GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

„მიზნები, რომლებიც გარემოს დაცვისთვის დაისახა, მხოლოდ სანახევროდ დაიცავს გარემოს“, – აცხადებენ გარემოს დაცვითი ორგანიზაციები

Homepage მსოფლიო „მიზნები, რომლებიც გარემოს დაცვისთვის დაისახა, მხოლოდ სანახევროდ დაიცავს გარემოს“, - აცხადებენ გარემოს დაცვითი ორგანიზაციები
მსოფლიო, შემეცნებითი

„მიზნები, რომლებიც გარემოს დაცვისთვის დაისახა, მხოლოდ სანახევროდ დაიცავს გარემოს“, – აცხადებენ გარემოს დაცვითი ორგანიზაციები

თებერვალი 11, 2023
By GREENPOLE
0 კომენტარი
669 ნახვა
ნახვები : 61
  • გარემოს დაცვითი ორგანიზაციები აპროტესტებენ ინგლისის ხელისუფლების მიერ 2022 წლის 16 დეკემბერს მიღებულ გრძელვადიან გარემოსდაცვით გეგმებს.
  • ორგანიზაციების  განაცხადებით, დასახული მიზნები არასაკმარისად ამბიციურია.
  • ბრიტანეთის მთავრობის მიერ დასახულ მიზნებში არ გვხვდება მდინარეების წყლის  ხარისხის მონიტორინგი .

 

მთავრობის მიერ დასახული ახალი გარემოსდაცვითი მიზნები „მხოლოდ სანახევროდ შესრულებული საქმეა“, – აცხადებენ  საქველმოქმედო ორგანიზაციები. მათი აზრით, ისინი ვერ შეძლებენ ბუნების გაუარესების შეჩერებას.

ეს მიზნები გარემოზე ზრუნვის, საკვებისა და სოფლის მეურნეობის დეპარტამენტებმა ექვსი კვირის დაგვიანებით, 2022 წლის 16 დეკემბერში გამოაქვეყნა.

იურიდიულად გაწერილია, როგორ უნდა მოგვარდეს  ცხოველებისა და მცენარეების გადაშენება და ჰაერის დაბინძურება. თუმცა, კრიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ მიზნებში არ ფიგურირებს ბუნებრივი ობიექტებისა და წყლის ხარისხის საკითხები. ეს ნაწილი გამოტოვებულია.

ისეთი დიდი ორგანიზაციების განცხადებით, როგორებიცაა: RSPB, Greenpeace, Wildlife და Countryside Link, ბიომრავალფეროვნების  შემცირების წინააღმდეგ ბრძოლა მისაღებია, თუმცა დიდ ბრიტანეთის ბუნება არანაკლები მნიშვნელოვანი კრიზისის წინაშეა.

დიდი ბრიტანეთი  ბუნებრივი რესურსები დაზიანებით მსოფლიოს ერთ-ერთი ცუდი მაჩვენებლის მქონე ქვეყანაა – იგი მსოფლიო ქვეყნების სიის ბოლო 10%-შია და ბოლო ადგილს იკავებს დიდ შვიდეულში.

2021 წელს, გარემოს დაცვის კანონის გათვალისწინებით, ინგლისის მთავრობას დაეკისრა, 2022 წლის 31 ოქტომბრისთვის ჩამოეყალიბებინა  მიზნები ზემოხსენებული პრობლემების მოსაგვარებლად, მაგრამ, მათი განცხადებით, „მნიშვნელოვანმა საჯარო რეაგირებამ“ მათი გეგმები გადადო.

შეფერხებებთან დაკავშირებით გარემოს დაცვის ოფისმა მოლაპარაკებები გამართა გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე ტერეზ კოფისთან .

საბოლოოდ, 13 მიზანი გამოქვეყნდა, რომლებიც მოიცავდა სახეობათა გადაშენების პროცესის შეჩერებას 2030 წლისთვის; ასევე მოიცავს  2042 წლისთვის ბიომრავალფეროვნების ხარისხის გაუმჯობესებას 2022 წელთან შედარებით და რომ ის მინიმუმ 10%-ით აღემატებოდეს 2030 წლის მონაცემებს.

