GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ფიჯი აცხადებს, რომ აზიის ყველაზე დიდ საფრთხეს არა კონფლიქტები, არამედ კლიმატური ცვლილება წარმოადგენს

Homepage მსოფლიო ფიჯი აცხადებს, რომ აზიის ყველაზე დიდ საფრთხეს არა კონფლიქტები, არამედ კლიმატური ცვლილება წარმოადგენს
მსოფლიო

ფიჯი აცხადებს, რომ აზიის ყველაზე დიდ საფრთხეს არა კონფლიქტები, არამედ კლიმატური ცვლილება წარმოადგენს

აგვისტო 16, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
634 ნახვა
ნახვები : 157
  • ფიჯის, ტონგასა და სამოას მსგავსი კუნძულები წყნარი ოკეანის აუზში ყველაზე მეტადაა საფრთხის ქვეშ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ექსტრემალური ამინდის გამო
  • ფიჯის ბოლო წლებში ტროპიკული ციკლონების სერიის გადატანა მოუწია, რამაც გამოიწვია დამანგრეველი წყალდიდობა, ათასობით ადამიანის მიგრაცია და ეკონომიკური პროცესების შეფერხება
  • „ჩვენი არსებობის ყველაზე დიდი საფრთხე კლიმატის ცვლილებაა. ეს კრიზისული მდგომარეობა ეჭვქვეშ აყენებს ჩვენს იმედებსა და ოცნებებს კეთილდღეობის შესახებ“, – ფიჯის თავდაცვის მინისტრი ინია სერუირატუ

უსაფრთხოების ყოველწლიურ სამიტზე ფიჯის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ კლიმატის ცვლილება ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, რითაც შეცვალა საუბრის მთავარი თემა – უკრაინის ომი და ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის დაძაბული ურთიერთობა.

ფიჯის, ტონგასა და სამოას მსგავსი კუნძულები წყნარი ოკეანის აუზში ყველაზე მეტადაა საფრთხის ქვეშ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ექსტრემალური ამინდის გამო.

ფიჯის ბოლო წლებში ტროპიკული ციკლონების სერიის გადატანა მოუწია, რამაც გამოიწვია დამანგრეველი წყალდიდობა, ათასობით ადამიანის მიგრაცია და ეკონომიკური პროცესების შეფერხება.

„ჩვენს კონტინენტზე ტყვიამფრქვევების, გამანადგურებლების, ნაცრისფერი გემებისა და მწვანე ბატალიონების განთავსება არ არის ადამიანებისთვის უსაფრთხოების გარანტი“, – თქვა ინია სერუირატუმ, ფიჯის თავდაცვის მინისტრმა აზიის უსაფრთხოების სამიტზე.

„ჩვენი არსებობის ყველაზე დიდი საფრთხე კლიმატის ცვლილებაა. ეს კრიზისული მდგომარეობა ეჭვქვეშ აყენებს ჩვენს იმედებსა და ოცნებებს კეთილდღეობის შესახებ“.

სინგაპურში გამართულ შეხვედრაზე ძირითადი თემები გახლდათ რუსეთის შეჭრა უკრაინაში და მზარდი დაძაბულობა შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის თითქმის ყველა საკითხის თაობაზე – ტაივანის სუვერენიტეტიდან დაწყებული, წყნარი ოკეანის საზღვაო ბაზებით დამთავრებული.

წყნარი ოკეანის კუნძულები რეგიონული დაძაბულობის ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც აპრილში ჩინეთმა ხელი მოაწერა უსაფრთხოების შეთანხმებას სოლომონის კუნძულებთან, რამაც შეაშფოთა შეერთებული შტატები, ავსტრალია და ახალი ზელანდია, რადგანაც ისინი წყნარ ოკეანეში პეკინის სამხედრო გაძლიერებას შიშობენ .

პეკინმა განაცხადა, რომ არ აარსებს სამხედრო ბაზას სოლომონის კუნძულებზე და რომ მისი მიზანია წყნარი ოკეანის კუნძულოვან ქვეყნებთან უსაფრთხოების საკითხზე მუშაობა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იიმ გასულ თვეში ჩაატარა არაერთი შეხვედრა წყნარი ოკეანის კუნძულებზე ფართო რეგიონული ვაჭრობისა და უსაფრთხოების შეთანხმების უზრუნველყოფის იმედით, მაგრამ სახელმწიფოებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

სერუირატუმ ნაკლები ყურადღება მიაქცია წყარი ოკეანის აუზში ზესახლმწიფოების ძალების გადანაწილების საკითხს, ამავდროულად კი ხაზი გაუსვა ფიჯის პოზიციას რეგიონში არსებულ სახელმწიფოებთან თანამშრომლობის შესახებ.

,,ფიჯის არ ეშინია გეოპოლიტიკური შეჯიბრის, ჩვენ უნდა შეგვეძლოს გარემოებებთან ადაპტაცია სტაბილურობის მისაღწევად“, – აცხადებს იგი.

 

სტატიაზე მუშაობდა : ლილი ყვავილაშვილი და ნინი თოიძე

წყარო : www.nbcnews.com

 


წინა პოსტი
ესპანეთში ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე ცხელი წინასაზაფხულო სითბური ტალღების პერიოდია
შემდეგი პოსტი
პლასტიტარი: ტარისა და მიკროპლასტმასის ნაზავი დაბინძურების ახალი ფორმაა, ამბობენ მეცნიერები

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • დაბალი ემისიის ზონამ გლაზგოში ჰაერის დაბინძურება მესამედით შეამცირა
  • ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
  • სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
  • მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
  • ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
პარასკევი, 1, მაი
დაბალი ემისიის ზონამ გლაზგოში ჰაერის დაბინძურება მესამედით შეამცირა
კვირა, 19, აპრ
ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
სამშაბათი, 31, მარ
სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
სამშაბათი, 24, მარ
მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
ხუთშაბათი, 26, თებ
ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
კვირა, 8, თებ
ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას

Welcome back,