GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

ბრიუსელი ცდილობს ხმაურით დაბინძურების დაძლევას ქალაქ გენტის მაგალითზე

Homepage მსოფლიო ბრიუსელი ცდილობს ხმაურით დაბინძურების დაძლევას ქალაქ გენტის მაგალითზე
მსოფლიო

ბრიუსელი ცდილობს ხმაურით დაბინძურების დაძლევას ქალაქ გენტის მაგალითზე

სექტემბერი 16, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
198 ნახვა
  • ქალაქ გენტში ხმაურით დაბინძურების დაძლევის მიზნით იმ მანქანების და მოტოციკლეტების ჩამორთმევა დაიწყეს, რომლებიც ძალიან ხმაურიანად ითვლება.
  • საფრანგეთში ჩატარებულმა ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ ქვეყანას ხმაურის დაბინძურებით გამოწვეული სოციალური ზარალი 156 მილიარდი ევრო უჯდება.
  • ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე მიიღო ქმედი ზომები ხმაურით დაბინძურების შესამცირებლად გადატვირთულ ქალაქებში.
  • ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ხმაური არის მეორე ყველაზე მავნე გარემო ფაქტორი ევროპაში, ჰაერის დაბინძურების შემდეგ.

 

ქალაქ გენტში ხმაურით დაბინძურების დაძლევის მიზნით იმ მანქანების და მოტოციკლეტების ჩამორთმევა დაიწყეს, რომლებიც ძალიან ხმაურიანად ითვლება. ქალაქ გენტის მაგალითზე, ზოგიერთ პოლიტიკოს სურს ბელგიის დედაქალაქშიც ზუსტად იგივე ზომები გატარდეს.

თვალისმომჭრელი მანქანები გამაყრუებელი ძრავებით, მოტოციკლეტები, რომლებიც ქუჩას ხმაურით იკლებენ, კოვიდ პანდემიის ფონზე უფრო და უფრო მეტი ადამიანისთვის გახდა ხმაურით დაბინძურების წყარო,  ვინაიდან ბრიუსელის მაცხოვრებლების უმეტესობას სახლიდან უწევს მუშაობა.

„ჩვენ უკვე ბევრი ცვლილება განვახორციელეთ ავტომობილების აგრესიული მართვის წინააღმდეგ, თუმცა ეს ზომები მხოლოდ სიჩქარის შეზღუდვის მიზნით ხორციელდებოდა და არასდროს განგვიხილავს ხმაურით დაბინძურება,“ – განუცხადა დეპუტატმა ლოტე სტოუპსმა (გროენი) ბრიუსელ თაიმსს.

საფრანგეთში ჩატარებულმა ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ ქვეყანას ხმაურის დაბინძურებით გამოწვეული სოციალური ზარალი 156 მილიარდი ევრო უჯდება. ეს მაჩვენებელი ითვალისწინებს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა ქონების გაუფასურება, საზოგადოებრივი ჯამრთელობა, გართულებები სწავლის და კონცენტრაციის კუთხით, ძილის პრობლემები და პროდუქტიულობის დაქვეითება.

ავტომობილების მოძრაობით გამოწვეული ხმაური უკავშირდება ისეთ დაავადებას, როგორიცაა, მაგალითად, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები.

„ღამით ავტომობილების ხმაური იწვევს ძილის ფრაგმენტაციას, სტრესის ჰორმონების დონის აწევას და ჰაერის უკმარისობას“, – ნათქვამია აკადემიურ კვლევებში.

”ეს ფაქტორები ხელს უწყობენ სისხლძარღვთა დისფუნქციის განვითარებას (ენდოთელური დისფუნქცია) და მაღალ არტერიული წნევას, რაც, თავის მხრივ, ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს.”

ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე მიიღო ქმედი ზომები ხმაურით დაბინძურების შესამცირებლად გადატვირთულ ქალაქებში.

შვედეთში, ხმაურით დაბინძურების შესამცირებლად, მიმდინარეობს სისტემის ტესტირება, რომელიც მძღოლებს უგზავნის აკუსტიკურ სიგნალს მანქანის რადიოს საშუალებით და ატყობინებს სასწრაფო დახმარების, სახანძრო ბრიგადის ან პოლიციის მანქანების მოახლოებას.