„მიზნები ამბიციურია და მისაღწევად რთული, თუმცა ჩვენ არ დავიშურებთ ძალისხმევას ჩვენი საყვარელი ლანდშაფტების, მწვანე სივრცეებისა და საზღვაო გარემოს აღსადგენად, ასევე კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად.“ – აცხადებს ქალბატონი კოფი.

 

  • ბრიტანეთში ერთხელ უკვე გადაშენებული პეპლების ჯიშების აღდგენა
  • შეგვიძლია თუ არა ჩვენი პლანეტის მესამედი ბუნებას დავუთმოთ?
  • რატომ არის მნიშვნელოვანი ბუნებრივი კრიზისი?

გარემოსდაცვის ორგანიზაციებმა  განაცხადეს, რომ დასახული მიზნები არასაკმარისად ამბიციურია.

„უბრალოდ, 20 წლის შემდეგ ჩვენ მივიღებთ ოდნავ უკეთეს ბუნებრივ მდგომარეობას, რაც ძალიან ცოტაა ამდენად დაზიანებული გარემოსთვის. მსგავსი მიზნები და გადაწყვეტილებები არ ჰგავს მომავლის წინაშე პასუხისმგებლობის მქონე  ლიდერის გადაწყვეტილებას,”-აცხადებს კრეიგ ბენეტი, The Wildlife Trusts-ის აღმასრულებელი დირექტორი.

წყლის ხარისხის გაუმჯობესების გრძელვადიანი მიზნები მნიშვნელოვანია, რადგან ეს საშუალებას აძლევს მოსახლეობას, მოსთხოვოს მთავრობას, აკონტროლოს წყალგაყვანილობები და აწარმოოს მდინარეების დაბინძურების მონიტორინგი – აცხადებს რიჩარდ ბენველი, Wildlife-ისა და Countryside Link-ის აღმასრულებელი დირექტორი, BBC-თან ინტერვიუში.

„როგორც ჩანს, საზოგადოებას მდინარეებში წყლის ხარისხის მაჩვენებელზე წვდომა  არ შეეძლებათ “ – ახსენა მანვე.

მდინარის დაბინძურება სერიოზული პრობლემაა ინგლისსა და უელსში, სადაც ყველა მათგანი ბინძურდება კანალიზაციით, მიკროპლასტმასათი და ნაგვით. გასულ ზაფხულს უამრავი საჩივარი დაფიქსირდა მას შემდეგ, რაც წყლის კომპანიებმა გაუწმენდავი კანალიზაციის წყალი პირდაპირ ზღვაში გაუშვეს.

საქველმოქმედო ორგანიზაციები შიშობენ, რომ ასეთი გადაწყვეტილებებით პრობლემები არ მოგვარდება, მეტიც, სწორად დასახული მიზნებისა და ინვესტიციის გარეშე წყლის  ხარისხი გაუარესდება, რაც, ბუნებრივია, ყველა უკვე დასახული მიზნის ეფექტურობას ეჭვქვეშ აყენებს.

კამპანიის წევრების აზრით, დასახული მიზნები ძირს უთხრის დიდი ბრიტანეთის ლიდერობას გლობალურ არენაზე.

ამჟამად კანადაში, მონრეალში, COP15-ის სამიტზე  200 ქვეყნის წარმომადგენელი იკრიბება, რათა შეაჩერონ მსოფლიოში ბიომრავალფეროვნების კლება-გადაშენება.

 

სტატიაზე მუშაობდა : მარიამ სიხარულიძე და ანა ახალაძე

წყარო : www.bbc.com

11 თებერვალი 2023 წელი


წინა პოსტი
ლონდონის მეტროპოლიტენის ჰაერი იმაზე მეტადაა დაბინძურებული, ვიდრე გვეგონა
შემდეგი პოსტი
მდინარე დელავერის აუზში ჩატარებულმა კომპლექსურმა კვლევამ სიმლაშის დონის ზრდა და საკვები ნივთიერებების შემცირების ტენდეცია გამოავლინა

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
  • სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
  • ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
  • Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone
  • Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
სამშაბათი, 29, სექ
Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
სამშაბათი, 29, სექ
სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
ოთხშაბათი, 23, სექ
ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
ოთხშაბათი, 23, სექ
Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone
კვირა, 13, სექ
Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
კვირა, 13, სექ
ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა

Welcome back,