GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

საზოგადოებრივი ბაღჩა – განტვირთვა ქალაქელებისთვის

Homepage მსოფლიო საზოგადოებრივი ბაღჩა - განტვირთვა ქალაქელებისთვის
მსოფლიო

საზოგადოებრივი ბაღჩა – განტვირთვა ქალაქელებისთვის

მარტი 20, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
840 ნახვა
ნახვები : 378

საზოგადოებრივი ბაღჩა არის მიწის ნაკვეთი, რომელსაც ადამიანების გარკვეული ჯგუფი ერთობლივად ამუშავებს. ასეთი ბაღი, უმეტესად, ქალაქში მდებარეობს და ურბანული ბაღის სახელითაც არის ცნობილი. ხშირ შემთხვევაში, ასეთი ბაღჩები დაინტერესებულ პირთათვის ღიაა.  მიწის ნაკვეთს, მსგავსი საქმიანობისთვის, ზოგ შემთხვევაში, ქალაქის მმართველობა გამოყოფს, ან სხვადასხვა პროექტის ფარგლებში გაიცემა დროებითი სარგებლობისთვის.

ასეთი ტიპის ბაღჩები, გერმანიის დიდ ქალაქებში დიდი ხანია პოპულარობით სარგებლობს და ქალაქის მაცხოვრებლებს განტვირთვისა და ბუნებასთან სიახლოვის საშუალებას აძლევს. ქალაქში მაცხოვრებლებს საშუალება ეძლევათ თანამოაზრეებთან ერთად შექმნან სივრცე, სადაც ერთობლივად მოუვლიან პატარა მეურნეობას, ერთმანეთს საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ. ეს დადებითად მოქმედებს ადამიანების ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე.  გარდა შრომისა, ბაღჩაში სტუმრობა დასვენებისთვისაც შესაძლებელია.

საზოგადოებრივი ბაღჩების შესაქმნელად ხშირ შემთხვევაში იყენებენ დაუსახლებელი  მიწის ნაკვეთებს, საგანმანათლებლო და სოციალური ინსტიტუტების, კლინიკების, უნივერსიტეტების, ბაღებისა თუ სკოლების ეზოებს, პარკების განაპირა სივრცეს. ასეთი სივრცე შემდეგ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს: უნდა გაიცეს მინიმუმ სამი წლით, უნდა იყოს ადვილად მისადგომი მებოსტნეებისთვის, არ უნდა იყოს დაბინძურებული, რათა იქ მოყვანილი ბოსტნეული იყოს საკვებად ვარგისი.

 

სტატიაზე მუშაობდა : მეგი წერეთელი და ანა კუხაშვილი

 


წინა პოსტი
გადაშენების პირას მყოფი ჟირაფები კენიაში, რომლებიც ელექტროენერგიის კაბელებმა შეიწირეს
შემდეგი პოსტი
რატომ არის ხორცპროდუქტების მიღების შემცირება ეკოლოგიური პრობლემების გადასაჭრელად საჭირო?

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,