GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

Airbus ნულოვანი ემისიით ფრენის გეგმის ფარგლებში წყალბადის ძრავიან A380-ს გამოცდის

Homepage მსოფლიო Airbus ნულოვანი ემისიით ფრენის გეგმის ფარგლებში წყალბადის ძრავიან A380-ს გამოცდის
მსოფლიო

Airbus ნულოვანი ემისიით ფრენის გეგმის ფარგლებში წყალბადის ძრავიან A380-ს გამოცდის

ივლისი 6, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
569 ნახვა
ნახვები : 43

მსოფლიოს უდიდესი კომერციული ავიალაინერის წარმოება გასულ წელს შეწყდა, მაგრამ საკულტო დიზაინმა შესაძლოა ახლა ეკოლოგიურად სუფთა საჰაერო მგზავრობას გაუკაფოს გზა.

როდესაც Emirates-მა დეკემბერში თავისი 123-ე Airbus A380  მიიღო, ეს ყველა დროის ყველაზე დიდი სამგზავრო თვითმფრინავისთვის სასიცოცხლო გზის დასასრული გახლდათ, წარმოებაში ჩაშვებიდან მხოლოდ 16 წლის შემდეგ,  ახალი შეკვეთების  შემცირების ფონზე, რისი მიზეზიც იყო ტექნოლოგური მიღწევები, რომლებიც ახალ მოდელებს უფრო ეკონომიურს ხდის, რასაც დაემატა პანდემიის დამანგრეველი გავლენა  გლობალურ მოთხოვნაზე.

ახლახანს მწარმოებელმა განცხადება გააკეთა თავის გეგმებზე, წყალბადის საწვავის ტექნოლოგიაზე გადაიყვანოს თავისი სუპერ ლაინერი, რომელსაც 525 მგზავრის გადაყვანა შეუძლია, როგორც 2035 წლისთვის მსოფლიოში პირველი ნულოვანი ემისიების მქონე თვითმფრინავის წარდგენის მცდელობის ნაწილი. პროექტი ხორციელდება CFM International-თან პარტნიორობით, რომელიც ერთობლივი საწარმოა და მოიცავს General Electric-ის განყოფილებას  – GE Aviation-ს და ავიაძრავების ევროპულ მწარმოებელს – Safran Aircraft Engines-ს.

წყალბადზე მომუშავე გაზის ტურბინები დამონტაჟდება A380-ის ორ ზედა დონის კარებს შორის, საწვავის შენახვისა და განაწილების სისტემებით, რომლებიც განლაგებული იქნება თვითმფრინავის შიგნით, რრაც Airbus-ის აზრით, მას საშუალებას მისცემს, ეს კონცეფცია დროთა განმავლობაში უკეთ განავითაროს.

„ეს მთავარი რამაა, რაც საშუალებას მოგვცემს მივაღწიოთ ჩვენს ამბიციას, გვქონდეს ნულოვანი ემისიის თვითმფრინავი კომერციულ მომსახურებაში 2035 წლისთვის“, -განაცხადა გლენ ლეველინმა, საავიაციო კლიმატის სტრატეგიის ლიდერმა და Airbus-ის ნულოვანი ემისიის თვითმფრინავების (Zero Emission Aircraft) განყოფილების ვიცე-პრემიერმა კომპანიის YouTube არხზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.

რადგანაც მხოლოდ 2019 წელს გლობალური საჰაერო მიმოსვლაზე 915 ტონა CO2-მოდიოდა, საავიაციო სექტორი ზეწოლის ქვეშაა რომ სრულყოს დაბალი და ნულოვანი ემისიის ალტერნატივები. გასულ წელს გაირკვა, რომ ევროპის ხუთმა უმსხვილესმა აეროპორტმა – ლონდონის ჰითროუმ, პარიზის ჩარლზ დე გოლმა, ფრანკფურტმა, ამსტერდამის შიპოლმა და მადრიდის ბარაჯასმა – უფრო მეტი CO2 გამოყვეს, ვიდრე მთელმა შვედეთმა.

სტატიაზე მუშაობდა : თამთა კიკვაძე და ნატა შველიძე

წყარო : airqualitynews.com


წინა პოსტი
გლაზგოს დაბალი ემისიის ზონა (LEZ) მომავალ წელს ყველა ავტომობილს მოიცავს
შემდეგი პოსტი
ანგარიში იკვლევს სკოლის ქუჩის სქემების ეფექტურობას

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
  • ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა
  • მსოფლიო მძლეოსნობის ფედერაცია აფართოებს ინიციატივას „სირბილი სუფთა ჰაერისთვის“
  • კვადრატული მილი ამცირებს გამონაბოლქვს, რადგან ქალაქი სუფთა ნულოვანი მომავლისკენ ისწრაფვის
  • ელექტრომობილის შეძენის განხილვისას, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გარემოზე ზრუნვის საკითხია
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 13, სექ
Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
კვირა, 13, სექ
ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა
კვირა, 9, აგვ
მსოფლიო მძლეოსნობის ფედერაცია აფართოებს ინიციატივას „სირბილი სუფთა ჰაერისთვის“
ოთხშაბათი, 27, მაი
კვადრატული მილი ამცირებს გამონაბოლქვს, რადგან ქალაქი სუფთა ნულოვანი მომავლისკენ ისწრაფვის
სამშაბათი, 26, მაი
ელექტრომობილის შეძენის განხილვისას, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გარემოზე ზრუნვის საკითხია
პარასკევი, 1, მაი
დაბალი ემისიის ზონამ გლაზგოში ჰაერის დაბინძურება მესამედით შეამცირა

Welcome back,