ხმელი ფოთლების დაწვის საფრთხეები და გადამუშავების ალტერნატიული, უსაფრთხო გზები
შემოდგომაზე ხშირად ვხდებით მოწმე, თუ როგორ წვავენ ჩამოცვენილ ფოთლებს. ხმელი ფოთლების წვის შედეგად წარმოქმნილი კვამლი, საკმაოდ შორი მანძილიდან არის შესამჩნევი. ასევე შორ მანძილზე იგრძნობა იმ მავნე ნივთიერებების სუნიც, რომლებიც ამ დროს ჰაერში იფანტება. ფოთლების დაწვით ჰაერი და ნიადაგი ერთდროულად ბინძურდება.
ფოთლების დაწვის მაგივრად, შეიძლება მისი სასარგებლო მიზნებისთვის გამოყენება. ერთერთი მეთოდია ფოთლების კომპოსტში დამატება. კომპოსტის მასის 20%-ს სწორედ ფოთლები შეადგენს. ზამთარში ფოთლების ფენა ნიადაგსა და მცენარეებს კარგად იცავს ყინვისგან. ასევე, ფოთლების გამოყენება შესაძლებელია მულჩირებისთვის.
ამ მხრივ, საინტერესოა გერმანიაში დანერგილი პრაქტიკა.
მოსახლეობა საკუთარ ეზოებსა და ბაღჩებში ჩამოცვენილ ფოთლებს აგროვებს სპეციალურ ტომრებში. ეს ტომრები კი ქალაქის დასუთავების მიაქვს გადასამუშავებლად შესაბამის პუნქტებში. ასევე, მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა თავადაც მიიტანონ შეგროვებული ფოთლები და ჩააბარონ გადამამუშავებელ პუნქტებში. ერთი კუბური მეტრი ფოთოლის ჩაბარება უფასოა, ყოველ დამატებით კუბურ მეტრზე მოქალაქეებს უწევთ 1 ევროს დამატება.
რაც შეეხება საქართველოს, ხმელი ფოთლების დაწვა აკრძალულია და 500 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.
სტატიაზე იმუშავა : მეგი წერეთელი – ანა ქურდაძე