GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ჰაერის დაბინძურების ყველა „ცხელი წერტილი“ NCR-ის რეგიონში „მწვანე წერტილად“ გადაიქცევა

Homepage მსოფლიო ჰაერის დაბინძურების ყველა „ცხელი წერტილი“ NCR-ის რეგიონში „მწვანე წერტილად“ გადაიქცევა
მსოფლიო

ჰაერის დაბინძურების ყველა „ცხელი წერტილი“ NCR-ის რეგიონში „მწვანე წერტილად“ გადაიქცევა

მაისი 14, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
534 ნახვა
ნახვები : 55
  • გურუგრამში გამოვლინდა 18 ადგილი, როგორც სატრანსპორტო საშუალებებისა და გზებზე გადატვირთული მოძრაობის „ცხელი წერტილები“
  • ზომები, რომელთა მიღებასაც მთავრობა გეგმავს, ჰაერის დაბინძურების „ცხელი წერტილების“ „მწვანე წერტილებად“ გადასაქცევად, არის გამწვანება, სამრეწველო და ტრანსპორტის გამონაბოლქვის კონტროლი, სამშენებლო და მყარი მასალების ნარჩენების მართვა

ჰარიანას მინისტრმა მანოჰარ ლალ ხათარმა განაცხადა, რომ ჰაერის დაბინძურების ყველა ”ცხელი წერტილი“ ეროვნული დედაქალაქის რეგიონში (NCR) ჰაერის დაბინძურებასთან საბრძოლველად „მწვანე წერტილად“ გადაიქცევა. გურუგრამში შტატის ჰაერის დაბინძურების კონტროლის საბჭომ გამოავლინა 18 ადგილი, როგორც სატრანსპორტო საშუალებებისა და გზებზე გადატვირთული მოძრაობის „ცხელი წერტილები“.

„დელის შემდეგ ესენია ყველაზე მეტად დაბინძურებული ზონები. ჩვენ მივიღეთ რამდენიმე ინიციატივა, რათა შევამოწმოთ ჰაერის ხარისხი NCR-ის (ინდოეთის რამდენიმე ქალაქის გაერთიანება, მათ შორისაა გურუგრამი) რაიონებში.

ჩვენ ასევე ვმუშაობთ, რათა ჰარიანაში შევამციროთ მოსავლის შემდგომი ნარჩენის წვა. ყველა ამ რაიონში ჩვენ გამოვავლინეთ დაბინძურების „ცხელი წერტილები“ და ვგეგმავთ, გადავაქციოთ ეს ადგილები „მწვანე წერტილებად“, – განაცხადა ხათარმა.

ამის შესახებ პრემიერმა გურუგრამში ჰაერის ხარისხის მართვის კომისიისა და NCR-ის  გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ორდღიან („დიალოგი სუფთა ჰაერის ინიციატივასთან დაკავშირებით“) საინაუგურაციო სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

ხათარმა თქვა, რომ ზომები, რომელთა მიღებასაც მთავრობა გეგმავს, რათა დაბინძურებული ჰაერის „ცხელი წერტილები“ გადააქციოს „მწვანე წერტილებად“, არის გამწვანება, სამრეწველო და ტრანსპორტის გამონაბოლქვის კონტროლი, სამშენებლო და მყარი მასალების ნარჩენების მართვა.

მთავრობის ოფიციალური პირების თქმით ჰარიანას 22 რეგიონიდან 14 (ანუ შტატის 60%-ზე მეტი) “NCR”-ში მდებარეობს.

მინისტრმა ასევე თქვა, რომ მთავრობამ უკვე შეიმუშავა პოლიტიკა, რომელიც ავალდებულებს ემისიის ონლაინმზომი მოწყობილობის დაყენებას NCR-ის რაიონის ყველა მრეწველობაში, რათა გააკონტროლოს სამრეწველო დაბინძურება. ეს მოწყობილობები დაკავშირებულია „დაბინძურების კონტროლის ცენტრალურ საბჭოსა“ და „ჰარიანას შტატის დაბინძურების კონტროლის საბჭოს“ სერვერებთან, სადაც ოფიციალური პირები დაბინძურების მონაცემებს ყოველდღე აკონტროლებენ.

NCR-ის გარემოს დაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ამ რეგიონში დაბინძურების პრობლემის გადასაჭრელად ხელისუფლებამ ქალაქის ადგილობრივი გეგმების შემუშავებაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება.

“არავალის ქედი იცავს NCR-ის რეგიონს და საჭიროა მუშაობა არსებული ეკოსისტემის დასაცავად. ჩვენ ასევე უნდა ვიმუშაოთ მტვრის მართვის მიმართულებითაც გამწვანების ხელშეწყობის გზით. ამის მისაღწევად შესაძლებელია მიკროსამოქმედო გეგმების შემუშავება. ჩვენ აუცილებლად უნდა გავზარდოთ მწვანე საფარი სკოლებსა და ურბანულ ტერიტორიებზე,“ – თქვა იადავმა.

ავიკალ სომვაშმა, მდგრადი ქალაქების პროგრამის მენეჯერმა, თქვა: „გამწვანების აქტივობები ურბანულ ადგილებში მწვანე საფარის გასაზრდელად, ან მტვრის კონტროლის ღონისძიებებს, ნამდვილად შეუძლია, შეამციროს PM10-ის დონე. მაგრამ ჩვენ საქმე გვაქვს შედარებით მცირე ნაწილაკებთან, როგორიცაა PM2.5 და სხვა დამაბინძურებლები, მაგალითად: ოზონი, აზოტისა და გოგირდის დიოქსიდი. ეს ყველაფერი მომდინარეობს წვისა და სატრანსპორტო გამონაბოლქვიდან და არის კრიტიკული, რადგან ეს ფაქტორები აყენებს ყველაზე დიდ ზიანს ჯანმრთელობას. ამის გასაკონტროლებლად, აუცილებელია კონკრეტული გეგმის არსებობა, რათა წვის წყაროებისა და გაზრდილი საჯარო ტრანსპორტიდან გამონაბოლქვი გაკონტროლდეს. PM10-ის დონის დაწევა კარგია, მაგრამ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის სარგებლის მოსატანად ასევე აუცილებელია, კონტროლდებოდეს PM2.5-ის დონე“.

სტატიაზე მუშაობდა : ანუკი კვეკვესკირი

წყარო : www.hindustantimes.com


წინა პოსტი
ექსპერტები ბრიტანელებს აფრთხილებენ არ ააშენონ სახლები “ჰაერის დაბინძურების ეპიცენტრებში”
შემდეგი პოსტი
დელიში, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ზომიერი ჰაერის ხარისხის დღეების რაოდენობა გაიზარდა – DPCC თავმჯდომარე

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
  • სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
  • მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
  • ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
  • ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 19, აპრ
ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
სამშაბათი, 31, მარ
სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
სამშაბათი, 24, მარ
მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
ხუთშაბათი, 26, თებ
ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
კვირა, 8, თებ
ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
ორშაბათი, 19, იან
ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.

Welcome back,