GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ფრანგული სტარტაპი ადამიანის თმების გადამუშავებით, ოკეანეებს ჩაღვრილი ნავთობისგან გაასუფთავებს

Homepage მსოფლიო ფრანგული სტარტაპი ადამიანის თმების გადამუშავებით, ოკეანეებს ჩაღვრილი ნავთობისგან გაასუფთავებს
შემეცნებითი, მსოფლიო

ფრანგული სტარტაპი ადამიანის თმების გადამუშავებით, ოკეანეებს ჩაღვრილი ნავთობისგან გაასუფთავებს

დეკემბერი 30, 2020
By GREENPOLE
0 კომენტარი
661 ნახვა
ნახვები : 162

საფრანგეთში საპარიკმახერო სალონები ყოველწლიურად დაახლოებით 4000 ტონა თმის ნარჩენს გამოიმუშავებენ. შეიძლება ამ ერთი შეხედვით გამოუსადეგარი ნარჩენის გადამუშავებამ გადაარჩინოს პლანეტა?

ჯეიმს ტეილორი, ფრანგული სტარტაპის Capillum-ის თანადამფუძნებელი, ამტკიცებს რომ შეიძლება. ინოვაციური ტექნოლოგიის წყალობით, რომელიც იყენებს მოჭრილ თმაში არსებულ კერატინს. ის აღნიშნავს: ”ჩვენ გადავამუშავებთ ნარჩენ თმას. ადამიანის თმა შეიცავს კერატინს, პროტეინს, რომელიც შთანთქავს ცხიმს და შესაბამისად შეიძლება გამოყენებულ იქნას გარემოს გასაწმენდად. თმის გადამუშავებით ჩვენ ასევე ვცდილობთ ნარჩენების შემცირებასაც.

”კერატინს ასევე შეუძლია შეცვალოს პლასტმასა სოფლის მეურნეობასა და მებაღეობაში, გარდა ამისა, დაეხმაროს კანის სხვდასხვა დაავადებების განკურნებაში.”

კომპანია თანამშრომლობს 200 თმის სალონთან საფრანგეთში, რომლებიც აგზავნიან თმის ნარჩენებს წყლისა და ნიადაგის გაწმენდასთან, სოფლის მეურნეობასა და კანის მოვლასთან დაკავშირებული კვლევითი სამუშაოებისთვის.

ჯეიმს ტეილორის სიტყვებით: ”თმა ბუნებრივი მშთანთქმელია და შეუძლია საკუთარ წონაზე რვაჯერ მეტი ცხიმის ან ნახშირწყალბადის შთანთქმა. სწორედ აღნიშნული მიზეზის გამო, ჩვენ ვაგროვებთ თმას, რომელიც ოკეანეებში ჩაღვრილი ნავთობისგან გასაწმენდადაც კი შეიძლება გამოვიყენოთ.“

”მსგავსი ჩაღვრებისგან ოკანეების გასაწმენდად სისტემატიურად გამოიყენება სინთეტური მშთანთქმელები. თმას შეუძლია იგივე გააკეთოს ბუნებრივი გზით. თმა განსაკუთრებული რესურსია.”

ცოტა ხნის წინ კომპანიამ დაასრულა თმის შეგროვება მავრიკში, აგვისტოში კუნძულთან მდებარე მარჯნის რიფზე დაღვრილი ნავთობისგან გასუფთავებაში, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ორგანიზაციების დახმარების მიზნით.

ოქტომბერში კომპანიამ თმის უფასოდ შეჭრა შესთავაზა ვერსალის სასახლეში მომუშავე ყველა თანამშრომელს: „ ყოველწლიურად დიდი რაოდენობის თმის ნარჩენი ხვდება ნაგვის ურნაში და მისი გამოყენება გარემოს სასარგებლოდ ნამდვილად შესანიშნავი გადაწყვეტილებაა.“

 

წყარო :  energynews.ge


წინა პოსტი
ნარმანიას თქმით, ნონსენსია, არ გინდოდეს ჰესების აშენება და აპროტესტებდე ტარიფის ზრდას
შემდეგი პოსტი
2020 წელს მეხანძრე-მაშველებმა შეასრულეს 15 000-ზე მეტი სახანძრო და 30 000-ზე მეტი სამაშველო დავალება, გადაარჩინეს რამდენიმე ასეული სიცოცხლე

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,