GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

უკვე 6000-ზე მეტ ქალაქში მიმდინარეობს ჰაერის ხარისხის მონიტორინგი, აცხადებს “WHO”

Homepage მსოფლიო უკვე 6000-ზე მეტ ქალაქში მიმდინარეობს ჰაერის ხარისხის მონიტორინგი, აცხადებს “WHO”
მსოფლიო

უკვე 6000-ზე მეტ ქალაქში მიმდინარეობს ჰაერის ხარისხის მონიტორინგი, აცხადებს “WHO”

ივლისი 17, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
597 ნახვა
ნახვები : 50
  • 117 ქვეყნის რეკორდული რაოდენობის ქალაქები უკვე აკონტროლებს ჰაერის ხარისხს, მაგრამ იქ მცხოვრები ხალხი კვლავ სუნთქავს წვრილი ნაწილაკებისა და აზოტის დიოქსიდის არაჯანსაღ რაოდენობას, ამბობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO)
  • 2022 წლის მონაცემთა ბაზა მიზნად ისახავს მსოფლიო ჰაერის მდგომარეობის მონიტორინგს და მდგრადი განვითარების მიზნების პროგრესის თვალყურს

 

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჰაერის ხარისხის 2022 წლის  მონაცემები ჯანდაცვის მსოფლიო დღის წინა დღეს გამოქვეყნდა.

მონაცემები ასევე მოიცავს PM2.5-ისა და PM10-ის რაოდენობებს, რომლებიც ძირითადად წარმოიქმნება ადამიანის საქმიანობიდან გამომდინარე წიაღისეული საწვავის წვით.

ჰაერის დაბინძურებით ადამიანის ორგანიზმისთვის მიყენებული ზარალი სწრაფად იზრდება და მიუთითებს მნიშვნელოვან ზიანზე, რომელიც გამოწვეულია ჰაერის მრავალი დამაბინძურებლის დაბალი დონითაც კი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გასულ წელს გადახედა და გაამკაცრა ჰაერის ხარისხის გაიდლაინები, რათა დაეხმაროს ქვეყნებს საკუთარი ჰაერის სიჯანსაღის უკეთ შეფასებაში.

2022 წლის მონაცემთა ბაზა მიზნად ისახავს მსოფლიო ჰაერის მდგომარეობის მონიტორინგს და მდგრადი განვითარების მიზნების პროგრესის თვალყურს.

„პანდემიის შემდეგ მიუღებელია ჰაერის დაბინძურების გამო იმ 7 მილიონი ადამიანის სიკვდილი, რომელთა თავიდან აცილებაც შესაძლებელი იყო. მიუხედავად ამისა, ძალიან ბევრი ინვესტიცია ჯერ კიდევ იდება დაბინძურებულ გარემოში დაარა სუფთა და ჯანსაღ ჰაერში“, – თქვა დოქტორმა მარია ნეირამ, ჯანმოს გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილებისა და ჯანმრთელობის დეპარტამენტის დირექტორმა.

ჯანმრთელობის მსოფლიო დღე, რომელიც აღინიშნება 7 აპრილს, გლობალურ ყურადღებას გაამახვილებს გადაუდებელ ქმედებებზე, რომლებიც ადამიანებისა და პლანეტის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და კეთილდღეობაზე ორიენტირებული საზოგადოებების შესაქმნელადაა საჭირო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, ყოველწლიურად მსოფლიოში 13 მილიონზე მეტი ადამიანის სიკვდილი გამოწვეულია ისეთი გარემოსდაცვითი მიზეზებით, რომელთა თავიდან აცილებაც შესაძლებელი იყო.

„ამჟამინდელი ენერგეტიკული შეშფოთება ხაზს უსვამს უფრო სუფთა, ჯანსაღ ენერგეტიკულ სისტემებზე გადასვლის დაჩქარების მნიშვნელობას“, – თქვა დოქტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა, ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა. „წიაღისეული საწვავის მაღალი ფასები, ენერგეტიკული უსაფრთხოება, ჰაერის დაბინძურებისა და კლიმატის ცვლილების გამოწვევების გადაჭრა ხაზს უსვამს აუცილებლობას, უფრო სწრაფად გადავიდეთ წიაღისეულ საწვავზე ნაკლებად დამოკიდებულ სამყაროში“.

 

სტატიაზე მუშაობდა : ქეთო გობრონიძე და ანუკი კვეკვესკირი

წყარო : airqualitynews.com


წინა პოსტი
200 მილიონი ფუნტი დაფინანსება დიდი ბრიტანეთის ავტობუსის ნულოვანი გამონაბოლქვის დაპირებისთვის
შემდეგი პოსტი
ევროპის ქალაქების მაცხოვრებლები ჰაერის დაბინძურების მაღალი ზემოქმედების ქვეშ არიან

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
  • სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
  • ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
  • Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone
  • Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
სამშაბათი, 29, სექ
Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
სამშაბათი, 29, სექ
სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
ოთხშაბათი, 23, სექ
ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
ოთხშაბათი, 23, სექ
Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone
კვირა, 13, სექ
Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
კვირა, 13, სექ
ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა

Welcome back,