ჰაერის დაბინძურებასთან მებროლი ავტომობილი ინტერიერით, რომელიც მისაღებ ოთახს ჰგავს
- ,,ჩოგბურთის ბურთის ზომის ნაწილაკების გროვა, შესაძლებელია, საკმარისად არ ეჩვენოს ზოგ ადამიანს, თუმცა ეს მასა თქვენს ფილტვებში რომ წარმოიდგინოთ, შეიცვლით აზრს“, – ინგლისელი დიზაინერი და არქიტექტორი ტომას ჰედერვიკი
- ავტომობილის ეს მოდელი ,,Airo” განსხვავებული დიზაინით გამოირჩევა. მანქანის ცენტრში მაგიდაა, რომელის გარშემოც 4 სკამი არის განთავსებული. საჭიროების შემთხვევაში სკამების საწოლად გადაქცევაც შესაძლებელია. დამატებით, საჭე ისეა ჩამალული ინტერიერში, რომ შიდა სივრცე კიდევ უფრო ტევადი და თავისუფალია.
- ,,Airo”-ს წარმოება 2023 წელს ჩინეთში დაიწყება, მისი ღირებულება 40,000 ევრო იქნება.
არაერთი ჯილდოს მფლობელი ინგლისელი დიზაინერი და არქიტექტორი ტომას ჰედერვიკი თვლის, რომ მან მიაგნო ატმოსფეროს დაბინძურებასთან ბრძოლის მორიგ საშაულებას – მის მიერ შექმნილი ელექტრო ავტომობილი, რომელიც გადაადგილების დროს წმენდს ჰაერს.
როგორც გამოცემა ,,BBC“ იუწყება, ჰედერვიკს მანქანების მწარმოებელმა ჩინურმა კომპანიამ IM Motors-მა მიმართა ამ მოდელის შესაქმნელად. ავტომობილს ექნება ჰაერის ფილტრი, რომელიც შეძლებს ატმოსფეროდან დამაბინძურებლების შთანთქმას. ამ გზით კი წელიწადში ჩოგბურთის ბურთის ზომის მყარი ნაწილაკების შეგროვება იქნება შესაძლებელი.
,,ჩოგბურთის ბურთის ზომის ნაწილაკების გროვა, შესაძლებელია, საკმარისად არ ეჩვენოს ზოგ ადამიანს, თუმცა ეს მასა თქვენს ფილტვებში რომ წარმოიდგინოთ, შეიცვლით აზრს. ასევე, მხოლოდ ჩინეთში მილიონი ასეთი ავტომობილი ივლის, რას საბოლოოდ თვალშისაცემ შედეგს გამოიღებს“, – ამბობს ჰედერვიკი.
ავტომობილის ეს მოდელი ,,Airo” განსხვავებული დიზაინით გამოირჩევა. მანქანის ცენტრში მაგიდაა, რომელის გარშემოც 4 სკამი არის განთავსებული. საჭიროების შემთხვევაში სკამების საწოლად გადაქცევაც შესაძლებელია. დამატებით, საჭე ისეა ჩამალული ინტერიერში, რომ შიდა სივრცე კიდევ უფრო ტევადი და თავისუფალია.
მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილის შემქმნელები დარწმუნებული არიან მის წარმატებაში, ბევრი კრიტიკოსი თვლის, რომ ეს ტექნოლოგია თითქმის შეუმჩნეველ გავლენას მოახდებს ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაზე. ,,Airo”-ს წარმოება 2023 წელს ჩინეთში დაიწყება, მისი ღირებულება 40,000 ევრო იქნება.
წინა წელს ჩვენ ვნახეთ კიდევ ერთი ტექნოლოგია, რომელიც ებრძვის ავტომობილის საბურავებისგან წარმოქმნილ მიკროპლასტმასის დაბინძურებას. ტექნოლოგიაზე მომუშავე ჯგუფმა The Tyre Collective 2020 წელს მიიღო ჯეიმს დაისონის სახელობის ინგლისის ეროვნული ჯილდო სინთეზური რეზინის ნაწილაკების დაბინძურების შემცირებისთვის.
ზემოხსენებული მოწყობილობა უმაგრდება მანქანის საბურავს და დამუხრუჭების ან მოხვევის დროს ხახუნის შედეგად წარმოქმნილ ნაწილაკებს აკავებს. აღსანიშნავია, რომ ავტომობილების მიერ გამოყოფილი ნაწილაკებით დაბინძურების 50 პროცენტს სწორედ ხელოვნური რეზინის მიკროსკოპული სხეულები შეადგენს.
სტატიაზე მუშაობდა : ნინი თოიძე
წყარო : www.intelligentliving.co