GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

მდინარე დელავერის აუზში ჩატარებულმა კომპლექსურმა კვლევამ სიმლაშის დონის ზრდა და საკვები ნივთიერებების შემცირების ტენდეცია გამოავლინა

Homepage მსოფლიო მდინარე დელავერის აუზში ჩატარებულმა კომპლექსურმა კვლევამ სიმლაშის დონის ზრდა და საკვები ნივთიერებების შემცირების ტენდეცია გამოავლინა
მსოფლიო

მდინარე დელავერის აუზში ჩატარებულმა კომპლექსურმა კვლევამ სიმლაშის დონის ზრდა და საკვები ნივთიერებების შემცირების ტენდეცია გამოავლინა

თებერვალი 12, 2023
By GREENPOLE
0 კომენტარი
323 ნახვა
ნახვები : 62
  • აშშ-ში, მდინარე დელავერის აუზში, წყლის ხარისხის ფართომასშტაბიანი მონიტორინგი ჩატარდა. მასში, მთავრობის წარმომადგენლების გარდა, 8-ზე მეტი ორგანიზაცია მონაწილეობდა
  • გამოვლინდა გარკვეული საერთო ტენდენციები, როგორიცაა სიმლაშის დონის ზრდა და საკვები ნივთიერებების კლება
  • მდ. დელავერის აუზის წყლით 8,3 მლნ ადგილობრივი მოსახლე მარაგდება, ხოლო მის ფარგლებს გარეთ – კიდევ 5 მლნ ადამიანი. ამიტომაც, ამ მდინარის წყლის ხარისხის მუდმივი მონიტორინგი და მის გაუმჯობესებაზე მუშაობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია
  • მე-20 საუკუნის დასაწყისიდან მდინარე დელავერის წყლის ხარისხი იმდენად გაუარესდა, რომ მისი გამოყენება ადამიანებისა და სოფლის მეურნეობისათვის ძალიან გართულდა

 

მდინარე დელავერის აუზში  ჩატარებულმა კვლევამ წყლის გამტარობის ზრდისა და წყალში გახსნილი მყარი ნივთიერებების, ქლორიდებისა და ნატრიუმის დონის ზრდის საერთო ტენდენცია გამოავლინა. ამის საპირისპიროდ, შეინიშნებოდა მკვებავი ნივთიერებების (ამიაკის, ნიტრატის, ორთოფოსფატის, აზოტისა და ფოსფორის) კლება.

ამ ტენდენციების შესწავლა მეცნიერებს დაეხმარება მდინარის მდგომარეობის შეფასებასა და სამოქმედო გეგმის დასახვაში.

მდ. დელავერიდან მტკნარი წყლით მის აუზში მცხოვრები 8,3 მლნ ადამიანი მარაგდება,  ხოლო მის ფარგლებს გარეთ – 5 მილიონი. ასევე, ყოველწლიურად ამ ტერიტორიაზე  მილიონობით ადამიანი ისვენებს. მდინარის წყლები, ამავდროულად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ეკო-საზოგადოების, მრეწველობისა და ტრანსპორტისათვის. მე-20 ს.-ის დასაწყისიდან მდ. დელავერის წყლის ხარისხი იმდენად გაუარესდა, რომ მისი გამოყენება ადამიანებისა და ეკოლოგიური მიზნებისთვის ძალიან გართულდა. ათწლეულების განმავლობაში მდ. დელავერის აუზში წყლის ხარისხის გაუმჯობესებაზე ერთობლივად და მიზანმიმართულად მუშაობდნენ ქვეყნის ფედერალური მთავრობისა და შტატების ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები  და ასევე, მრავალი არასამთავრობო ორგანიზაციაც. დღესდღეობით, მრავალი ორგანიზაცია აწარმოებს მდინარის ზედაპირის წყლის ხარისხის მონიტორინგს, ცვლილებების შესაფასებლად და მისი შემდგომი გაუმჯობესების ახლებურ მეთოდებსა და მიდგომებზე სამუშაოდ. მდ. დელავერის წყლის ხარისხის შესახებ მასშტაბური და ობიექტური სურათის მისაღებად შეაგროვეს, გააანალიზეს და დაახარისხეს წყლის ხარისხის შესახებ 260 000-ზე მეტი მონაცემი, რომლებიც 8-ზე მეტმა სხვადასხვა ორგანიზაციამ წარადგინა. ამის საფუძველზე დადგინდება წყლის ზედაპირის ხარისხის ცვლილებების საერთო მახასიათებლები.

ანგარიშში წარმოდგენილია ინფორმაცია, თუ როგორ იცვლებოდა მდინარე დელავერში 16 სხვადასხვა ელემენტის შემცველობის დონე. ეს მონაცემები 8 სხვადასხვა ორგანიზაციამ ორი მეთოდოლოგიის მიხედვით, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, მდინარის აუზის 124 სხვადასხვა ადგილას შეაგროვა. საერთო ტენდენციების სახით გამოიკვეთა, რომ იზრდება მდინარის სიმლაშე და გამტარობის დონე, ისევე, როგორც მასში გახსნილი მყარი ნივთიერებების – ქლორიდისა და  ნატრიუმის  შემცველობის დონე. ამის საპირისპიროდ, მკვებავი ნივთიერებების (ამიაკის, ნიტრატების, ორთოფოსფატების, აზოტისა და ფოსფორის) დონე მცირდებოდა, თუმცა მდინარის ზოგიერთ მონაკვეთში ჯერ კიდევ აღინიშნებოდა აზოტისა და ფოსფორის უფრო მაღალი დონე, ვიდრე აშშ-ს ბუნების დაცვის სააგენტოს ეკორეგიონულ კრიტერიუმებშია დაფიქსირებული. მდინარე დელავერის წყლის ხარისხის დეტალური შესწავლა  ადგილობრივი წყლის მომხმარებლებს დაეხმარება, შეაფასონ წყლის ხარისხის გასაუმჯობესებლად ჩატარებული სამუშაოების წარმატება, გამოავლინონ პოტენციური საფრთხეები და მათთან ბრძოლის ახლებური მეთოდები შეიმუშაონ.

 

სტატიაზე მუშაობდა : ლილიან მეტრეველი და იამზე მარკოიძე

წყარო : www.usgs.gov

12 თებერვალი 2023 წელი.


წინა პოსტი
„მიზნები, რომლებიც გარემოს დაცვისთვის დაისახა, მხოლოდ სანახევროდ დაიცავს გარემოს“, – აცხადებენ გარემოს დაცვითი ორგანიზაციები
შემდეგი პოსტი
სიცოცხლე ან სიკვდილი: ურბანულ რაიონებში ბალახის წვა ინსულტის შემთხვევების ზრდას უწყობს ხელს.

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,