GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ავსტრალიის პროფკავშირები სილიკოზის წინააღმდეგ

Homepage მსოფლიო ავსტრალიის პროფკავშირები სილიკოზის წინააღმდეგ
შემეცნებითი, მსოფლიო

ავსტრალიის პროფკავშირები სილიკოზის წინააღმდეგ

აპრილი 19, 2023
By GREENPOLE
0 კომენტარი
863 ნახვა
ნახვები : 347
  • სილიკოზის დიაგნოზით ცხოვრება ნიშნავს, რომ ადამიანმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს ყოველდღიური ცხოვრების წესის დაგეგმვისას. აუცილებელია ფილტვის რეგულარული დიაგნოსტირება და სისტემატური ფიზიკური აქტივობა, რადგან სილიკოზი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს და ამცირებს მის ხანგრძლივობას.
  • ავსტრალიაში ყოველწლიურად 200-მდე ადამიანი იღუპება სამუშაო გარემოში, დაახლოებით 5000 ადამიანი კი იღუპება დაავადებით, რომელიც სამუშაო გარემოში არსებული დარღვევების გამო განუვითარდა.
  • საინჟინრო ქვაზე მომუშავე პერსონალიდან ყოველ ოთხ ადამიანში ერთს სილიკოზის დიაგნოზი უდასტურდება.

 

2022 წლის დეკემბერში ავსტრალიის პროფკავშრებმა პროფესიული დაავადებით დაზარალებული დასაქმებულის საქმის შესწავლა დაიწყეს. დასაქმებული არის 30 წლის ქალი, რომლის მოვალეობაც უმსხვილეს, საერთაშორისო ფირმასთან მუშაობის პროცესში ადმინისტრაციული საკითხების მოგვარებაა. იგი სამშენებლო პროცესში ნაკლებად იღებს მონაწილეობას.

მშენებლობისას საინჟინრო ქვის დამუშავება იმდენად დიდი რაოდენობის მტვრის ნაწილაკებს წარმოქმნიდა, რომ ნაწილაკები აღწევდა 90 მეტრის მოშორებით განთავსებულ ოფისამდეც, სადაც ადმინისტრაციის თანამშრომლები მუშაობდნენ.

სამწუხაროდ, ამ კომპანიის არც ერთმა დასაქმებულმა არ იცოდა, თუ რამდენად საშიშია კვარცის მტვერი და რა საფრთხეს წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობისთვის სილიკოზი.

ზემოხსენებულ დასაქმებულს დეკრეტული შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ ჯანმრთელობის მდგომარეობის სავალდებულო შემოწმება უნდა გაევლო. ფილტვის რენტგენოგრაფიის გაკეთების შედეგად, დადგინდა, რომ მისი ფილტვები რაღაც ტიპის ნაწილაკებით იყო სავსე. ბიოფსიის დახმარებით გაირკვა, რომ ეს იყო არა სიმსივნე, არამედ კვარცის მიკროსკოპული ნაწილაკებით გამოწვეული სილიკოზი.

სილიკოზის დიაგნოზით ცხოვრება ნიშნავს, რომ ადამიანმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს ყოველდღიური ცხოვრების წესის დაგეგმვისას. აუცილებელია ფილტვის რეგულარული დიაგნოსტირება და სისტემატური ფიზიკური აქტივობა, რადგან სილიკოზი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს და ამცირებს მის ხანგრძლივობას.

ავსტრალიის პროფკავშირების მოსაზრებით, სწორედ დამსაქმებლის ამორალური ქცევისა და გულგრილი დამოკიდებულების შედეგია დასაქმებულთა დაავადების შემთხვევები. დამსაქმებელი ბოროტად სარგებლობს იმით, რომ კვარცის მტვერთან მომუშავე პერსონალს არ აქვს ინფორმაცია მისი საზიანო ეფექტების შესახებ.

პროფკავშირის წევრებმა მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას აღნიშნეს, რომ სილიკოზის თავიდან არიდება თავისუფლადაა შესაძლებელი, თუ სამუშაო გარემოში შესაბამისი ნორმები იქნება დაცული.

ავსტრალიაში ყოველწლიურად დაახლოებით 600 000 დასაქმებულს აქვს შეხება კვარცის მტვერთან. კერტინის უნივერსიტეტის გამოთვლით, ამ ტემპით დაახლოებით 100 000 ადამიანს ექნება ფილტვის შეუქცევადი დაავადება.

 

 

რა ხდება შემდგომ?

ავსტრალიაში ყოველწლიურად 200-მდე ადამიანი იღუპება სამუშაო გარემოში, დაახლოებით 5000 ადამიანი კი იღუპება დაავადებით, რომელიც სამუშაო გარემოში არსებული დარღვევების გამო განუვითარდა.

საინჟინრო ქვაზე მომუშავე პერსონალიდან ყოველ ოთხ ადამიანში ერთს სილიკოზის დიაგნოზი უდასტურდება.

ავსტრალიაში კვარცის მტვრისგან დასაქმებულის დასაცავად იმდენად სუსტი რეგულაციებია, რომ უკეთესი მდგომარეობაა აშშ-სა და მექსიკაშიც კი. არსებული ვითარების გამო ავსტრალიის პროფკავშირებს სურთ, სრულად აიკრძალოს საინჟინრო ქვის იმპორტი.

მოკლევადიან პერიოდში მსგავსი ნაბიჯები გრძელვადიან პერიოდში გამოიღებს შედეგს და უამრავი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს.

 

სტატიაზე მუშაობდა : ნინი თოიძე

წყარო : www.australianunions.org.au

20 აპრილი 2023 წელი

 

პუბლიკაცია მომზადებულია  ორგანიზაციის „მწვანე პოლუსის და ჩემი ქალაქი მკლავს“ ორგანიზაციის მიერ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP). პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი (KAS).

პუბლიკაციის შინაარსზე პასუხისმგებელია „მწვანე პოლუსის და ჩემი ქალაქი მკლავს“  და შესაძლოა იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის, სხვა დონორებისა და კონსორციუმის პარტნიორების შეხედულებებს.


წინა პოსტი
სოფელ ჯიღაურას უკანონო ცემენტის ქარხანა
შემდეგი პოსტი
WorkSafe ACT-ის მიერ ქვის მშრალი მეთოდით დამუშავების აკრძალვა

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,