GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი გაიზარდა 2020 წლის მონაცემებთან შედარებით, მიუხედავად Covid-19-ის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებისა.

Homepage მსოფლიო ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი გაიზარდა 2020 წლის მონაცემებთან შედარებით, მიუხედავად Covid-19-ის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებისა.
მსოფლიო

ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი გაიზარდა 2020 წლის მონაცემებთან შედარებით, მიუხედავად Covid-19-ის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებისა.

აპრილი 18, 2021
By GREENPOLE
1 კომენტარი
856 ნახვა
ნახვები : 54

მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის მონაცემებით, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესდა, მაინც, ქვეყნების უმეტესობა განაგრძობს იმ დაშვებული მაქსიმალური მაჩვენებლების გადაჭარბებას, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დააწესა.

ეს მოხსენება ეყრდნობა IQAIR-ის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებს, რომლის მიხედვით, შესწავლილი ქვეყნების 84%-ში ჰაერის ხარისხის მაჩვენებელი გაუმჯობესებულია. ძირითადად ამას Covid-19-ის პანდემიის გავრცელებით გამოწვეული შეზღუდვებით ხსნიან.  

მიუხედავად ამისა, დღეისთვის 106 გამოკვლეული ქვეყნიდან მხოლოდ 24 ქვეყანაში შეესაბამება ჰაერის ხარისხი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტებს.

ევროპის ქვეყნების უმეტესმა ნაწილმა უკვე გადაჭარბებაა WHO-ის მიერ დაწესებულ ზღვარს. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამ მხრივ გამოვლინდა ბოსნია და ჰერცოგოვინაში, ჩრდილოეთ მაკედონიასა და ბულგარეთში..

ამერიკის შეერთებულ შტატებში საშუალო მაჩვენებელი PM2,5-ისა არის 6.7%-ით მომატებული 2020 წლის მონაცემებთან შედარებით.

ამავე კვლევის მიხედვით, რეკორდი დაამყარა კალიფორნიაში, ორეგონსა და ვაშინგტონში გაჩენილმა  ე. წ. ბერძნულმა ცეცხლმა (ასე უწოდებენ ელვის სისწრაფით გავრცელებულ ცეცხლის კერებს). ამის ერთ-ერთ მიზეზად მიიჩნევენ იმას, რომ ამერიკული ქალაქების 38%-ში შესაბამისი სტანდარტები არ არის დაცული და არ კონტროლდება PM2.5 მყარი ნაწილაკები.

რაც შეეხება ინდურ ქალაქებს, იქ, სადაც დაკვირვება იწარმოება, შეინიშნება ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება. მიუხედავად ამისა, საერთო ჯამში, ინდოეთი მაინც ლიდერობს მსოფლიოში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლით. მსოფლიოს ყველაზე დაბინძურებული ქალაქების ჩამონათვალში 30 ქალაქიდან 22 სწორედ ინდოეთში მდებარეობს.

ფრენკ ჰამესი, IQAIR-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ამბობს: ,,2020 იყო წელი, რომელმაც მოულოდნელად ჰაერის დაბინძურების შეჩერებაში წვლილი შეიტანა, დროებით გააჩერა ეს პროცესი. 2021 წლიდან ჩვენ კვლავ შევნიშნავთ, თუ როგორ იზრდება დაბინძურების მაჩვენებელი დღითიდღე, რაც გამოწვეულია ადამიანური საქმიანობით. ვიმედოვნებ, რომ ეს კვლევა გამოკვეთს იმ აუცილებელ ქმედებებს, რომლებიც საჭიროა ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად“.

„სანამ ზოგიერთი ქვეყანა აჩვენებს გაუმჯობესებულ მაჩვენებლებს ჰაერის დაბინძურების კუთხით, რაც ,,ლოქდაუნით“ არის გამოწვეული,  ჯანმრთელობა მაინც ზიანდება ნარჩენების დაწვის შედეგად გამოყოფილი მავნე ნივთიერებებით. სამწუხაროდ, დელი (ინდოეთი) კვლავ ინარჩუნებს მსოფლიოში ყველაზე დაბინძურებული ჰაერის მქონე ქალაქის ტიტულს. იმისთვის, რომ რეალური, გრძელვადიანი გაუმჯობესება ვნახოთ, საჭიროა მთავრობებმა პრიორიტეტულ საკითხებს შორის გამოკვეთონ დასუფთავების საკითხი, ენერგეტიკის მოხმარებისა და ჰაერის ხარისხი”.

ლაური მულივირტა, ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის ცენტრის (CREA) წამაყვანი ანალიტიკოსი, რომელიც აგრეთვე ჩაერთო მოხსენებაში, ამბობს: „მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ქვეყნებმა სრულიად მოულოდნელად გამოსცადეს ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება 2020 წელს, რაც ნამდვილად იყო Covid-19-ის პანდემიის შედეგი. ეს გაუმჯობესება ნიშნავს იმას, რომ ათასში ათ ადამიანს სიცოცხლის ხანგრძლივობა გაეზრდება. თუმცა, თუ ჩვენ შევქმნით ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის სისტემას, რომელიც გარემოს არ დააზიანებს, სუფთა ენერგიის წყაროს, რომელიც მათ ამოძრავებს, მაშინ შევძლებთ ამ გაუმჯობესებული მაჩვენებლის შენარჩუნებას”.

 

სტატიაზე მუშაობდა : ნათია კურტანიძე და სალომე აბუაშვილი

წყარო : https://airqualitynews.com/2021/03/16/air-pollution-in-the-u-s-increased-in-2020-despite-covid-19-restrictions/?fbclid=IwAR0Y3zeAkjjP41AHd3Li5V4G_63r6zrIebsCC_-mBSNIn5iHuDnA8W4qDEU


წინა პოსტი
რა არის შემდეგი საფეხური ევროპის ჰიდროენერგიის ინდუსტრიისთვის?
შემდეგი პოსტი
ამაზონმა სინგაპურში განახლებადი ენერგიის ახალი პროექტი გამოაცხადა

1 reply added

  1. group buy seo tools ოქტომბერი 16, 2026 პასუხი

    Website administrators looking for efficiency may investigate services such as group buy seo tools. Visit https://groupbuyseotools.link to explore the available options.

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • COP16: გაეროს მოლაპარაკებები დასრულდა იმ ქვეყნებით, რომლებიც მხარს უჭერენ წელიწადში 200 მილიარდ დოლარს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის გეგმას
  • როგორ ებრძვიან ქალაქები „სითბოს კუნძულის ეფექტს“
  • Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
  • სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
  • ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 1, ნოე
COP16: გაეროს მოლაპარაკებები დასრულდა იმ ქვეყნებით, რომლებიც მხარს უჭერენ წელიწადში 200 მილიარდ დოლარს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის გეგმას
შაბათი, 17, ოქტ
როგორ ებრძვიან ქალაქები „სითბოს კუნძულის ეფექტს“
სამშაბათი, 29, სექ
Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
სამშაბათი, 29, სექ
სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
ოთხშაბათი, 23, სექ
ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
ოთხშაბათი, 23, სექ
Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone

Welcome back,