GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ჰაერის დაბინძურებასთან მებროლი ავტომობილი ინტერიერით, რომელიც მისაღებ ოთახს ჰგავს

Homepage მსოფლიო ჰაერის დაბინძურებასთან მებროლი ავტომობილი ინტერიერით, რომელიც მისაღებ ოთახს ჰგავს
მსოფლიო

ჰაერის დაბინძურებასთან მებროლი ავტომობილი ინტერიერით, რომელიც მისაღებ ოთახს ჰგავს

სექტემბერი 23, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
850 ნახვა
ნახვები : 226
  • ,,ჩოგბურთის ბურთის ზომის ნაწილაკების გროვა, შესაძლებელია, საკმარისად არ ეჩვენოს ზოგ ადამიანს, თუმცა ეს მასა თქვენს ფილტვებში რომ წარმოიდგინოთ, შეიცვლით აზრს“, – ინგლისელი დიზაინერი და არქიტექტორი ტომას ჰედერვიკი
  • ავტომობილის ეს მოდელი ,,Airo” განსხვავებული დიზაინით გამოირჩევა. მანქანის ცენტრში მაგიდაა, რომელის გარშემოც 4 სკამი არის განთავსებული. საჭიროების შემთხვევაში სკამების საწოლად გადაქცევაც შესაძლებელია. დამატებით, საჭე ისეა ჩამალული ინტერიერში, რომ შიდა სივრცე კიდევ უფრო ტევადი და თავისუფალია.
  • ,,Airo”-ს წარმოება 2023 წელს ჩინეთში დაიწყება, მისი ღირებულება 40,000 ევრო იქნება.

არაერთი ჯილდოს მფლობელი ინგლისელი დიზაინერი და არქიტექტორი ტომას ჰედერვიკი თვლის, რომ მან მიაგნო ატმოსფეროს დაბინძურებასთან ბრძოლის მორიგ საშაულებას – მის მიერ შექმნილი ელექტრო ავტომობილი, რომელიც გადაადგილების დროს წმენდს ჰაერს.

როგორც გამოცემა ,,BBC“ იუწყება, ჰედერვიკს მანქანების მწარმოებელმა ჩინურმა კომპანიამ IM Motors-მა მიმართა ამ მოდელის შესაქმნელად. ავტომობილს ექნება ჰაერის ფილტრი, რომელიც შეძლებს ატმოსფეროდან დამაბინძურებლების შთანთქმას. ამ გზით კი წელიწადში ჩოგბურთის ბურთის ზომის მყარი ნაწილაკების შეგროვება იქნება შესაძლებელი.

,,ჩოგბურთის ბურთის ზომის ნაწილაკების გროვა, შესაძლებელია, საკმარისად არ ეჩვენოს ზოგ ადამიანს, თუმცა ეს მასა თქვენს ფილტვებში რომ წარმოიდგინოთ, შეიცვლით აზრს. ასევე, მხოლოდ ჩინეთში მილიონი ასეთი ავტომობილი ივლის, რას საბოლოოდ თვალშისაცემ შედეგს გამოიღებს“, – ამბობს ჰედერვიკი.

ავტომობილის ეს მოდელი ,,Airo” განსხვავებული დიზაინით გამოირჩევა. მანქანის ცენტრში მაგიდაა, რომელის გარშემოც 4 სკამი არის განთავსებული. საჭიროების შემთხვევაში სკამების საწოლად გადაქცევაც შესაძლებელია. დამატებით, საჭე ისეა ჩამალული ინტერიერში, რომ შიდა სივრცე კიდევ უფრო ტევადი და თავისუფალია.

მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილის შემქმნელები დარწმუნებული არიან მის წარმატებაში, ბევრი კრიტიკოსი თვლის, რომ ეს ტექნოლოგია თითქმის შეუმჩნეველ გავლენას მოახდებს ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაზე. ,,Airo”-ს წარმოება 2023 წელს ჩინეთში დაიწყება, მისი ღირებულება 40,000 ევრო იქნება.

წინა წელს ჩვენ ვნახეთ კიდევ ერთი ტექნოლოგია, რომელიც ებრძვის ავტომობილის საბურავებისგან წარმოქმნილ მიკროპლასტმასის დაბინძურებას. ტექნოლოგიაზე მომუშავე ჯგუფმა The Tyre Collective 2020 წელს მიიღო ჯეიმს დაისონის სახელობის ინგლისის ეროვნული ჯილდო სინთეზური რეზინის ნაწილაკების დაბინძურების შემცირებისთვის.

ზემოხსენებული მოწყობილობა უმაგრდება მანქანის საბურავს და დამუხრუჭების ან მოხვევის დროს ხახუნის შედეგად წარმოქმნილ ნაწილაკებს აკავებს. აღსანიშნავია, რომ ავტომობილების მიერ გამოყოფილი ნაწილაკებით დაბინძურების 50 პროცენტს სწორედ ხელოვნური რეზინის მიკროსკოპული სხეულები შეადგენს.

 

სტატიაზე მუშაობდა : ნინი თოიძე

წყარო : www.intelligentliving.co


წინა პოსტი
ბრიუსელი ცდილობს ხმაურით დაბინძურების დაძლევას ქალაქ გენტის მაგალითზე
შემდეგი პოსტი
ტყის ხანძრებისგან გამოწვეულმა კვამლმა მსოფლიოს ისტორიაში პირველად მიაღწია ჩრდილოეთ პოლუსს

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
  • სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
  • მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
  • ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
  • ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 19, აპრ
ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
სამშაბათი, 31, მარ
სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
სამშაბათი, 24, მარ
მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
ხუთშაბათი, 26, თებ
ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
კვირა, 8, თებ
ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
ორშაბათი, 19, იან
ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.

Welcome back,