GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

ბზიკი ღირებულია ეკოსისტემებისთვის, ეკონომიკისა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის (ისევე, როგორც ფუტკარი)

Homepage შემეცნებითი ბზიკი ღირებულია ეკოსისტემებისთვის, ეკონომიკისა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის (ისევე, როგორც ფუტკარი)
შემეცნებითი

ბზიკი ღირებულია ეკოსისტემებისთვის, ეკონომიკისა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის (ისევე, როგორც ფუტკარი)

ივნისი 8, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
494 ნახვა

ბზიკები იმსახურებენ ისეთივე მაღალ შეფასებას, როგორც სხვა მწერები, როგორიცაა, მაგალითად ფუტკარი, დამტვერვის, მტაცებლობის და სხვა როლების გამო, ნათქვამია ახალ კვლევაში, რომელსაც UCL- ლონდონის გლობალური უნივერსიტეტისა და აღმოსავლეთ ანგლიის უნივერსიტეტის მკვლევრები ატარებენ.

Biological Reviews-ში გამოქვეყნებული  500 გვერდისგან შემდგარი კვლევა არის მტკიცებულება იმისა, თუ რამდენად უწყობს ხელს 33,000 სახეობის ბზიკი ეკოსისტემებს და როგორ შეუძლიათ მათ სარგებლობა მოუტანონ ეკონომიკას, ადამიანის ჯანმრთელობას და საზოგადოებას.

წამყვანმა ავტორმა პროფესორმა სეირიან სუმნერმა (UCL ბიომრავალფეროვნებისა და გარემოს კვლევის ცენტრი, UCL ბიომეცნიერებები) თქმით, “ბზიკი ერთ-ერთია იმ მწერებიდან, რომლებიც გვძულს, არა და ფუტკრები, რომლებიც ასევე ინესტრებიან, უფრო მეტად ფასობენ, დამტვერვისა და თაფლის დამზადების გამო. წინა კვლევამ დაადგინა, რომ ბზიკების სიძულვილი მეტწილად განპირობებულია იმით, რომ უგულვებელყოფილია ეკოსისტემებში მათი როლი და შესაძლო სარგებელი ადამიანთათვის.

“ბზიკები ნაკლებად არიან შესწავლილი სხვა მწერებთან შედარებით, მაგალითად, როგორიცაა ფუტკრები. ჩვენ მხოლოდ ახლა ვიწყებთ სათანადოდ გავიგოთ და დავაფასოთ მათი როლი და მნიშვნელობა ეკოსისტემაში. გადავხედეთ რა საუკეთესო მტკიცებულებებს, აღმოვაჩინეთ, რომ ბზიკებიც იმდენად ღირებული მწერები შეიძლება იყვნენ, როგორც ჩვენთვის საყვარელი ფუტკრები არიან, თუ მათ უფრო მეტ შანსს მივცემთ”.

ბზიკები არიან სხვა მწერების მტაცებლები. მწერების მტაცებლური ცხოვრების წესი არის ბიოლოგიური კონტროლი კულტურების დასაცავად, რაც  მსოფლიოს, მინიმუმ 416 მილიარდი დოლარი უჯდება წელიწადში. თუმცა, ეს მაჩვენებელი, მაინც ვერ ასახავს სრულად მათი მტაცებლური ცხოვრების წესის წვლილს ეკოსისტემაში. მიმოხილვა ხაზს უსვამს ბზიკების, როგორც მტაცებლების მნიშვნელოვან როლს სოფლის მეურნეობისთვის. ისინი არეგულირებენ ფეხსახსრიანების, ბუგრების და მუხლუხოების პოპულაციას გარემოში, რომლებიც ზიანს აყენებენ მოსავალს. მონადირე ბზიკების სახეობები სპეციალისტები არიან და სპეციფიკური პარაზიტების მართვისთვის შეიძლება იქნას გამოყენებული, ხოლო, ჩვეულებრივი ბზიკის სახეობები ზოგადად მტაცებლები არიან და სასარგებლოა, როგორც ადგილობრივი რესურსი, მოსავლის მავნებლებისგან დასაცავად.

მკვლევრების თქმით, ბზიკები შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც მავნებლების კონტროლის მდგრადი საშუალება განვითარებად ქვეყნებში, განსაკუთრებით ტროპიკულ ქვეყნებში, სადაც ფერმერებს შეეძლებათ ადგილობრივი ბზიკის სახეობების გამრავლება მცირე რაოდენობით, რომელიც მინიმალური რისკის შემცველია ბუნებრივი გარემოსთვის. პროფესორმა სუმნერმა და მისმა კოლეგებმა, ახლახანს გამოაქვეყნეს კვლევის მიგნებები, რომლის თანახმადაც, ჩვეულებრივი ბზიკის სახეობები, ეფექტური მტაცებლები არიან, რომლებსაც შეუძლიათ პარაზიტების მართვა ორ მაღალფასიან კულტურაზე – სიმინდსა და შაქრის ლერწამზე, ბრაზილიაში.

