GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

უნახშირბადო საწვავის მოპოვება ტბებიდან ენერგიის საწარმოებლად საჭირო მეთანის წყარო შეიძლება ტბები იყოს

Homepage მსოფლიო უნახშირბადო საწვავის მოპოვება ტბებიდან ენერგიის საწარმოებლად საჭირო მეთანის წყარო შეიძლება ტბები იყოს
მსოფლიო

უნახშირბადო საწვავის მოპოვება ტბებიდან ენერგიის საწარმოებლად საჭირო მეთანის წყარო შეიძლება ტბები იყოს

მაისი 22, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
831 ნახვა
ნახვები : 54

ტბებში დიდი რაოდენობით მეთანი ინახება. ახალი ანალიზის მიხედვით, გარემოს მკვლევარები გვთავაზობენ გზებს როგორ შეიძლება მეთანოლის როგორც ენერგიის წყაროს მოპოვება-გამოყენება.

ნახშირორჟანგი (CO2) არსებული კლიმატის კრიზისის განხილვისას მთავარი თემაა. სათბური აირის მეთანი ნაკლებად ცნობილია და კიდევ უფრო ნაკლები ცნობადობისაა ატმოსფეროში. მისი პოტენცია ხელი შეუწყოს გლობალურ დათბობას ჯამში 80-იდან 100 პროცენტამდეა.

ადამიანის ქმედებებით გამოწვეული მეთანის ნახევარზე მეტი ზეთის წარმოებასა და სასოფლო-სამეურნეო სასუქებს ეკუთვნის, მაგრამ აირი, ასევე წარმოიქმნება მიკრობების მიერ ბიომასის დაშლისას, მაგალითად ტბებში.

მათ მიერ ჩატარებულ უახლეს კვლევით სამუშაოში შვეიცარიაში მდებარე ბეისელის უნივერსიტეტის მკვლევარები აღწერენ ტბებიდან და სხვა ბუნებრივი წყლის რესურსებიდან მეთანის გამოყენების პოტენციურ და თეორიულ შესაძლებლობებს მდგრადი ენერგიის საწარმოებლად.

ტბებსა და წყალსატევებში არსებული მეთანი გლობალური, ბუნებრივი მეთანის დაახლოებით მეხუთედს უდრის. “ეს რიცხვი თეორიულად საკმარისი იქნება მსოფლიო ენერგიის საჭიროებებისთვის.” თქვა მაჩე ბარტოსივიჩმა,  ბეისელის უნივერსიტეტის გარემოს მეცნიერებებში სადოქტორო ხარისხის დამცველმა.

ტბები განუწყვეტლივ იწოვენ ნახშირორჟანგს ატმოსფეროდან ფიტოპლანკტონის ზრდის საშუალებით. მიკრობები ნახშირბადს მეთანად გარდაქმნიან, როდესაც ბიომასას აწარმოებენ. ამ გზით მეთანში დარჩენილი ნახშირბადი ჟანგვის დროს ბუნებრივ ციკლს ინარჩუნებს.  წიაღისეული საწვავი ნაწილობრივ შესაძლოა ჩანაცვლდეს “ბუნებრივი” განახლებადი მეთანით. მეთანის გაზი  მოიხმარება გაზზე მომუშავე ელექტროენერგიის გამომამუშავებელ ელექტროსადგურებში და თხევადი მეთანოლის სახით ის საწვავად გამოიყენება.

ტბები როგორც ენერგიის დიდი მარაგი

სტატიაში აღწერილი იდეა სავსებით ახალი არაა: 2016 წლის შემდეგ, გენერატორების პირდაპირი დახმარებით რუვანდასა და კონგოს რესპუბლიკას შორის არსებულ ტბა კივუდან მეთანი 260 მეტრი სიღრმიდან ამოიღეს, გაასუფთავეს და ენერგიის წყაროდ მოხმარება დაიწყეს.

“ტბის ფსკერზე დიდი რაოდენობით მეთანი წარმოიქმნება და მისი კონცენტრაცია 100ჯერ უფრო მაღალია ვიდრე ჩვეულებრივ ტბებში.” ხსნის ბარტოსივიჩი.

მეთანის ნაკლებობის გამო მისი მოპოვება უბრალო ტბებიდან ტექნიკურად რამდენიმე წლის წინაც კი რთული იყო, მაგრამ ახალი პოლიმერული მასალისგან დამზადებული მიკრო-პორებიანი მემბრანები საშუალებას აძლევენ აირს უფრო ეფექტურად იყოს განცალკევებული წყლისგან.

მკვლევარებმა ამ მხრივ პირველი ოფიციალური შეთავაზებები გააკეთეს:  ჰიდროფობიური ნახშირბადის მოსაშორებლის გამოყენებით მეთანის შემცველი აირის ნარევი შეიძლება გამოცალკევდეს კონცენტრირებული წყლისა და მეთანისგან. ცეოლითები განსაკუთრებით მორგებული არიან ნიადაგის განოყიერებისთვის, რადგან კრისტალურ ნივთიერებებს აირის შეწოვა და გამოშვება შეუძლიათ.

პოტენციური პოზიტიური შედეგები ეკოსისტემებზე

ბარტოსივიჩის თქმით, ამ ტექნოლოგიის მიზანი იყო  მოლაპარაკების დაწყება ასეთი ტექნოლოგიის პოტენციის, რისკების და პროდუქტიულობის შესახებ. „აქამდე არცერთი კვლევა არ ჩატარებულა ტბებიდან მეთანის მოპოვების ეფექტურობაზე, მაგრამ ჩვენი ახლანდელი გაგებით უარყოფითი ეფექტების დანახვა არ შეგვიძლია. მიუხედავად ამისა, ზედმეტი ნახშირბადის მოშორებით შეიძლება ხელი შეეშალოს ფილოპლანკტონის წარმოქმნას და შეამციროს ბუნებრივი სათბურის აირის გამოყოფა ტბებიდან“. იგი ამბობს, რომ ამ თეორიის პრაქტიკაში გამოყენებამდე მეტი სამუშაოა ჩასატარებელი, მაგრამ დარწმუნებულია რომ ეს თეორია ერთ დღეს მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სასურველ კლიმატის მდგომარეობამდე მიღწევაში.

 

სტატიაზე მუშაობდა : გიორგი შაქარაშვილი და სალომე აბუაშვილი

წყარო : https://www.sciencedaily.com/releases/2021/03/210331103612.htm?fbclid=IwAR3U4AiBU8YtbGuphgnoIQrWSNlyV9DArbk6Ey3KVJGjiqfUrcmUbKaiorE


წინა პოსტი
ჰავაი ხდება აშშ-ს პირველი შტატი, რომელიც აცხადებს კლიმატის საგანგებო მდგომარეობას
შემდეგი პოსტი
ტემზას ნაპირებთან ჰაერის გაწმენდის პროექტი

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
  • სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
  • მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
  • ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
  • ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 19, აპრ
ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
სამშაბათი, 31, მარ
სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
სამშაბათი, 24, მარ
მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
ხუთშაბათი, 26, თებ
ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
კვირა, 8, თებ
ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
ორშაბათი, 19, იან
ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.

Welcome back,