GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

პარიზის შეთანხმების გაგრძელების მთავარი მიზანი მეცხოველეობის გარემოზე უარყოფითი გავლენის შემცირებაა

Homepage მსოფლიო პარიზის შეთანხმების გაგრძელების მთავარი მიზანი მეცხოველეობის გარემოზე უარყოფითი გავლენის შემცირებაა
მსოფლიო

პარიზის შეთანხმების გაგრძელების მთავარი მიზანი მეცხოველეობის გარემოზე უარყოფითი გავლენის შემცირებაა

სექტემბერი 26, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
858 ნახვა
ნახვები : 57
  • პარიზის შეთანხმება 2015 წელსაა მიღებული, მისი მთავარი მიზანია, რომ გლობალური ტემპერატურა 1.50C-ზე მეტად არ გაიზარდოს. დღესდღეობით შეთანხმებას დაახლოებით 190 ქვეყანა შეუერთდა.
  • ახალი შეთანხმება მეცხოველეობით გამოწვეული პრობლემების გადაჭრას ემსახურება, მათ შორისაა ნიადაგის გამოფიტვა, გაუტყეურება, ჰაერისა და წყლის დაბინძურება, ოკეანეების მკვდარი ზონები, სათბურის აირების ჭარბი გამოყოფა.
  • გარემოსადმი მიყენებული ზიანის აღსადგენად დასახული მიზნების მისაღწევად ჩამოყალიბებულია 3 ძირითადი პრინციპი: უარის თქმა, მიმართულების შეცვლა, აღდგენა.

 

მეცნიერების თქმით, კლიმატური ცვლილებების პროცესი უპრეცედენტო სისწრაფით ვითარდება. ბევრმა სხვადასხვა ორგანიზაციამ გარკვეული მიზნები და სტრატეგია დასახა გარემოზე უარყოფითი გავლენის შესამცირებლად. პარიზის შეთანხმება 2015 წელსაა მიღებული, მისი მთავარი მიზანია, რომ გლობალური ტემპერატურა 1.50C-ზე მეტად არ გაიზარდოს. დღესდღეობით შეთანხმებას დაახლოებით 190 ქვეყანა შეუერთდა.

ზემოხსენებული შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი ასპექტი საკვების ინდუსტრიაში პოზიტიური ცვლილებებისა და მეტი პასუხისმგებლობის დაკისრების ხელშეწყობაა.

ახალი შეთანხმება, რომელიც პარიზის ხელშეკრულების საფუძვლებზეა აგებული, მიზნად ისახავს კვების მრეწველობის, კერძოდ კი მეცხოველეობის, ადაპტირებას იმგვარად, რომ გარემოზე უარყოფითი გავლენა მაქსიმალურად შემცირდეს.

შეთანხმება მეცხოველეობით გამოწვეული პრობლემების გადაჭრას ემსახურება, მათ შორისაა ნიადაგის გამოფიტვა, გაუტყეურება, ჰაერისა და წყლის დაბინძურება, ოკეანეების მკვდარი ზონები, სათბურის აირების ჭარბი გამოყოფა.

ამ ყველაფრის მისაღწევად წახალისებულია ცხოველური პროდუქტების მოხმარების შემცირება, რაც შეთანხმების სამი ძირითადი პრინციპით მიიღწევა: უარის თქმა, მიმართულების შეცვლა, აღდგენა

უარის თქმა

უარის თქმის პრინციპი შეაჩერებს ვითარებას გაუარესებისგან. უარის თქმა ნიშნავს, რომ შეიზღუდება ცხოველებისა და თევზების ახალი ფერმების აშენება. ამის მთავარი მიზეზი კი ის არის, რომ შენარჩუნდეს ტყის საფარი, რომელიც ფერმის აშენების შემთხვევაში გაიჩეხებოდა.

მიმართულების შეცვალა

მეორე ძირითადი პრინციპი გულისხმობს ხელისუფლების გარემოსდაცვითი ორგანოების გულგრილი დამოკიდებულების შეცვლასა და საგანგაშო ეკოლოგიური მდგომარეობის გამოცხადებას, როგორც ეს 30-ზე მეტ ქვეყანაში ადგილობრივი ხელისუფლების 2,000-მდე ორგანოს შემთხვევაში მოხდა.

საკვებზე ხელმისაწვდომობა, გაჭირვება და შიმშილობა მთავარ საკითხებად უნდა იყოს მიჩნეული. სახელმწიფომ მეტად უნდა შეუწყოს ხელი მცენარეული პროდუქტების მოხმარების გაზრდას.

შეთანხმების მიხედვით, ხორცპროდუქტების წარმოებას დამატებითი გადასახადი უნდა ეკისრებოდეს, რომლის დახმარებითაც მიღებული თანხა მეცხოველეობით დაზიანებული ნიადაგისა და გარემოს განახლებას უნდა მოხმარდეს.

აღდგენა

აღდგენის პრინციპი მოიაზრებს ლოკალურად გავრცელებული მცენარეების დარგვას გამოფიტულ ნიადაგზე. ასევე, ურბანულ დასახლებებში მწვანე სივრცეების მომატებას სახურავების გამწვანების გზით.

დღესდღეობით არსებულ ზღვის ბინადართა დაცულ სივრცეებში უნდა აიკრძალოს თევზაობა და ამ არეალს საგანგებოდ დაცული ტერიტორიის სტატუსი მიენიჭოს.

მცენარეული საკვების ხელშეწყობის ეს შეთანხმება ძალაში 2021 წლის 31 აგვისტოს შევიდა. მისი წარდგენის ცერემონია მსოფლიო მასშტაბით 50-ზე მეტი ქალაქის მერიის შენობის წინ შედგა.

 

სტატიაზე მუშაობდა : ნინი თოიძე

წყარო : plantbasednews.org


წინა პოსტი
აი, რატომ არის გრელანდიაში მოსული ნალექის რეკორდული რაოდენობა უმნიშვნელოვანესი
შემდეგი პოსტი
კვლევამ აჩვენა, რომ ხეების სახეობების 30% გადაშენების პირასაა

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
  • ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა
  • მსოფლიო მძლეოსნობის ფედერაცია აფართოებს ინიციატივას „სირბილი სუფთა ჰაერისთვის“
  • კვადრატული მილი ამცირებს გამონაბოლქვს, რადგან ქალაქი სუფთა ნულოვანი მომავლისკენ ისწრაფვის
  • ელექტრომობილის შეძენის განხილვისას, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გარემოზე ზრუნვის საკითხია
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 13, სექ
Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
კვირა, 13, სექ
ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა
კვირა, 9, აგვ
მსოფლიო მძლეოსნობის ფედერაცია აფართოებს ინიციატივას „სირბილი სუფთა ჰაერისთვის“
ოთხშაბათი, 27, მაი
კვადრატული მილი ამცირებს გამონაბოლქვს, რადგან ქალაქი სუფთა ნულოვანი მომავლისკენ ისწრაფვის
სამშაბათი, 26, მაი
ელექტრომობილის შეძენის განხილვისას, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გარემოზე ზრუნვის საკითხია
პარასკევი, 1, მაი
დაბალი ემისიის ზონამ გლაზგოში ჰაერის დაბინძურება მესამედით შეამცირა

Welcome back,