კვლევა, ასევე ხაზს უსვამს ბზიკების მიერ გაწეულ ეკოსისტემურ მომსახურებას, როგორიცაა დამტვერვა. მწერების მიერ დამტვერვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობისთვის და მისი ეკონომიკური მნიშვნელობა მსოფლიოში შეფასებულია წელიწადში 250 მილიარდ დოლარზე მეტად.

მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ბზიკები 960 მცენარის სახეობას სტუმრობენ. მათ შორის, 164 სახეობას, რომლებიც სრულად არიან დამოკიდებულნი ბზიკების დამტვერვაზე, მაგალითად, ორქიდეის ზოგიერთი სახეობა, რომელიც ჰგავს მდედრ ბზიკს თავისი გარეგნობით, იზიდავს ბზიკებს,  რომელზეც დამოკიდებულია მისი დამტვერვა. მრავალი ბზიკი ასევე არის დამამტვერიანებელი სხვადასხვა სახეობის მცენარის, ამიტომ მკვლევრების თქმით, ისინი შეიძლება იყვნენ “სარეზერვო დამამტვერიანებლები“, თუ მცენარე დაკარგავს ადგილობრივ პირველად დამტვერიანებას.

მიმოხილვაში ასევე აღწერილია ბზიკის სხვა სარგებელიც, როგორიცაა მისგან მიღებული მედიკამენტები, რადგან მათ შხამსა და ნერწყვს აქვს ანტიბიოტიკური თვისებები, ხოლო ყვითელმა ბზიკის შხამმა კიბოს მკურნალობის პერსპექტივა გამოავლინა. ბზიკი, ასევე შეიძლება იყოს ღირებული საკვების წყაროც, რადგან ზოგიერთ ტროპიკულ ქვეყანაში, მისი ჭუპრი საკვებად გამოიყენება.

თანაავტორი, პროფესორი ალესანდრო ცინი (UCL ბიომრავალფეროვნების და გარემოს კვლევის ცენტრი, UCL ბიომეცნიერება და ფლორენციის უნივერსიტეტი) ამბობს, რომ ”ბზიკის მნიშვნელობა მოსავლის მიღებაში, ცუდად არის გააზრებული; ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მათი ცუდი რეპუტაციის გამოსწორებით, შევძლებთ, რომ მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ ამ მშვენიერი ქმნილებებისგან.”

ნაშრომის პირველი ავტორი, რაიან ბროქი (აღმოსავლეთ ანგლიის უნივერსიტეტი) ამბობს, რომ “სხვა მწერებთან ერთად, ბზიკის სახეობათა რაოდენობაც მცირდება, კლიმატის ცვლილებებისა და საარსებო გარემოს დაკარგვის გამო. აუცილებელია კონსერვაცია, მათთვის საარსებო გარემოს უზრუნველყოფით, რათა  ბზიკებმა განაგრძონ ეკოსისტემური სერვისების მიწოდება გარემოსთვის.”

კვლევას მხარი დაუჭირა ბუნებრივი გარემოს კვლევის საბჭომ და მარი კიურის სტიპენდიანტმა ევროკომისიიდან.

სტატიაზე მუშაობდა : სესილი შენგელია და ლედი ბოჟაძე

წყარო : www.sciencedaily.com

ნახვები : 410 2 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
ლონდონში, დედოფალ მერის უნივერსიტეტი დაჯილდოვდა 300,000 ფუნტის ოდენობით, რათა შეისწავლოს თუ რა გავლენა აქვს ჰაერის დაბინძურებას ბავშვთა მენტალურ ჯანმრთელობაზე
შემდეგი პოსტი
ჩინეთის სათბურების გამოყოფილი აირები აჭარბებს განვითარებული ქვეყნების სათბურების ჯამურად გამოყოფილ დაბინძურებას

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • “ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობა, ბოლნისის რაიონის სოფელ გეთაში ჩავიდა
  • ლონდონი და მილანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეკრებას უხელმძღვანელებენ
  • ლონდონში დაწყებულია კამპანია შეშის წვის საფრთხეებზე ცნობიერების ასამაღლებლად
  • ნიუკასლის სუფთა ჰაერის ზონა აქტიურდება
  • აშშ-ის მთავრობა ასთმის საშიშროების გამო გაზის ქურების აკრძალვას განიხილავს
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ოთხშაბათი, 22, მარ
“ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობა, ბოლნისის რაიონის სოფელ გეთაში ჩავიდა
ორშაბათი, 20, მარ
ლონდონი და მილანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეკრებას უხელმძღვანელებენ
შაბათი, 11, მარ
ლონდონში დაწყებულია კამპანია შეშის წვის საფრთხეებზე ცნობიერების ასამაღლებლად
კვირა, 26, თებ
ნიუკასლის სუფთა ჰაერის ზონა აქტიურდება
პარასკევი, 24, თებ
აშშ-ის მთავრობა ასთმის საშიშროების გამო გაზის ქურების აკრძალვას განიხილავს
პარასკევი, 24, თებ
გაერთიანებული სამეფოს საზოგადოება უარს ამბობს საზოგადოებაში მოწევაზე, ტრასნპორტის გამონაბოლქვი კი შედარებით მისაღები რჩება

Welcome back,