ასევე ნიდერლანდებშიც ხდება მსგავსი ზომების გატარება. როტერდამში, მაგალითად, ხდება ხმაურის დონის გაზომვა და ხმაურით დაბინძურებული უბნების რუკების შედგენა.

ეს პრობლემა თითქმის მსოფლიოს ყველა ქალაქშია აქტიური, ამიტომ სხვა ქალაქების მაგალითების შესწავლა და გაანალიზება უმნიშვნელოვანესია.  რაც უფრო მეტ პერსპექტივას მიიღებთ პრობლემისადმი, მით უკეთ შეძლებთ მის დაძლევას, ” – თქვა სტოუპსმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ხმაური არის მეორე ყველაზე მავნე გარემო ფაქტორი ევროპაში, ჰაერის დაბინძურების შემდეგ.

ევროპის მოსახლეობის დაახლოებით 20%-ს (100 მილონზე მეტი ადამიანი) ქრონიკულად ხმაურით დაბინძურებულ გარემოში უწევს ცხოვრება, რაც საზიანოა მათი ჯანმრთელობისათვის.

ფრანგულმა კვლევამ Conseil national du bruit (CNB) და Agence de la transfer écologique ჩამოთვალა ხმაურის დაბინძურებით გამოწვეული ფაქტორები, როგორიცაა ძილის რეჟიმის დარღვევა, გულ -სისხლძარღვთა დაავადებები, სიმსუქნე, დიაბეტი, ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევები, სწავლის სირთულეები, ჰოსპიტალიზაცია, უბედურ შემთხვევები, პროდუქტიულობის შემცირება და ქონების ამორტიზაცია.

„გაცილებით ნაკლები ღირს ხმაურის აცილების მიზნით ზომების გატარება, ვიდრე ის ზარალი, რასაც ხმაური ჩვენ, ადამინებს და მთლიანად საზოგადოებას აყენებს,“ – განაცხადა სტოპსმა.

„ეს არის ჩუმი მკვლელი და წარმოუდგენლად საზიანო. თუ გვსურს ბრიუსელი ვაქციოთ ქალაქად, სადაც ცხოვრება შეიძლება, მაშინ უნდა მოვერიოთ ხმაურით დაბინძურების პრობლემას.“

სტოპსი ახალ იდეებს პარლამენტს მუშაობის დაწყებისთანავე წარუდგენს.

 

სტატიაზე მუშაობდა : მაია ბურდული და ნატა შველიძე

წყარო : www.brusselstimes.com

ნახვები : 178 1 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
20 წლიანი აღკვეთის შემდეგ, ცხოველებზე ცდების ჩატარება კოსმეტიკისთვის სავარაუდოდ აღდგება გაერთიანებულ სამეფოში
შემდეგი პოსტი
ჰაერის დაბინძურებასთან მებროლი ავტომობილი ინტერიერით, რომელიც მისაღებ ოთახს ჰგავს

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • მტკვარში ჩავარდნილი ქალი გარდაიცვალა
  • ბათუმში ავტობუსს ტრაილერი დაეჯახა – დაშავდა 6 ადამიანი
  • ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება ზრდის ბავშვებში კავასაკის დაავადების განვითარების რისკებს
  • ჩვენი სახლის ჰაერი გვკლავს:როგორ დავიცვათ თავი და გავხადოთ სახლი უსაფრთხო.
  • ჰაერის დაბინძურებამ გულის შეტევა შეიძლება ერთ საათში გამოიწვიოს
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
შაბათი, 6, აგვ
მტკვარში ჩავარდნილი ქალი გარდაიცვალა
ოთხშაბათი, 3, აგვ
ბათუმში ავტობუსს ტრაილერი დაეჯახა – დაშავდა 6 ადამიანი
სამშაბათი, 2, აგვ
ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება ზრდის ბავშვებში კავასაკის დაავადების განვითარების რისკებს
სამშაბათი, 2, აგვ
ჩვენი სახლის ჰაერი გვკლავს:როგორ დავიცვათ თავი და გავხადოთ სახლი უსაფრთხო.
ორშაბათი, 1, აგვ
ჰაერის დაბინძურებამ გულის შეტევა შეიძლება ერთ საათში გამოიწვიოს
ორშაბათი, 1, აგვ
ახალი დიზელის ძრავიანი ავტომობილების გაყიდვები 90%-ით დაეცა

Welcome back,