GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

წყლის ხარისხი მდინარე განგის ქვედა მონაკვეთებში საგანგაშოა

Homepage მსოფლიო წყლის ხარისხი მდინარე განგის ქვედა მონაკვეთებში საგანგაშოა
მსოფლიო

წყლის ხარისხი მდინარე განგის ქვედა მონაკვეთებში საგანგაშოა

იანვარი 24, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
687 ნახვა
ნახვები : 93
  • მდინარე განგის ქვედა მონაკვეთებში წყლის ხარისხი საგანგაშო აღმოჩნდა მეცნიერთა ჯგუფის მიერ, რომელმაც შეიმუშავა მტკნარი წყლის ხარისხის ინდექსის (WQI) საჭირო საბაზისო ხაზი. მათ აღნიშნეს წყლის ხარისხის მუდმივი გაუარესება.
  • ადამიანის სწრაფმა ზეწოლამ და ანთროპოგენურმა აქტივობამ განაპირობა მდინარე განგაში დაუმუშავებელი მუნიციპალური და სამრეწველო კანალიზაციის ჩადინება სხვა დამაბინძურებლების ფორმებთან ერთად.
  • „საგრძნობლად გაიზარდა გაუწმენდავი მუნიციპალური და სამრეწველო კანალიზაციის ჩაშვება განგის ქვედა მონაკვეთზე, რასაც მოჰყვება მრავალი უნიკალური და ბიომრავალფეროვანი ეკოსისტემის, როგორიცაა სუნდარბანსის ტყეები და გადაშენების პირას მყოფი ქარიზმატული სახეობები, მაგალითად, განგის დელფინის განადგურება და გადაშენება“, – ნათქვამია მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტროს განცხადებაში.

ნიუ დელი, 12 დეკემბერი

მდინარე განგის ქვედა მონაკვეთებში წყლის ხარისხი საგანგაშო აღმოჩნდა მეცნიერთა ჯგუფის მიერ, რომელმაც შეიმუშავა მტკნარი წყლის ხარისხის ინდექსის (WQI) საჭირო საბაზისო ხაზი. მათ აღნიშნეს წყლის ხარისხის მუდმივი გაუარესება.

ადამიანის სწრაფმა ზეწოლამ და ანთროპოგენურმა აქტივობამ განაპირობა მდინარე განგაში დაუმუშავებელი მუნიციპალური და სამრეწველო კანალიზაციის ჩადინება სხვა დამაბინძურებლების ფორმებთან ერთად. „კერძოდ, მდინარე განგის ქვედა მონაკვეთებზე, მეგაპოლის კოლკატასთან ახლოს, ზემოქმედებს ანთროპოგენური ფაქტორები, ძირითადად მდინარის ორივე მხარეს მოსახლეობის ინტენსიური ზეწოლის გამო. შედეგად, საგრძნობლად გაიზარდა გაუწმენდავი მუნიციპალური და სამრეწველო კანალიზაციის ჩაშვება განგის ქვედა მონაკვეთზე, რასაც მოჰყვება მრავალი უნიკალური და ბიომრავალფეროვანი ეკოსისტემის, როგორიცაა სუნდარბანსის ტყეები და გადაშენების პირას მყოფი ქარიზმატული სახეობები, მაგალითად, განგის დელფინის განადგურება და გადაშენება“, – ნათქვამია მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტროს განცხადებაში.

გუნდი, რომელსაც ხელმძღვანელობდა პროფესორი პუნიასლოკე ბჰადური, ინტეგრირებული ტაქსონომიისა და მიკრობული ეკოლოგიის კვლევის ჯგუფიდან (ITMERG) IISER-ში, კოლკატაში, ორი წლის განმავლობაში აკვირდებოდა ცხრა ადგილს, რომელიც მოიცავდა 59 სადგურს მდინარე განგის ქვედა მონაკვეთზე, 50 კილომეტრის გასწვრივ. ეს პროცესი საშუალებას აძლევდა, დაკვირვებოდა დინამიკას, ძირითად გარემო ცვლადებს, მათ შორის გახსნილ აზოტის ფორმებსა და ბიოლოგიურ ორგანიზმებს განგის ჯანმრთელობის შესაფასებლად. მეცნიერებმა შეადგინეს ადგილის WQI, ძირითადი მეტრიკა, რომელიც გვეხმარება, გავიგოთ ეკოლოგიური შედეგები მდინარე განგის ქვედა მონაკვეთზე, ნათქვამია განცხადებაში.

მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტი (DST) – წყლის ტექნოლოგიების ინიციატივამ მხარი დაუჭირა ჯგუფს, განეხორციელებინა ის საკვანძო კვლევა, რომელიც ახლახან გამოქვეყნდა ჟურნალში “Environment Research Communications”.

ზემოხსენებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მდინარის ამ მონაკვეთის WQI მნიშვნელობები იყო 14-52-ს შორის და მუდმივად უარესდებოდა, სინჯების აღების სეზონის მიუხედავად. მათ, ასევე, დაადგინეს დაბინძურების წყარო და დამაბინძურებლების ტიპები, კერძოდ, აზოტის ფორმები, რომლებიც ბიოტაზე (გარკვეული რაიონის ფლორა-ფაუნა) 50 კმ მონაკვეთის სიგრძეზე გავლენას ახდენს, რაც საჭიროებდა დაუყოვნებლივ ჩარევას მდინარის აუზის ეფექტური მართვისთვის.

ამ კვლევის შედეგები გადამწყვეტი იქნება მდინარე განგის ქვედა მონაკვეთის გრძელვადიანი ეკოლოგიური ჯანმრთელობის მონიტორინგის, სენსორებისა და ავტომატიზაციის ინტეგრირებისთვის, ნათქვამია განცხადებაში.

 

სტატიაზე მუშაობდა : ნატალი ბზიკაძე

წყარო : www.tribuneindia.com


წინა პოსტი
აიოვას გუბერნატორი 100 მილიონ დოლარს გამოყოფს წყლის ინფრასტრუქტურისა და ხარისხის გასაუმჯობესებლად
შემდეგი პოსტი
მარლერ კლარკს (Marler Clark) აშშ-ს მასშტაბით სალმონელას ხახვის გავრცელების გამო სასამართლოში სარჩელი შეაქვს

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
  • სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
  • მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
  • ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
  • ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 19, აპრ
ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
სამშაბათი, 31, მარ
სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
სამშაბათი, 24, მარ
მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
ხუთშაბათი, 26, თებ
ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
კვირა, 8, თებ
ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
ორშაბათი, 19, იან
ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.

Welcome back,