ ქვეყნების მთავრობებს, შენობებში ჰაერის მონიტორინგი სავალდებულო გახადონ

Homepage მსოფლიო მეცნიერები მოუწოდებენ ქვეყნების მთავრობებს, შენობებში ჰაერის მონიტორინგი სავალდებულო გახადონ
მსოფლიო, შემეცნებითი

მეცნიერები მოუწოდებენ ქვეყნების მთავრობებს, შენობებში ჰაერის მონიტორინგი სავალდებულო გახადონ

ნოემბერი 22, 2023
By GREENPOLE
0 კომენტარი
296 ნახვა
ნახვები : 29
  • კორონავირუსის პანდემიამ მეცნიერებს ნათლად დაანახა, რომ აუცილებელია შენობების შიდა სივრცეების განიავების სისტემების ეფექტური მონიტორინგის შემუშავება

  • არსებული მონაცემები სავენტილაციო სისტემების მუშაობის ხარისხის შესაფასებლად არასაკმარისია

  • ჩინელი მეცნიერები მოუწოდებენ ქვეყნის მთავრობას, შემოიღოს საჯარო დაწესებულებების დახურულ სივრცეებში ჰაერის ხარისხის ყოველდღიური სავალდებულო მონიტორინგი

Covid-19-ის პანდემიის შემდეგ ჰონკონგის, ცინხუანდაოსა და პეკინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტებში მოღვაწე მკვლევრებმა შესთავაზეს მთავრობებს, განეხილათ შენობებში ჰაერის ხარისხის რეალურ დროში მონიტორინგის შესაძლებლობა. მეცნიერების აზრით, ეს ნაბიჯი საჯარო დაწესებულებებისთვის მაინც საჭიროა.

მეცნიერების თქმით, კოვიდი ყველაზე სწრაფად სწორედ დახურულ სივრცეებში ვრცელდებოდა. იმის გათვალისწინებით, რომ კორონავირუსით მსოფლიო მასშტაბით 6.5 მილიონი ადამიანი დაიღუპა, შენობების განიავების გაუმჯობესების საკითხი მძაფრად დადგა დღის წესრიგში.

შენობის ენერგოეფექტურობის ორი საკვანძო კომპონენტია მისი გათბობისა და ვენტილაციის სისტემები. პირველის გაკონტროლება თერმომეტრის საშუალებით შეგვიძლია. რაც შეეხება განიავებას, ვერ დავადგენთ, კარგად მუშაობს ვენტილაციის სისტემა შენობაში, თუ არა. ადამიანს არ შეუძლია დაადგინოს, რომ ჰაერი ინფექციითაა დაბინძურებული. შენობებში ჰაერის ე.წ. კრიზისი მეცნიერების თქმით სწორედ ამითაა გამოწვეული.

მეცნიერები შიშობენ, რომ სახელმწიფო განკარგულებების გარეშე შენობების მფლობელები არ დაიწყებენ სავენტილაციო სისტემების გამართული მუშაობის რეგულარულ შემოწმებას. მკვლევრები ასევე აღნიშნავენ, რომ ყოველთვიური და ყოველწლიური მონაცემები შენობების განიავების შესახებ ძალზე მწირია. იმის დასადგენად, თუ რამდენად ეფექტურად ნიავდება შენობა, საჭიროა რეალურ დროში ჩაწერილი საათობრივი მონაცემები. ვინაიდან დედამიწის მოსახლეობა ამჟამად 7 მილიარდ ადამიანს შეადგენს, ჩვენს პლანეტაზე დაახ. 1 მილიარდამდე საცხოვრებელი სახლია აშენებული. გარდა ამისა, არსებობს მილიონობით ადმინისტრაციული შენობა: კინოთეატრები, ოფისები და ა.შ. დედამიწაზე არსებული ყველა შენობის საათობრივი მონიტორინგი რეალურ დროში შეუძლებელია.

შენობების განიავების სისტემებში ცვლილებების შეტანა რთული ამოცანაა. ვენტილაციის სისტემების შესახებ უფრო დეტალური ცნობების არსებობის შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა იაფი პროგნოზების შემუშავება. პროგნოზირების ინსტრუმენტების ინტეგრაცია, ნივთების ინტერნეტში1 ინფორმაციის დიდი მოცულობისა და სამანქანო სწავლების მეთოდების გამოყენება დაეხმარებოდა მეცნიერებს შენობების ვენტილაციის ხარისხის შეფასებაში.

იუგუო ლი ჰონკონგის უნივერსიტეტიდან აცხადებს: „ოპტიმისტურად ვუყურებთ მომავალს, როდესაც ტექნიკური სიახლეები დაგვეხმარება შენობების შიდა სივრცეების განიავების ეფექტურობის შესაფასებელი მექანიზმების შემუშავებაში და მათ მსოფლიო მასშტაბით გამოვიყენებთ. ვიმედოვნებ, რომ მომავალში მზად ვიქნებით სხვა ვირუსული პანდემიებისთვის, რომლებიც ჰაერ-წვეთოვანი გზებით ვრცელდება.“

1 ნივთების ინტერნეტი (ინგლ. internet of things, IoT) — მონაცემთა გადაცემის კონცეფცია ფიზიკურ ობიექტებს („ნივთებს“) ან ობიექტთა ჯგუფებს შორის.

სტატიაზე მუშაობდა: ლილიან მეტრეველი, მარიამ მდინარაძე

წყარო : airqualitynews.com

22 ნოემბერი 2023 წელი.


წინა პოსტი
ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის მიერ მიღებული მტკიცებულებები აჩვენებს ჰაერის დაბინძურების გავლენას
შემდეგი პოსტი
აშშ 4 მილიარდ დოლარს გამოყოფს პორტების გარშემო ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების ინიციატივებისთვის

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,