GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

ექსპერტები ბრიტანელებს აფრთხილებენ არ ააშენონ სახლები “ჰაერის დაბინძურების ეპიცენტრებში”

Homepage მსოფლიო ექსპერტები ბრიტანელებს აფრთხილებენ არ ააშენონ სახლები "ჰაერის დაბინძურების ეპიცენტრებში"
მსოფლიო

ექსპერტები ბრიტანელებს აფრთხილებენ არ ააშენონ სახლები “ჰაერის დაბინძურების ეპიცენტრებში”

მაისი 14, 2022
By GREENPOLE
1 კომენტარი
598 ნახვა
ნახვები : 85
  • ლონდონში სკოლებსა და სახლებს ჰაერის დაბინძურების ეპიცენტრებში აშენებენ, რასაც ცუდი ზეგავლენა აქვს ბავშვების ჯანმრთელობაზე.
  • ბავშვების კონტაქტი მაღალი დაბინძურების დონის მქონე ჰაერთან იწვევს „დაავადებული მოქალაქეების რაოდენობის ზრდას“, რაც მომავალში ლონდონს უფრო დაუცველს გახდის დაავადებების მიმართ.
  • ექსპერტები ამბობენ რომ ახალი სკოლები, ან ახალგაზრდა ოჯახებისთვის იაფი და ხელმისაწვდომი საცხოვრებელი სახლები, არავითარ შემთხვევაში უნდა აშენდეს ჰაერის დაბინძურების ეპიცენტრად ცნობილ ადგილებში.

 

ლონდონის ასამბლეას განუცხადეს რომ ახალი სკოლები და ხელმისაწვდომი საცხოვრებლები, რომლებიც განკუთვნილია ახალგაზრდა ოჯახებისთვის, არ უნდა აშენდეს „ცნობილ დაბინძურების ეპიცენტრებში“.

ასამბლეის გარემოს დაცვის კომიტეტის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას დოქტორმა იან მადვეიმ ლონდონის იმპერიული კოლეჯიდან საზოგადოება გააფრთხილა რომ ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის გრძელვადიანმა რისკებმა უნდა აიძულოს ადგილობრივი ხელისუფლება დაფიქრდეს, თუ სად აშენებს სკოლებსა და სახლებს.

ასამბლეას განუცხადეს რომ გასული ათწლეულის კვლევები ადასტურებენ, თუ რამდენად დიდი ზიანი მოაქვს ბავშვების ჯანმრთელობისთვის მაღალი დაბინძურების დონის ჰაერთან კონტაქტი. ყოველივე ეს იწვევს „დაავადებული მოქალაქეების რაოდენობის ზრდას“, რაც მომავალში ლონდონს უფრო დაუცველს გახდის დაავადებების მიმართ.

დოქტორმა მადვეიმ თქვა: „ვიცით რომ არსებობს კავშირი ჰაერის ცუდ ხარისხსა და ბავშვთა რესპირატორულ ჯანმრთელობასა და განვითარებას შორის გრძელვადიან პერსპექტივაში. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ავაშენოთ ახალი სკოლები ან ახალგაზრდა ოჯახებისთვის იაფი და ხელმისაწვდომ საცხოვრებლები ჩვენი ქალაქის ჰაერის დაბინძურების ეპიცენტრად ცნობილ ადგილებში.“

„ვიცი, რომ აქ არის რამდენიმე კონფლიქტური და ურთიერთგამომრიცხავი საკითხი, მაგრამ მე შემიძლია მრავალი ადგილი მიგითითოთ ლონდონში, სადაც სახლების და სკოლების აშენება ბევრად უკეთესი იქნებოდა. თუ მართლა ზრუნავთ ბავშვების ჯანმრთელობაზე, ახალგაზრდა ოჯახებისთვის განკუთვნილ იაფ საცხოვრებელ სახლებსა და სკოლებს იქ არასოდეს ააშენებდით, სადაც ჰაერი ისეთი დაბინძურებულია.“

 

სტატიაზე მუშაობდა : ანა ქავთარაძე

წყარო : airqualitynews.com


წინა პოსტი
გაეროს კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი პანელის (IPCC) მიერ ამ კვირაში გამოქვეყნებული ახალი ანგარიში განიხილავს კლიმატის ცვლილების მიზეზებს, გავლენასა და გადაწყვეტილებებს.
შემდეგი პოსტი
ჰაერის დაბინძურების ყველა „ცხელი წერტილი“ NCR-ის რეგიონში „მწვანე წერტილად“ გადაიქცევა

1 reply added

  1. 打开Binance账户 ოქტომბერი 11, 2026 პასუხი

    Your point of view caught my eye and was very interesting. Thanks. I have a question for you. https://accounts.binance.bh/ja/register-person?ref=FIHEGIZ8

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
  • სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
  • ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
  • Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone
  • Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
სამშაბათი, 29, სექ
Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
სამშაბათი, 29, სექ
სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
ოთხშაბათი, 23, სექ
ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
ოთხშაბათი, 23, სექ
Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone
კვირა, 13, სექ
Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
კვირა, 13, სექ
ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა

Welcome back,