GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

ესპანეთში ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე ცხელი წინასაზაფხულო სითბური ტალღების პერიოდია

Homepage მსოფლიო ესპანეთში ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე ცხელი წინასაზაფხულო სითბური ტალღების პერიოდია
მსოფლიო

ესპანეთში ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე ცხელი წინასაზაფხულო სითბური ტალღების პერიოდია

აგვისტო 15, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
596 ნახვა
ნახვები : 77
  • სევილიაში ჰაერის ტემპერატურამ 40 გრადუსს მიაღწია
  • სამხრეთ ესპანეთის რეგიონებში მოსალოდნელია ტემპერატურის 43 გრადუსამდე ზრდა
  • ამგვარი სიცხის მიზეზია ჩრდილოეთ აფრიკიდან მომავალი ცხელი ჰაერის ღრუბელი

 

სევილია, ესპანეთი, 11 ივნისი (როიტერსი) – სამხრეთ სევილიაში, შაბათს დღეს, მარაოს გამყიდველების ბიზნესი საკმაოდ სარფიანად მიდიოდა, რადგან ესპანეთი ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე ცხელი წინა საზაფხულო სითბური ტალღებისაგან იწვის.

მეეტლეები წყლით აგრილებდნენ ცხენებს, რომლებიც ასეირნებენ ტურისტებს სევილიის ისტორიული ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად – მაგ. რეალ ალკაზარის სასახლე და პლაზა დე ესპანია.

ნაციონალური მეტეოროლოგიური ოფისის (AEMET) განცხადებით, შაბათს სევილიაში მდებარე მდინარე გუადალკივირის ხეობასა და მის ახლომდებარე ქალაქ კორდობაში ჰაერის ტემპერატურამ 40 გრადუს ცელსიუსს (104 ფარენჰაიტი) მიაღწია.

მოგვიანებით, შაბათსვე, სინოპტიკოსებმა ივარაუდეს, რომ გუადიანას ხეობაში – ექსტრემადურაში – და სამხრეთ ესპანეთის დანარჩენ ნაწილებში ტემპერატურა შეიძლება 42 გრადუსამდეც (108 ფარენჰეიტი) გაიზარდოს.

შეიძლება, სამხრეთ ესპანეთის ზოგიერთ ნაწილში, კვირას სითბური ტალღა უფრო ინტენსიური გახდეს, რადგან ტემპერატურა სავარაუდოდ 43 გრადუსს მიუახლოვდება.

AEMET-ის სინოპტიკოსების თქმით, ტემპერატურის მატებას იწვევს ჩრდილოეთ აფრიკიდან წამოსული ცხელი ჰაერის ღრუბელი და სულის შემხუთველი სიცხე შეიძლება 15 ივნისამდეც გაგრძელდეს; 6 დღით ადრე,  ვიდრე ზაფხული ოფიციალურად დაიწყება (21 ივნისს).

ასევე, სინოპტიკოსები ესპანეთის ზოგიერთ ნაწილში ვარაუდობენ ძლიერ ქარსა და შტორმს.

 

სტატიაზე მუშაობდა : თამთა კიკვაძე და ლელა რატიანი

წყარო : www.reuters.com


წინა პოსტი
პალეონტოლოგების თქმით კლიმატური კრიზისის შედეგად ადამიანების დაპატარავებაა მოსალოდნელი
შემდეგი პოსტი
ფიჯი აცხადებს, რომ აზიის ყველაზე დიდ საფრთხეს არა კონფლიქტები, არამედ კლიმატური ცვლილება წარმოადგენს

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
  • სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
  • ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
  • Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone
  • Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
სამშაბათი, 29, სექ
Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
სამშაბათი, 29, სექ
სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
ოთხშაბათი, 23, სექ
ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
ოთხშაბათი, 23, სექ
Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone
კვირა, 13, სექ
Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
კვირა, 13, სექ
ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა

Welcome back,