ლონდონში, დედოფალ მერის უნივერსიტეტი დაჯილდოვდა 300,000 ფუნტის ოდენობით, რათა შეისწავლოს თუ რა გავლენა აქვს ჰაერის დაბინძურებას ბავშვთა მენტალურ ჯანმრთელობაზე
ლონდონში, დედოფალ მერის უნივერსიტეტი დაჯილდოვდა 300,000 ფუნტის ოდენობით, რათა შეისწავლოს თუ რა გავლენა აქვს ჰაერის დაბინძურებას ბავშვთა მენტალურ ჯანმრთელობაზე
კვლევა გაგრძელდება სამი წლის განმამვლობაში და ეცდება აღმოაჩინოს, თუ როგორ აისახება ტრანსპორტის შემცირება და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება ბავშვის ტვინის მუშაობაზე, მეხსიერებასა და მენტალურ ჯანმრთელობაზე.
ბავშვები შეირჩევიან 85 საჯარო სკოლიდან, ქალაქ ლუტონში არსებული სკოლიდან დაწყებული, ლონდონის გარეუბნებში არსებული სკოლებით დამთავრებული.
მომდევნო სამი წლის განმავლობაში, ბავშვთა კოგნიტური განვითარება შემოწმდება თამაშებისა და ინტერაქტიული დავალებების მეთოდებით კომპიუტერთან. მათი კეთილდღეობაც შემოწმდება გონებრივ–მენტალური კითხვარებით.
კვლევა ფოკუსირებული იქნება განსაკუთრებით იმ ბავშვებზე, რომლებიც ცხოვრობენ იმ ტერიტორიებში, სადაც დაბალია გამონაბოლქვის მაჩვენებელი.
სტატიაზე მუშაობდა : ნათია კურტანიძე და ნატა შველიძე
წყარო : airqualitynews.com