GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

Google Maps გეგმავს მომხმარებლებს ეკო-მეგობრული ტრანსპორტის შესახებ მეტი ინფორმაცია შესთავაზოს

Homepage მსოფლიო Google Maps გეგმავს მომხმარებლებს ეკო-მეგობრული ტრანსპორტის შესახებ მეტი ინფორმაცია შესთავაზოს
მსოფლიო

Google Maps გეგმავს მომხმარებლებს ეკო-მეგობრული ტრანსპორტის შესახებ მეტი ინფორმაცია შესთავაზოს

მაისი 21, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
620 ნახვა
ნახვები : 59

Google-მა გამოაცხადა ცვლილებები, რომლებითაც კომპანიის გარკვეული პროდუქტები წელს დატვირთული იქნება. რუკას დამატებული ახალი ფუნქციები მომხმარებელს მისცემს საშუალებას მიიღოს დროული ინფორმაცია ამინდსა და ჰაერის ხარისხზე, ასევე გადაადგილდეს გარემოსთვის მეგობრული მარშრუტებით. საერთო ჯამში ასამდე ცვლილება, რომლებიც ძირითადად ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შედეგია, დაემატება Google Maps-ის აპლიკაციას 2021 წელს.

სულ მალე თქვენ შეძლებთ რუკაზე მონიშნოთ ზუსტად ის ადგილი აეროპორტში, სადგურსა თუ სავაჭრო ცენტრში, სადაც უნდა მიხვიდეთ. Live View (გამოსახულების პირდაპირ რეჟიმში გადმოცემა) ტექნოლოგიით სარგებლობა მალე შენობების შიგნითაც იქნება შესაძლებელი, რაც დაგეხმარებათ იპოვოთ სასურველი მაღაზია, სხვადასხვა ტრანსპორტის გაჩერების ადგილი ან თუნდაც საპირფარეშო. ეს ფუნქცია უკვე მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში და მალე დაემატება ტოკიოსა და ციურიხში.

რამდენიმე თვეში Google დაამატებს ამინდის ახალ შრეს რუკაზე, რაც მომხმარებელს მიცემს საშუალებას სწრაფად ნახოს ლოკალური პროგნოზი და ტემპერატურა. კიდევ ერთი შრე დაემატება ჰაერის ხარისხისთვის, პირველად ეს ფუნქცია ხელმისაწვდომი იქნება აშშ-ში, ინდოეთსა და ავსტრალიაში და შეამოწმებს ჰაერის დაბინძურების სხვადასხვა კომპონენტს.

Google ასევე მომხმარებელს შესთავაზებს ისეთ მარშრუტებს, რომლებითაც ყველაზე ნაკლებად დაბინძურდება გარემო. ამის მისაღწევად აპლიკაცია რამდენიმე ფაქტორს გაითვალისწინებს, მათ შორის საწვავის მოხმარებას გზის დახრისა და გზებზე საცობების  მიხედვით. რუკა ასევე გამოყოფს ველოსიპედის გზას, თუმცა, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იქნება უფრო სწრაფ მარშრუტზე გადასვლა.

პარიზიდან ჯაკარტამდე და ჯაკარტიდან ამსტერდამამდე უამრავი ქალაქი აწყობს ზონებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ნაკლებად დამაბინძურებელი გარემოს შექმნას. ასეთი ზონები ზღუდავს გარკვეული ტიპის მანქანებს. ივნისიდან Google Maps-ის მომხმარებლებს აპლიკაცია შეატყობინებს ავტომობილით მოძრაობისას აქვთ თუ არა კონკრეტულ ზონაში შესვლის უფლება და საჭირო შემთხვევაში შესთავაზებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ალტერნატივას.

 

სტატიაზე მუშაობდა : შაკო ღლონტი და ნინი თოიძე

წყარო : https://sg.news.yahoo.com/google-maps-wants-offer-users-125704538.html


წინა პოსტი
ბულგარეთის მოქალაქეები შეშფოთებულნი არიან ჰაერის დაბინძურებით კორონავირუსის კრიზისის ფონზე.
შემდეგი პოსტი
კენია პირველად აღწერს ველური ბუნების ბინადარებს

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,